უძრავი ქონების პროექტების ეროვნული დაჯილდოება მნიშვნელოვანი მოვლენაა დეველოპერული და სამშენებლო სექტორისთვის, არქიტექტორებისთვის. ქალაქის ურბანულ განვითარებაში დიდ როლს ასრულებს მსგავსი ინიციატივები, ზრდის კონკურენციას და ხარისხს ბაზარზე.
გვახარებს, რომ FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards - ზე, ორ ნომინაციაში ვიყავით წარდგენილები და ორივე მიმართულებით გამარჯვება მოვიპოვეთ. ხარისხი, ინოვაცია და მწვანე არქიტექტურა, დომუსის მთავარი და უცვლელი ღირებულებებია. გვჯერა, რომ ჯანსაღ გარემოში ცხოვრება ხანგრძლივი სიცოცხლის წინაპირობაა.