Teamtwo-ს გენერალური დირექტორი, ირაკლი გოგოხია FIABCI-Georiga Prix d’ Excellence დაჯილოების შესახებ | Property Georgia

Teamtwo-ს გენერალური დირექტორი, ირაკლი გოგოხია FIABCI-Georiga Prix d’ Excellence დაჯილოების შესახებ

teamtwo - Architects & Engineers-ის გუნდის 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. დაახლოებით ერთ წელზე მეტია, რაც ჩვენი კომპანია FIABCI Georgia- წევრია და აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ჩვენ ვართ პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი საპროექტო კომპანია, რომელიც ფიქსირდება FIABCI- მსოფლიო რუკაზე. ამ თანამშრომლობამ მოგვცა საშუალება დაგვემყარებინა საინტერესო და საქმიანი ურთიერთობები მსოფლიო უძრავი ქონების სხვადასხვა წარმომადგენელბთან, მათ შორის საპროექტო კომპანიებთან.

ჩვენ გუნდს დიდი გამოცდილება აქვს სასტუმროს ტიპის შენობების პროექტირების მიმართულებით. ჩვენს პორტფოლიოში შეგხვდებათ როგორც ბრენდული ისე არაბრენდული სასტუმროები. FIABCI-Georiga Prix d’ Excellence Awards-ის პირობების გათვალისწინებით, უნდა წარგვედგინა ჩვენი შესრულებული პროექტი, რომელიც უკვე აშენებულია და სრულფასოვნად ფუნქციონირებს. ამიტომ კონკურსში მონაწილეობა მივიღეთ ბუტიკური ტიპის სასტუმროს პროექტით "მანინო უწერა". აღსანიშნავია, რომ პროექტი არის პირველი სრულფასოვანი სასტუმრო რეგიონში, რომელიც თანამედროვე სტანდარტების მიხედვით არის დაპროექტებული. პროექტმა მოიპოვა EBRD-ის ენერგო ეფექტურობის გრანტი და ფლობს საერთაშორისო GEFF სერტიფიკატს.ჩვენი კომპანიის გამოცდილების გათვალისწინებით, გარკვეულ გამოხმაურებას ველოდით, თუმცა სასტუმროების კატეგორიაში მიღებულმა პირველმა ადგილმა და ოქროს გამარჯვებამ, რათქმაუნდა, ძალიან გაგვახარა. არაერთი მოლოცვა მივიღეთ უხოური პარტნიორი კომპანიებისგან, რაც ჩვენს ურთიერთობებზე დადებითად ისახება.

მინდა მადლობა გადავუხადოთ FIABCI-Georgia- გუნდს რეგიონში მსგავსი მნიშვნელობის ღონისძიების ჩატარებისთვის და ქართული უძრავი ქონების ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ვფიქრობ, ადგილობრივი კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია FIABCI როგროც პლატფორმა საერთაშორისო ურთერთობების დასამყარებლად და უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.

ასევე, აღსანიშნავია  ჩვენი მონაწილეობა FIABCI- ყოველწლიურ ღონისძებაში, რომელიც ბოლოს, 2022 წლის ივნისში, პარიზში გაიმრთა. teamtwo - Architects & Engineers იყო პირველი ქართული საპროექტო კომპანია, რომელმაც თავისი სერვისები და გამოცდილება გააცნო ამერიკელ და ევროპელ დეველოპერებს და არქიტექტორებს.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: