იუჯითიმ Radisson RED Tbilisi-ში ტექნოლოგიური გადაწყვეტები დანერგა | Property Georgia

იუჯითიმ Radisson RED Tbilisi-ში ტექნოლოგიური გადაწყვეტები დანერგა

იუჯითიმ, Radisson RED-ში IT-ის და შენობის მართვის სისტემების მიმართულებით  წამყვან ბრენდებზე მორგებული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გადაწყვეტები დანერგა. Radisson RED Tbilisi აღმოსავლეთ ევროპაში Radisson RED-ის პირველი სასტუმროა. ის  დავით აღმაშენებლის გამზირზე, ყოფილი ფოსტის შენობაში მდებარეობს და კულტურის, ისტორიის და თანამედროვე დიზაინის შერწყმის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. 

მოგეხსენებათ, რომ ეს ინფრასტრუქტურა არის ძველი ფოსტის შენობა, თარიღდება 1920-იანი წლებით და ისტორიული ძეგლია. იუჯითის გუნდს მოუწია სისტემების დანერგვის ყველა ეტაპზე ამ ფაქტორის გათვალისწინება და გარკვეულ სირთულეებთან გამკლავება. 

ყველა გამოწვევას იუჯითის ინჟინრებმა წარმატებით გაართვეს თავი და თითოეული სისტემა შენობის სფეციფიკურ მოთხოვნებს მოარგეს.“ - ვალერი მიღდისელი, საინვესტიციო კომპანია „ტელეგრაფის“ დირექტორი.

სასტუმროში დანერგილი IT გადაწყვეტები მოიცავდა IT ინფრასტრუქტურას, სასერვერო ოთახის მოწყობას, აქტიური და პასიური სისტემის კომპონენტებს.  შენობის მართვის სისტემების მიმართულებით კი, Radisson RED-ში დაინერგა ყველაზე აქტუალური ტექნოლოგიური გადაწყვეტა, რომელიც ერთი კონკრეტული ლოკაციიდან თითოეული სისტემის ავტომატიზაცებულად მართვის შესაძლებლობას იძლევა. ისტორიულ შენობაში ტექნოლოგიური პროექტის განხორციელებას თან არაერთი გამოწვევა ახლდა, რომლებიც იუჯითიმ HPE-ის, Aruba-ს, Cisco-ს, Avaya-ს, Dormakaba-ს, Shcneider-ის, Bosch-ის და სხვა მსოფლიოში წამყვანი ბრენდების მხარდაჭერით გადაჭრა.

ამას გარდა, უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვა  საკონფერენციო ოთახები, დაინერგა სასტურმოს სატელევზიო სისტემა და შენობის ინფრასტურუქტურის გათვალისწინებით, გარე სივრცეში მოეწყო ფონური მუსიკის სისტემა.  

სასტუმრო უკვე აქტიურად ფუნქციონირებს და წარმატებით მასპინძლობს სტუმრებს. იუჯითისმიერ Radisson RED Tbilisi-ში განხორციელებული ტექნოლოგიური  გადაწყვეტების პროექტი, სასტუმროში სისტემების გამართულ ფუნქციონირებას და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს უზრუნველყოფს. 

 

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: