ახალი გზა ტაბახმელაში | Property Georgia

ახალი გზა ტაბახმელაში

Zaha Construction-მა York Holding Group-ის დაკვეთით ტაბახმელაში საცხოვრებელი  კომპლექსის გზის ასფალტის საფარით მოწყობის სამუშაოები შეასრულა.

Zaha Construction-ის აღმასრულებელი დირექტორის მარიამ ლორთქიფანიძის განცხადებით, გზის საფარის მოწყობის სამუშაოები პროექტის პირველი ეტაპის საბოლოო ნაბიჯი იყო.  York Town-ის ახალი საცხოვრებელი უბნის ბინათმესაკუთრეებს, შეეძლებათ გადაადგილება კომფორტულად და უსაფრთხოდ.

„York Town-ის გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დავასრულეთ. გზა აქ, ფაქტობრივად, არ არსებობდა. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდა გზის საფარი, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, ასევე, ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკები და გარე საკომუნიკაციო ქსელი.  გარდა ამისა, ვიწყებთ აღნიშნულ ტერიტორიაზე გარე განათების ბოძების მონტაჟს რომლის დიზაინი სპეციალურად ჩვენი პროექტისთვის შეიქმნა. 

ჩვენ, Zaha Construction პროექტის ინვესტორთან და დეველოპერთან York Holding Group-თან ერთად, ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, რომ უახლოეს მომავალში ეს გზა მთლიანად განათებული და მოწესრიგებული იქნება“, - განაცხადა მარიამ ლორთქიფანიძემ.

პროექტის ფარგლებში, საქართელოს წამყვანი დენდროლოგები გამწვანების სამუშაოებს ჩაატარებენ.

„Zaha Construction-მა სამუშაოები York Towers-ის დაკვეთით შეასრულა, ჩვენი დეველოპერული პროექტისთვის, რომელსაც York Town ეწოდება და გულისხმობს პრემიუმ ხარისხის ვილების მშნებლობას ერთ-ერთ ყველაზე განწვანებულ ზონაში, თბილისთან ახლოს. გზის მშენებლობით, ფაქტობრივად, დასასრულს მიუახლოვდა პროექტის პირველი ფაზა, რის შესახებაც მომავალ მობინადრეებსა და ჩვენ მომხმარებლებს უკვე ვაუწყეთ. მათთან კომუნიკაცია და მათთვის განსაკუთრებული გარემოს შექმნა York Towers-ის მთავარი მამოძრავებელია. თუმცა ხსენებული გზა არა მხოლოდ York Town-ის მკვიდრებისთვისაა მნიშვნელოვანი, ის ტაბახმელას განვითარებასაც ძალიან შეუწყობს ხელს“ - ამბობს York Holding Group-ის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთბის დირექტორი, ოთარ ქირია.

სამუშაოების ღირებულებამ York Holding Group-ის დაფინანსებით 800 000  ლარი შეადგინა.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: