#propertymedia მინიატურა, რომელსაც საჯარო სივრცეებში შეხვდებით | Property Georgia

#propertymedia მინიატურა, რომელსაც საჯარო სივრცეებში შეხვდებით

ავტორი: ელენე ღვინჯილის

გადავწყვიტე, შეძლებისდაგვარად გაგაცნოთ ყველა ის ადამიანი, ვინც მინიატურულ ნაკეთობებს ამზადებს. ეს საქმიანობა  სილამაზესთან ერთად არის საკმაოდ შრომატევადი, რომლის შექმნასაც დიდი ძალისხმევა და კრეატიული აზროვნების უნარი სჭირდება. სწორედ ასეთ ადამიანზე, ნიჭიერ გოგონაზე - თამუნა იანვარაშვილზე მინდა გიამბოთ, რომელიც ქმნის მინიატურულ ნივთებს; მისი ნამუშევრების დათვალიერება შეგიძლიათ ფეისბუქ-გვერდზე სახელწოდებით ,,თაია“. ახლა კი უფრო დეტალურად თავად თამუნა მოგვიყვება თავის საქმიანობაზე:

- თამუნა, რომ მოგვიყვეთ საიდან გაჩნდა ამ მინიატურების შექმნის იდეა.

პირველ რიგში გეტყვით, რომ  სანამ მინიატურული ნივთების დამზადებას დავიწყებდი, ვაკეთებდი  სახლის დეკორატიულ ნივთებს, მოყვარულის დონეზე; ამის შემდეგ იყო მინიატურული ნაკეთობები, რომელიც პირდაპირ კავშირშია ახალი წლის დღესასწაულთან. არაგვისპირში აგარაკზე  ვიპოვე ხის მოჭრილი მორი, რომელზეც მინდოდა გამეკეთებინა საახალწლო სოფელი, თუმცა რეალობა სხვა აღმოჩნდა, გამოვიდა ძველი სახლი ტყეში, დაფარული თოვლით. მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში განვათავსე ეს ნამუშევარი, ბევრი ადამიანის გული მოიგო, მწერდნენ, რომ გამეგრძელებინა ეს საქმიანობა, შემექმნა უფრო მეტი ნამუშევარი. ამით დიდი სტიმული მომეცა, მეკეთებინა საქმე რომელიც მსიამოვნებს და რომელიც სხვებსაც ისევე მოსწონს, როგორც მე. ვფიქრობ, რომ ჩემი ნამუშევრები საკმაოდ განსხვავებული და დასამახსოვრებელია.

- თქვენი საქმიანობა, როგორც ვიცი, ბევრი სხვადასხვა სახის ნამუშევრების შექმნას გულისხმობს...

ჩემმა მეგობრებმა დიდი როლი ითამაშეს იმაში, რომ დამეწყო ეს საქმიანობა. გამიკვალეს გზა და მასწავლეს ბევრი რამ. დიდი ხანი ვეძებდი მსგავსი ტიპის სასწავლებელს, ხელობის  საფუძვლიანად შესასწავლად. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს ასეთი დაწესებულება.

მინიატურები, ძალიან საინტერესო და ამოუწურავია, უამრავი რამის შექმნაა შესაძლებელი - იქნება უბრალოდ პეიზაჟი, ოთახი, სახლი თუ ომის სურათის გაცოცხლება. პირადად ჩემი ნამუშევრები, ვფიქრობ, განსხვავებულია, სწორედ იმით, რომ მაქსიმალურად ვიყენებ ჩემს ფანტაზიას, არ არის სხვისი ნამუშევრის ასლი და მომხმარებელსაც ყოველთვის ვეუბნები, რომ არ ვქმნი უკვე არსებული ნამუშევრის ანალოგს. რაც შეეხება მზადების პროცესს, საკმაოდ შრომატევადია, უამრავ დროსა და ენერგიას მოითხოვს, განსაკუთრებით, პატარა დეტალები, რომლებიც უნდა იყოს რეალურად აღსაქმელი.  ერთ ნამუშევრის დამზადებას დაახლოებით 1 თვე სჭირდება, გააჩნია მომხმარებლის სურვილს, დამოკიდებულია ნაკეთობის ზომასა და სირთულეზე.

- სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარეთ, თამუნა.

გეტყვით იმას, რომ ჩემი საქმიანობის გასამრავალფეროვნებლად დავიწყე  მინიატურების  ხეებზე განთავსება, საჯარო სივრცეებში, სადაც ხალხი მოძრაობს, ვფიქრობ ბევრს გაახალისებს, განსაკუთრებით ბავშებს და შეუქმნით მათ პოზიტიურ განწყობას. ახლა ლისის ტბაზე ვაპირებ მათ განთავსებას, მინდა, ბევრ ადგილას დავტოვო „თაია“ .

სამომავლო გეგმებში შედის ჩემი ნამუშევრების საქართველოს ფარგლებს გარეთ  გატანა და რეალიზება, ასევე თბილისის მერიისთვის პროექტის შეთავაზება, რომელიც საშუალებას მომცემს მასიურად გავავრცელო სკვერებში ჩემი მინიატურული ბაღები

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: