მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ყოველი წელი მნიშვნელოვანი და წარმატებულია, 2025 წელი VR Holding-სთვის ერთ-ერთ გამორჩეულ პერიოდად ჩამოყალიბდა.
უფრო ფართო კონტექსტში თუ შევხედავთ, VR Holding 2010 წლიდან სტაბილურად აღწევს შთამბეჭდავ შედეგებს და არც 2025 წელი ყოფილა გამონაკლისი. წლის დასაწყისში, კომპანიას გააჩნდა მკაფიო ხედვა და ამბიციური მიზნები, რომელთა 97% წარმატებით განახორციელა. სწორედ ეს, კიდევ ერთხელ ადასტურებს VR Holding-ის სანდოობასა და გაცემული დაპირებების შესრულების უნარს.
2023 წლის ბოლოს დავიწყეთ ჩვენი მიმდინარე პროექტის - VR Shekvetili Forest Beach | By Paragraph-ის გაყიდვები, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება და ინტერესი გამოიწვია. 2025 წელს კი პროექტმა მნიშვნელოვანი რაოდენობის მყიდველი მოიზიდა და არსებითი წვლილი შეიტანა კომპანიის ზრდასა და ბაზარზე პოზიციების კიდევ უფრო მეტად გამყარებაში.
ამასთანავე, წარმატებით დავასრულეთ პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სივრცის - VR Signature Beach Club-ის მოწყობა, რომელმაც მნიშვნელოვნად გააძლიერა პროექტის ღირებულება.
2025 წელი მნიშვნელოვანი იყო ახალი მიმართულებებისა და პროექტების თვალსაზრისითაც. მიმდინარე წელს დავიწყეთ VR Krtsanisi Resort Residence-ის ახალი, უნიკალური პროექტის გაყიდვები, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს: VR Signature 5*-იანი სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს, სავაჭრო ცენტრს, გასართობ, სპორტულ და სარელაქსაციო ინფრასტრუქტურას. აღნიშნული, მნიშვნელოვანი წვლილია პრემიუმ საცხოვრებელი და საინვესტიციო გარემოს განვითარებაში.
გარდა ამისა, VR Holding-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა - დაიწყო ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის - VR Vake Sky Tower-ის წინასწარი გაყიდვები.
ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს და დიდი მოლოდინები გვაქვს, რომ 2026 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. VR Holding უკვე აქტიურად ემზადება მომავალი წლისთვის, რათა ღირსეულად გაუმკლავდეს ახალ გამოწვევებს.
რომელი პროექტები იყო ყველაზე წარმატებული და რა ფაქტორებმა განაპირობეს ეს წარმატება?
რთულია მხოლოდ ერთი პროექტის გამოყოფა, რადგან 2025 წელს VR Holding-ის პროექტებმა ერთდროულად აჩვენა მაღალი შედეგები.
VR Krtsanisi Resort Residence აქტიურად ვითარდებოდა და გამოირჩეოდა სტაბილური გაყიდვებით. პროექტის წარმატება განაპირობა მისმა მულტიფუნქციურმა კონცეფციამ, გამორჩეულმა ლოკაციამ და მაღალი ხარისხის საცხოვრებელმა სტანდარტებმა, რაც მიმზიდველი აღმოჩნდა როგორც საცხოვრებელი, ისე - საინვესტიციო თვალსაზრისით.
VR Shekvetili Forest Beach | By Paragraph გახდა პროექტი, რომელმაც ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. გაყიდვებზე დაფიქსირებული მაღალი მოთხოვნის გამო, დაიწყო სამი ახალი ბლოკის გაყიდვები, საიდანაც ერთი ბლოკი სულ რაღაც 2 თვეში სრულად გაიყიდა, ხოლო დანარჩენ ორ ბლოკში გაყიდვების მაჩვენებელი უკვე 55%-60%-ს აღწევს. პროექტის განსაკუთრებული წარმატება განპირობებულია უნიკალური კონცეფციით, ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიული ინტეგრაციით, საერთაშორისო ბრენდთან თანამშრომლობითა და მაღალი საინვესტიციო პოტენციალით.
VR Vake Sky Tower-მა კი წინასწარი გაყიდვების ეტაპზევე აჩვენა მაღალი ინტერესი ბაზრის მხრიდან.
საერთო ჯამში, აღნიშნული პროექტების წარმატება ადასტურებს VR Holding-ის სწორ სტრატეგიას, ბაზრის საჭიროებების ზუსტ გაანალიზებასა და მაღალი ხარისხის სტანდარტებზე ორიენტაციას.
2025 წლის ბოლოსთვის მიმდინარე პროექტები რამდენი პროცენტით არის შესრულებული და როგორია მათი დასრულების გეგმა-გრაფიკები?
დღევანდელი მდგომარეობით, VR Holding-ის მიმდინარე პროექტები განვითარების აქტიურ ფაზაში იმყოფება და დასრულების გეგმა-გრაფიკები მკაფიოდ არის განსაზღვრული.
VR Krtsanisi Resort Residence-ის ახალი მთავარი მულტიფუნქციური შენობის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი ჯდება დაგეგმილ ვადებში და დასრულდება 2028 წლის ბოლოს. ამ
VR Shekvetili Forest Beach | By Paragraph-ის ფარგლებში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარმატებით დასრულდა VR Signature Beach Club-ის მოწყობა 80-მეტრიანი ინფინიტი აუზით. სივრცის სრულფასოვანი გახსნა გაზაფხულის სეზონიდან არის დაგეგმილი. რაც შეეხება საცხოვრებელ და საინვესტიციო ბლოკებს, პროექტის სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს დათქმული ვადების შესაბამისად და პირველი ფაზა 2027 წლის დეკემბერში დასრულდება.
VR Vake Sky Tower-ის შემთხვევაში, პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, სამშენებლო სამუშაოები დაიწყება 2026 წელს, ხოლო პროექტის დასრულება 2030 წლისთვის იგეგმება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, რაც ქმნის მყარ საფუძველს მშენებლობის დაწყებისთვის.
საერთო ჯამში, VR Holding-ის ყველა მიმდინარე პროექტი ხორციელდება განსაზღვრული სტრატეგიისა და გეგმა-გრაფიკების შესაბამისად.
როგორ შეაფასებთ პროექტების კმაყოფილების დონეს მომხმარებლების თვალსაზრისით?
ჩვენთვის ყველაზე საამაყო სწორედ ჩვენს მაცხოვრებლებთან ჩამოყალიბებული ურთიერთობებია, რომელიც VR Holding-ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შენაძენად მიგვაჩნია. ამ ნდობას ნათლად ადასტურებს ის ფაქტი, რომ კომპანიის საერთო გაყიდვების დაახლოებით 40% word of mouth-ის გზით ხორციელდება - იმ რეკომენდაციების საფუძველზე, რომელსაც ჩვენი მაცხოვრებლები თავად გასცემენ.
ამასთანავე, საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც არსებული მაცხოვრებლები მეორე და მესამე ბინასაც იძენენ VR Holding-ის პროექტებში, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს კმაყოფილების მაღალ დონესა და კომპანიისადმი მყარ ნდობაზე.
მყიდველები ენდობიან VR Holding-ს, რადგან ხედავენ შესრულებულ დაპირებებს, ხარისხიან შედეგებსა და გამჭვირვალე პროცესებს პროექტის ყველა ეტაპზე. ეს ნდობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმითაც, რომ უკვე დასრულებულ პროექტებში ბინები სრულად არის რეალიზებული, ხოლო მიმდინარე პროექტები მუდმივად მაღალი ინტერესით სარგებლობს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი კმაყოფილი იყოს არა მხოლოდ შეძენის მომენტში, არამედ - ცხოვრების პროცესშიც. სწორედ ეს გრძელვადიანი ურთიერთობები და ურთიერთნდობა გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ VR Holding-ის პროექტები სრულად პასუხობს ბაზრის რეალურ მოლოდინებს და ქმნის მდგრად, გრძელვადიან ღირებულებას.
რამდენად მოახერხა კომპანიამ მაღალი სტანდარტების შენარჩუნება მშენებლობასა და ოპერაციებში?
VR Holding-მა წარმატებით მოახერხა მაღალი სტანდარტების შენარჩუნება როგორც მშენებლობის, ისე ოპერირების ყველა ეტაპზე. ამას განაპირობებს ხარისხის მკაცრი კონტროლის სისტემები, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული პროცესები და გამოცდილ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც თითოეულ პროექტს მაქსიმალური პასუხისმგებლობით მართავს. კომპანიისთვის პრიორიტეტულია არა მხოლოდ მშენებლობის ხარისხი, არამედ - შემდგომი ოპერირებაც, რაც უზრუნველყოფს პროექტების გრძელვადიან სანდოობასა და მომხმარებელთა ნდობის შენარჩუნებას.
როგორი იყო მოთხოვნა ბაზარზე და როგორ მოახერხა VR Holding-მ დიფერენცირებული პოზიციონირება კონკურენტებთან მიმართებაში?
VR Holding-ის ყველა მიმდინარე პროექტი წარმატებით ვითარდება და თითოეული მათგანი თავის სეგმენტში გამორჩეულ პოზიციას იკავებს.
დავიწყოთ VR Krtsanisi Resort Residence-ით - ეს არის თბილისში პირველი რესორტული ტიპის საცხოვრებელი პროექტი, რომელიც სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. პროექტი აერთიანებს მრავალფეროვან და უნიკალურ ინფრასტრუქტურას, მათ შორის ისეთ ინოვაციურ ელემენტებს, რომელთა ანალოგი ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს - მაგალითად: ქვიშის აუზი ზღვის ტალღების იმიტაციით, რომელიც მაცხოვრებლებისთვის სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას ქმნის.
პროექტის მთავარი უპირატესობები მოიცავს დაბალგანაშენიანებას, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებს, ინოვაციურ ინფრასტრუქტურას და იმ სერვისების ფართო სპექტრს, რომელსაც VR Holding მაცხოვრებლებს სთავაზობს. სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობამ განაპირობა ის, რომ უკვე აშენებულ შენობებში არცერთი ბინა არ არის დარჩენილი, რაც პროექტისადმი მაღალი ნდობისა და ინტერესის მკაფიო დასტურია.
მეორე მნიშვნელოვანი პროექტია VR Shekvetili Forest Beach | By Paragraph, რომელიც 40 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, სასტუმრო Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection-ის მომიჯნავედ, სანაპიროს პირველ ზოლში ხორციელდება. პროექტმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და დიდი პოპულარობა მოიპოვა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. მისი კონცეფცია ინოვაციურია და მოიცავს მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას, რეკრეაციულ ზონებს, კაფე-რესტორნებსა და საკუთარ სანაპირო ზოლს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტი არ იქნება მხოლოდ სეზონური - იგი აქტიურად იქნება დატვირთული წლის ნებისმიერ სეზონზე. პროექტის ფარგლებში იგეგმება ბალნეოლოგიური მიმართულებების განვითარება, მრავალფეროვანი გასართობი სივრცეებისა და საკუთარი იახტ კლუბის შექმნა, რაც მას კიდევ უფრო უნიკალურ და მიმზიდველ კომპლექსად აქცევს.
რა თქმა უნდა, VR Holding-ის ხარისხი ფართო აუდიტორიისთვის კარგად არის ცნობილი, თუმცა ვფიქრობთ, რომ ჩვენი მთავარი უპირატესობა მხოლოდ არქიტექტურასა და ინფრასტრუქტურაში არ მდგომარეობს. ჩვენ ვქმნით „community“-ს -სრულფასოვან საცხოვრებელ გარემოს, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი. მაცხოვრებლებს აქვთ შესაძლებლობა, ტერიტორიის დატოვების გარეშე მიიღონ ყველა საჭირო სერვისი და ცხოვრების ის სტილი, რომელიც მათ სურთ.
სწორედ ეს მიდგომა ქმნის VR Holding-ის უნიკალურ ხელწერას, რაც კომპანიას უძრავი ქონების სექტორში გამორჩეულ პოზიციას ანიჭებს.
გეგმავს თუ არა კომპანია 2026 წლისთვის ახალი პროექტების დაწყებას და რა ტიპის სეგმენტზე იქნება ფოკუსი?
VR Holding აქტიურად გეგმავს 2026 წელს ახალი პროექტების დაწყებას და კომპანიის სტრატეგიული ფოკუსი კვლავ მაღალი ხარისხის, მრავალფუნქციურ და გრძელვადიან ღირებულებაზე ორიენტირებულ სეგმენტებზე იქნება მიმართული.
უპირველესად, 2026 წელს ოფიციალურად დაიწყება VR Vake Sky Tower-ის პროექტის მშენებლობა, რომელიც საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.
VR Vake Sky Tower იქნება თანამედროვე, მრავალფუნქციური ცათამბჯენი, რომელიც გააერთიანებს საცხოვრებელ, კომერციულ და საინვესტიციო კომპონენტებს. პროექტის ლოკაცია, არქიტექტურული გადაწყვეტა და ფუნქციური მრავალფეროვნება მას ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ობიექტად აქცევს როგორც ადგილობრივ, ისე - საერთაშორისო ინვესტორებისთვის.
გარდა უკვე არსებული პროექტებისა, კომპანიას აქვს რამდენიმე მსხვილი მოლაპარაკება, რომლებიც ამ ეტაპზე კონფიდენციალურია და დეტალების გასაჯაროება ჯერ არ იგეგმება, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული ინიციატივები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და გაზრდის საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას საერთაშორისო დონეზე.
2026 წლისთვის VR Holding-ის ფოკუსი კვლავ მოიცავს:
- პრემიუმ და მაღალი კლასის საცხოვრებელ პროექტებს,
- რესორტულ და ტურისტულ კომპლექსებს, რომლებიც წლის ნებისმიერ სეზონზე იქნება დატვირთული,
- საინვესტიციო პროდუქტებს, საერთაშორისო სტანდარტებისა და პარტნიორობების ჩართულობით,
- მრავალფუნქციურ ურბანულ განვითარებებს, რომლებიც ქალაქის თანამედროვე საჭიროებებს პასუხობს.
კომპანიისთვის პრიორიტეტად რჩება არა მხოლოდ ახალი პროექტების რაოდენობა, არამედ - მათი ხარისხი. საერთო ჯამში, 2026 წელი VR Holding-სთვის იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც კომპანიას საშუალებას მისცემს კიდევ უფრო გააძლიეროს პოზიციები როგორც ადგილობრივ, ისე - საერთაშორისო ბაზრებზე და შეიტანოს მნიშვნელოვანი წვლილი ქვეყნის ურბანულ და ტურისტულ განვითარებაში.
რომელი კრიტერიუმებით ირჩევთ პროექტების ლოკაციას და მიმართულებებს?
VR Holding-ისთვის პროექტების ლოკაციისა და განვითარების მიმართულებების შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საფუძვლიანი პროცესია, რომელიც რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმის ერთობლიობას ეფუძნება.
უპირველესად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ლოკაციის სტრატეგიულ მნიშვნელობას, მის ხელმისაწვდომობას, სატრანსპორტო კავშირებს, გარემოსა და განვითარების პოტენციალს გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩეული ტერიტორია იყოს არა მხოლოდ დღეს მიმზიდველი, არამედ, მომავალშიც შეინარჩუნოს და გაზარდოს თავისი ღირებულება.
მეორე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ბაზრის დეტალური ანალიზი - თითოეული პროექტის დაწყებამდე ვსწავლობთ მოთხოვნას, მომხმარებლის ქცევას, საინვესტიციო ინტერესებსა და საერთაშორისო ტენდენციებს. სწორედ ამ ანალიზზე დაყრდნობით ვარჩევთ პროექტის ტიპს - იქნება ეს საცხოვრებელი, რესორტული, ტურისტული თუ მრავალფუნქციური კომპლექსი.
ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბუნებრივი და ურბანული გარემო. VR Holding განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, რომ პროექტი მაქსიმალურად ჰარმონიულად იყოს ინტეგრირებული არსებულ ლანდშაფტთან - იქნება ეს ზღვისპირა, მწვანე ზონა თუ ცენტრალური ურბანული ლოკაცია - თითოეული მიმართულება კონკრეტულ კონცეფციას და ცხოვრების სტილს ერგება.
გარდა ამისა, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობა. ლოკაცია უნდა გვაძლევდეს საშუალებას, შევქმნათ სრულფასოვანი სივრცე - საცხოვრებელი, რეკრეაციული, კომერციული და გასართობი ელემენტების
საბოლოოდ, VR Holding-ის პროექტების ლოკაციისა და მიმართულებების შერჩევა ეფუძნება კომპლექსურ ხედვას - სწორად შერჩეულ ლოკაციას, ბაზრის რეალურ მოთხოვნებს, ინფრასტრუქტურულ პოტენციალსა და იმ ცხოვრების სტილს, რომლის შექმნაც გვინდა. სწორედ ეს მიდგომა განაპირობებს, რომ კომპანიის თითოეული პროექტი უნიკალური, კონკურენტუნარიანი და გრძელვადიან წარმატებაზე ორიენტირებულია.
რა ტიპის ინოვაციებს ან ტექნოლოგიებს დანერგვას გეგმავთ 2026 წელს თქვენს პროექტებში?
2026 წელს VR Holding გეგმავს ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების კიდევ უფრო აქტიურ დანერგვას როგორც მიმდინარე, ისე ახალ პროექტებში. ჩვენი მთავარი მიზანია მაცხოვრებლების კომფორტის ზრდა, პროექტების ეფექტური მართვა და გრძელვადიანი, მდგრადი ღირებულების შექმნა.
ამ მიდგომის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია VR Vake Sky Tower-ის პროექტი, სადაც მთავარი ღირებულება სწორედ საერთაშორისო სტანდარტებისა და ინოვაციების დანერგვაა. პროექტში ჩართულნი არიან მსოფლიოს წამყვანი #1 საერთაშორისო კომპანიები, რაც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის არქიტექტურულ და საინჟინრო გადაწყვეტებს.
შენობის ერთ-ერთ მთავარ არქიტექტურულ განმასხვავებელ ღირებულებას წარმოადგენს მისი ფასადის კომპოზიციური და სტრუქტურული გადაწყვეტა.
შენობის მთლიან და ჰარმონიულ ხასიათს ქმნის ორმაგი ვენტილირებადი ფასადი, რომლის გამოყენებაც საქართველოს მასშტაბით ინოვაციურ ნაბიჯს წარმოადგენს. ფასადი შედგება შუშის ორი შრისგან, ხოლო მათ შორის არსებული მედიალური სივრცე ფუნქციონირებს როგორც ბუნებრივი ბარიერი ექსტრემალური ტემპერატურის, ქარისა და ხმაურის წინააღმდეგ. ამ მასშტაბის შენობებისთვის მსგავსი ენერგოეფექტური გადაწყვეტა ფაქტობრივად აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ რესურსების გადახარჯვა.
ესტეთიკური თვალსაზრისით, ფასადის ასეთი სტრუქტურა თავისი გეომეტრიით, ერთმანეთთან აკავშირებს შენობის ბაზასა და მაღალ ნაწილს, ინარჩუნებს არქიტექტურულ მთლიანობას და ქმნის თანამედროვე, მკაფიო იდენტობას.
დამატებით, აღსანიშნავია, რომ შენობის სახურავები სრულად გამწვანდება, რის შედეგადაც მივიღებთ თითქმის საპროექტო ნაკვეთის ზომის მწვანე ზედაპირებს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეკოლოგიურ კომპონენტს.
ორმაგი ვენტილირებადი ფასადის პროექტირებამდე ჩატარდა ყველა აუცილებელი კვლევა, მათ შორის ქარის დატვირთვებისა და კლიმატური ანალიზი, რომელიც განხორციელდა საერთაშორისო კომპანიის RWDI-ის მიერ. უშუალოდ ფასადის საინჟინრო პროექტს კი მსოფლიოში წამყვანი, #1 საერთაშორისო საინჟინრო კომპანია Werner Sobek შეასრულებს. მსგავსი ტიპის ფასადური გადაწყვეტილებები გამოყენებულია ისეთ მნიშვნელოვან და ცნობილ პროექტებში, როგორიცაა The Shard (ლონდონში) და Marunouchi Tokio Marine (ტოკიოში).
საერთო ჯამში, 2026 წელს, VR Holding-ის ინოვაციური მიდგომა არ იქნება მხოლოდ ტექნოლოგიების დემონსტრირება - ის მიმართული იქნება პრაქტიკული, რეალური ღირებულების შექმნაზე მომხმარებლისთვის, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს კომპანიის პროექტების კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
როგორი პროგნოზები აქვს VR Holding-ს 2026 წელს დეველოპერული ბაზრის განვითარებასთან და მის პერსპექტივებთან დაკავშირებით?
VR Holding 2026 წლის დეველოპერულ ბაზარს აფასებს როგორც ზრდის, სტაბილურობისა და ხარისხზე ორიენტაციის ეტაპს. ჩვენი ხედვით, ბაზარი უფრო მეტად გადადის რაოდენობიდან ხარისხზე - მომხმარებელი და ინვესტორი სულ უფრო დიდ ყურადღებას აქცევს ლოკაციას, კონცეფციას, ინფრასტრუქტურას, მომსახურებასა და გრძელვადიან ღირებულებას.
განსაკუთრებით მზარდია პრემიუმ საცხოვრებელი, რესორტული და მრავალფუნქციური პროექტების მიმართ ინტერესი, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მყიდველების მხრიდან. ტურიზმის განვითარება, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდა და ინფრასტრუქტურული პროგრესი ქმნის მყარ საფუძველს ბაზრის შემდგომი გაძლიერებისთვის.
VR Holding თავს ხედავს ძლიერ პოზიციაში და მზად არის, აქტიურად გამოიყენოს ბაზრის ახალი შესაძლებლობები.






