რომეო მიქაუტაძე - ენერგოეფექტური შენობის გათბობისა თუ გაგრილებისთვის დაახლოებით 40 %-ით ნაკლები ენერგია იხარჯება | Property Georgia

რომეო მიქაუტაძე - ენერგოეფექტური შენობის გათბობისა თუ გაგრილებისთვის დაახლოებით 40 %-ით ნაკლები ენერგია იხარჯება

„ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ამოქმედება დადებითად აისახება როგორც გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირების, ასევე სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. ენერგოეფექტური შენობა დიდხანს ინარჩუნებს ტემპერატურას და მისი გათბობისა თუ გაგრილებისთვის, დაახლოებით 40 %-ით ნაკლები ენერგია იხარჯება. შესაბამისად, ზამთარში გათბობასთან და ზაფხულში გაგრილებასთან დაკავშირებული ხარჯები მნიშვნელოვნად მცირდება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ სამშენებლო და დეველოპერული კომპანიებისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

მინისტრის პირველმა მოადგილემ  პრეზენტაცია გააკეთა ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნებისა და მათი შესრულების პროცედურების შესახებ, რომლის შემდეგაც შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. ბიზნესის შეკითხვებს ასევე უპასუხეს თბილისის მერიის, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Gopa-intec-ისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა.

2023 წლის 1 ივლისიდან საქართველოში შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები ამოქმედდება, რომელთა დამადასტურებელი დეკლარაციის წარდგენის გარეშე პროექტი სამშენებლო ნებართვას ვერ მიიღებს. დეკლარაციის წარმოებას პროექტის ავტორები ონლაინ - პლატფორმის მეშვეობით შეძლებენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ფარგლებში ატარებს ტრენინგებს მშენებლობის დამპროექტებლებისთვის, რათა მათ დეკლარაციის წარმოება გაუმარტივდეთ. ტრენინგის ფარგლებში უკვე გადამზადდა 300 არქიტექტორამდე, უახლოეს მომავალში კი აღნიშნულ ტრენინგს ჯამში 3,500 - მდე სპეციალისტი გაივლის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის” ფარგლებში, ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მხარდაჭერით და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Gopa-intec-თან თანამშრომლობით უზრუნველყოფს ენერგეტიკული კანონმდებლობის შემუშავებას განახლებადი ენერგიების, ენერგეტიკული ბაზრისა და ენერგოეფექტურობის კუთხით..

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: