საინჟინრო კომპანია იმპოსტი მეპმა აჭარის რეგიონში, ქალაქ ბათუმში წარმომადგენლობა გახსნა | Property Georgia

საინჟინრო კომპანია იმპოსტი მეპმა აჭარის რეგიონში, ქალაქ ბათუმში წარმომადგენლობა გახსნა

საინჟინრო კომპანია იმპოსტი მეპ ქართულ ბაზარზე რამდენიმე წელია ოპერირებს და მომხმარებელს სრულ საინჟინრო სერვისს სთავაზობს. სახანძრო უსაფრთხოების სისტემების, გათბობა-გაგრილება, ვენტილაციის, წყალკანალიზაციის, ელექტროობა და სუსტი დენების მიმართულებით კომპანია როგორც საპროექტო, ასევე სამონტაჟო სამუშაოებს ახორციელებს.

იმპოსტი მეპ  სამუშაოების შესრულებას საქართველოს მასშტაბით უზრუველყოფს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კომპანიამ უკვე აჭარის რეგიონში, ბათუმში, წარმომადგენლობა გახსნა, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სულხან ხალვაში უხელმძღვანელებს.  ,,აჭარაში დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების მხრიდან სწრაფად იზრდება მოთხოვნა საინჟინრო სისტემებზე. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო ამ რეგიონში უფრო აგვემაღლა კომპანიიის ცნობადობა. ჩვენი მთავარი მიზანი, აჭარის რეგიონში საინჟირნო მიმართულებით ინოვაციების დანერგვა და ბაზრისათვის მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მიწოდებაა’’ - აცხადებს აჭარის რეგიონალური განვითარების დირექტორი.

დღეისათვის ორგანიზაცია საქართველოში წამყვან არაერთ დეველოპერულ თუ სამშენებლო კომპანიასთან თანამშრომლობს. არქი, მ2,  ტერასა ჯგუფი, კრწანისი ვილა რეზიდენსი, აპარტ დეველოპმენტი, გრადა, ნექსთ ჯგუფი და სხვა ათეული წარმატებული კომპანია, სამუშაოებს იმპოსტი მეპს ანდობს.

იმპოსტი მეპ ორი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია და დასახელებულია წლის ლიდერ საინჟინრო კომპანიად.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: