საქართველოს უძრავი ქონების გამოფენა G.R.E.E. | Property Georgia

საქართველოს უძრავი ქონების გამოფენა G.R.E.E.

20-22 მაისს ExpoGeorgia-ში, უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო კვირეული გაიმართება. ღონისძიება ExpoGeorgia-ს, Property Georgia-, FIABCI-Georgia- და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის (GNARE) თანაორგანიზებით 20 მაისს დაიწყება. კვირეული ერთ სივრცეში სამ მასშტაბურ ღონისძიებას გააერთიანებს:

  • მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build, რომელსაც ექსპოჯორჯია უკვე 26 წელია უწევს ორგანიზებას.
  • საქართველოს უძრავი ქონების გამოფენას, რომელიც მიმდინარე კომერციულ, საცხოვრებელ თუ საოფისე ფართებსა და პროექტებს ერთ სივრცეში მოუყრის თავს.
  • უძრავი ქონების ფორუმს, რომელმაც გასულ წელს უკვე არერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო დეველოპერულ კომპანიას შორის წაახალისა პარტნიორული ურთიერთობები.

 

წლევანდელი გამოფენა საინტერესოა როგორც ბიზნეს სექტორისთვის ასევე საცალო დამთვალიერებლისთვის.

სამი დღის განმავლობაში ველოდებით  ყველას ვინც დაინტერესებულია ბინის თუ კომერციული ფართის შესყიდვით.

ღონისძიება ერთ სივრცეში შეკრებს სექტორის მთავარ მოთამაშეებს: ინვესტორებს, დეველოპერებს, ბროკერებს, საკონსულტაციო კომპანიებს და ხელს შეუწყობს დაინტერესებულ მხარეებს როგორც საინტერესო სამშენებლო, თუ დეველოპერული პროექტების, ასევე პოტენციური ბიზნეს პარტნიორების მოძიებაში.

კვირეულის ფარგლებში, აგრეთვე მოეწყობა უძრავი ქონების საინვესტიციო ტურები, ჩატარდება ტრეინინგები და სხვა დარგობრივი შეხვედრები.

მონაწილე კომპანიების რეგისტრაცია მალე სრულდება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: www.rew.ge

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: