თანამედროვე კომპლექსი ზღვისა და მთის ხედით - ბათუმში "მეტროპოლ პარალელის" გაყიდვები იწყება | Property Georgia

თანამედროვე კომპლექსი ზღვისა და მთის ხედით - ბათუმში "მეტროპოლ პარალელის" გაყიდვები იწყება

  • ცხოვრების ახალი გამოცდილება ქალაქის შუაგულში - პროექტი „პარალელი“ „მეტროპოლის“ პირველი საცხოვრებელი კომპლექსია ბათუმში
  • გადახდის პირობები სრულად მომხმარებელზეა მორგებული და ისინი ბინის შეძენას სპეციალური შეთავაზებით შეძლებენ

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც სიმყუდროვით გამოირჩევა, თუმცა ამავე დროს ურბანულად დატვირთულ ადგილას მდებარეობს, - „მეტროპოლ პარალელი“, - ბათუმის საერთაშორისო მოედნის მიმდებარედ, აბუსერიძის ქუჩაზე შენდება. კომპლექსი ორ 33 და 35-სართულიან კორპუსს აერთიანებს. A და B ბლოკები აჭარის მთისა და ზღვის ხედებით ერთმანეთის პარალელურად განთავსდება. დეველოპერულმა კომპანიამ წინასწარი გაყიდვები უკვე დაიწყო. ბინის შეძენა სასურველი ფართით ამჟამად „პარალელის“ B ბლოკშია შესაძლებელი.

www.propertygeorgia.ge

მამუკა იმედაშვილი, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: „ბათუმი მნიშვნელოვანი ქალაქია „მეტროპოლისთვის“. „მეტროპოლ კუბისა“ და „მეტროპოლ ოვალის“ შემდეგ, სადაც 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო განთავსდება, ზღვისპირა ქალაქში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ვიწყებთ. ეს არის „მეტროპოლ პარალელი“ თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და კომფორტული ცხოვრებისათვის ყველა აუცილებელი პირობით.

მრავალსართულიანი კორპუსები „მეტროპოლის“ ხარისხით, ხელსაყრელი მდებარეობითა და უნიკალური ხედებით იქნება გამორჩეული. გვაქვს ამბიცია, ჩვენს პოტენციურ მობინადრეებს ქალაქის შუაგულში ცხოვრების ახალი გამოცდილება შევთავაზოთ, რომელიც მათ ჩანაფიქრს მთლიანად დაემთხვევა.

გადახდის პირობები მომხმარებლის ინტერესებს მოვარგეთ და წინასწარი გაყიდვები უკვე დავიწყეთ. მშენებლობა 2027 წელს დასრულდება და მესაკუთრეებს ჩავაბარებთ ბინას, რომელიც ჩაიფიქრეს“.

განახლებული გმირთა ხეივნის მიმდებარედ, აბუსერიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კომპლექსი რამდენიმე წუთის სავალზეა იმ ობიექტებიდან, რომლებიც ქალაქის მცხოვრებლებისათვის მნიშვნელოვანია. მათ შორის არის სკოლა და საბავშვო ბაღი, იუსტიციის სახლი, სავაჭრო ცენტრები, საერთაშორისო მოედანი და რა თქმა უნდა, მსურველებს უკვე შეუძლიათ, შეიძინონ ბინა ამ განსაკუთრებული მდებარეობით.

propertygeorgia.ge

წინასწარი გაყიდვების დაწყებასთან დაკავშირებით, ნოემბრის ბოლომდე ნებისმიერი ფართის აპარტამენტი 8%-მდე ფასდაკლებით გაიყიდება. მომხმარებელზეა მორგებული გადახდის შემდგომი პირობებიც.

ჯამში, 474 აპარტამენტი „მეტროპოლ პარალელის“ ორ მრავალსართულიან კორპუსში გადანაწილდება. საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ მომხმარებელი თავად აირჩევს სასურველი ტიპის ბინას, იქნება ეს ერთსაძინებლიანი სტუდიო თუ პენტჰაუზი. მინიმალური ფართი - 32.5 m2, ხოლო მაქსიმალური 184.3 m2-ია.

propertygeorgia.ge

„მეტროპოლის“ სხვა პროექტების მსგავსად, „პარალელის“ შემთხვევაშიც  კომპლექსი ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენდება. გენერალური გეგმით გათვალისწინებულია ენერგოეფექტურობის კომპონენტი, რაც ტენიანობას მაქსიმალურად ამცირებს და ბათუმის კლიმატის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ტენიანობის შესამცირებლად საგანგებოდ შეირჩა ადგილმდებარეობაც, „პარალელის“ კორპუსებს მდებარეობა გამოარჩევს, საიდანაც მზის ამოსვლა ჩანს.

ინტერიერში კი თანამედროვე ცხოვრების უმაღლესი სტანდარტის დასაკმაყოფილებლად ყველა დეტალი გათვალისწინებულია. ამასთანავე, შენობები აღჭურვილი იქნება ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით. მობინადრეები კონსიერჟის 24-საათიანი მომსახურებით ისარგებლებენ.

მშენებლობის ვადები სამ წელიწადზეა გაწერილი. 2027 წელს მესაკუთრეები ბინას შავი კარკასის მდგომარეობით მიიღებენ, რომელიც დომოფონიან მთავარ შესასვლელ კარსა და კარ-ფანჯრებს ითვალისწინებს. ასევე ფილებით იქნება მოპირკეთებული აივანი, საიდანაც საფეხბურთო მოედნის, ქალაქის, ზღვისა და აჭარის მთების ულამაზესი ხედები გადაიშლება.

ამჟამად კომპანია „მეტროპოლს“ თბილისსა და ბათუმში ჯამში 6 მიმდინარე პროექტი აქვს.

 

„მეტროპოლის“ შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ექვს პროექტს ახორციელებს. თბილისში სამი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგების“, „მეტროპოლ ქავთარაძისა“ და „მეტროპოლ ორთაჭალას“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყო ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.

„მეტროპოლის“ მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. დეველოპერული კომპანია 2000-ამდე დასაქმებულს აერთიანებს და მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1,050,000,000 ლარია.
 

წყარო: bp.ge

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: