უძრავი ქონების განვითარების კომპანია"სიმეტრია" საქართველოს უძრავი ქონების კვირეულის შესახებ" | Property Georgia

უძრავი ქონების განვითარების კომპანია"სიმეტრია" საქართველოს უძრავი ქონების კვირეულის შესახებ"

Property Georgia ესაუბრა „სიმეტრიას“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, დავით ბუაძეს, მან გაგვიზიარა შთაბეჭდილებები ექსპო ჯორჯიას " საქართველოს უძრავი ქონების კვირეულის" შესახებ.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა, ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა, თუმცა ყოველი ახალი ღონისძიება გვაძლევს საშუალებას, კიდევ ერთი ახალი სიტყვა ვთქვათ და მომხმარებლამდე მაქსიმალურად მივიტანოთ ინფორმაცია კომპანიის სიახლეების შესახებ.

გამოფენის ფარგლებში დამთვალიერებლებს გავაცანით ჩვენი წარმატებით დასრულებული პროექტები. ასევე დავაანონსეთ გამორჩეული შეთავაზება, რომელიც „სიმეტრია პარკის მომავალი მობინადრეებისთვის მზადდება. დეტალური ინფორმაცია იხილეთ „ლინკზე“.

პროექტის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო უცხოელი რეალტორების მხრიდან, B2B შეხვედრების ფარგლებში დავამყარეთ კონტაქტები უცხოელ ბროკერებთან, ჩვენს სამიზნე ქვეყნებში.

ExpoGeorgia-ს ორგანიზებით უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო კვირეულის - Real Estate Week - REW ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა FIABCI –Georgia-ს ორგანიზებული პანელური დისკუსიები, რომლის გამომსვლელებმაც ზუსტად აღწერეს ბაზარზე არსებული ვითარება და შეფასდა პერსპექტივები.

მიგვაჩნია, რომ ამ ტიპის ღონისძიებები სფეროს განვითარებისთვის აუცილებელია და წარმატებებს ვუსურვებთ ორგანიზატორებს მომავალ აქტივობებში. 

 

 

   

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: