“გუმბათი ჰოლდინგის” ყველაზე მასშტაბური საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტი ,,ვაკე რეზიდენსი" | Property Georgia

“გუმბათი ჰოლდინგის” ყველაზე მასშტაბური საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტი ,,ვაკე რეზიდენსი"

"გუმბათი ჰოლდინგი" საქართველოს ბაზარზე უკვე 8 წელია საქმიანობს და ამ ხნის მანძილზე მის პორტფელში 4 წარმატებით დასრულებული პროექტი და სამი მიმდინარე მშენებლობაა. ბოლო პერიოდში "გუმბათი ჰოლდინგი" განსაკუთრებით გააქტიურდა, რაც მათ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ და საპასუხისმგებლო პროექტს,ვაკე რეზიდენსს" უკავშირდება, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც 30 მილიონ დოლარზე მეტია.

 ,,ვაკე რეზიდენსისმშენებლობას აწარმოებს სამშენებლო კომპანია ,,გუმბათი ჯგუფი“, რომელსაც აღნიშნულ სფეროში წარმატებული საქმიანობის 24 წლიანი ისტორია აქვს.

"ვაკე რეზიდენსი" წარმოადგენს პრემიუმ კლასის მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომლის განაშენიანება მიმდინარეობს 1 ჰექტარზე მეტ მიწის ნაკვეთზე, ჯამში უნდა აშენდეს 100 000 კვადრატული მეტრი, რომელშიც შედის როგორც კომერციული ფართები, ასევე საოფისე სივრცეები და რა თქმა უნდა, საცხოვრებელი ბინები. პროექტი გამორჩეულია თანამედროვე არქიტექტურითა და დიზაინით, რაც პირველ რიგში, კორპუსისთვის დამახასიათებელი არასტანდარტული სარეკრეაციო სივრცით, სართულებს შორის არსებული საერთო მოხმარების 6 მეტრიანი ღია ტერასებითაა გამოხატული. შესაბამისად, კომპლექსის მობინადრეებს საშუალება აქვთ დაისვენონ და განიტვირთონ მჭიდროდ დასახლებულ უბანში, შენობის მე-10, მე-11- სართულებზეც კი,  საიდანაც ხედი იშლება ერთის მხრივ ვაკის ცენტრალური ნაწილისკენ, მეორეს მხრივ კი პანორამული ხედი მზიურის პარკისკენ. აღნიშნული სივრცე ჯამში 4 000 კვ.- მოიცავს, სადაც მოეწყობა მოსასვენებელი და გასართობი კუთხეები, სარბენი ბილიკი და სხვა ინფრასტრუქტურა, რაც საჭიროა რომ ადამიანმა თავი მაქსიმალურად ბუნებრივ გარემოში იგრძნოს, მჭიდროდ დასახლებული უბნის კორპუსის მაღალ სართულზეც კი.  გარდა სართულებს შორის არსებული ტერასებისა, შენობის ბოლო სართულზე მობინადრეებს საშუალება ექნებათ ჰქონდეთ პირადი მოხმარების ეზო-ტერასები, რაც საერთო ჯამში ქმნის საკუთარ სახლში ცხოვრების განცდას.

გარდა არასტანდარტული სარეკრეაციო სივრცეებისა, კომპლექსი მოიცავს 3 000კვ. დახურულ გამწვანებულ ეზოს, ასევე 600 მანქანამდე გათვლილ 3 დონიან ავტოსადგომს.

პროექტი სრულად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნების უმრავლესობას, რაც დღეისთვის აქტუალურია საზოგადოებაში, შესაბამისად ,,ვაკე რეზიდენსისძირითად სეგმენტს ის ადამიანები წარმოადგენენ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ხარისხი, კომფორტი და დრო. ადამიანები, რომელთაც სურთ იცხოვრონ ცენტრალურ უბნებში და ასევე ერთ სივრცეში მიიღონ ყველა საჭირო, მათთვის მნიშვნელოვანი მომსახურება, სწორედ ამიტომ, უპირატესობას მრავალფუნქციურ კომპლექსებს ანიჭებენ.

აღსანიშნავია, რომ ამ მომხმარებლების ძალიან დიდი წილი ,,ვაკე რეზიდენსშიბინის შეძენას როგორც მომგებიან ინვესტიციას ისე განიხილავენ,  ვინაიდან უძრავ ქონებაზე და განსაკუთრებით კი, მრავალფუნქციურ კომპლექსებზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება - მყიდველებმა იციან რომ აქ  ბინის შეძენის შემთხვევაში, თუნდაც 1 წლის შემდეგ და მით უფრო, კომპლექსის დასრულებისას, მას გაცილებით მაღალი ღირებულება ექნება.

გარდა ამისა, პროექტს მოემსახურება მენეჯმენტ კომპანია, რომელიც ასევე დამატებითი უპირატესობაა მათთვის, ვინც მომავალში ბინის გაქირავებას გეგმას.

ვაკე რეზიდენსისმთავარი უპირატესობა,  რაც მას გამოარჩევს, როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ მისი მასშტაბურობა და მსგავსი დასახლებული ტერიტორიისთვის უჩვეულოდ მრავალფეროვანი სარეკრეაციო სივრცეებია. ასევე საუკეთესო ადგილმდებარეობა, რაც გამოხატულია მთავარ ბიზნეს, საზოგადოებრივ და კომერციულ სივრცეებთან სიახლოვით.

ამ მომენტისთვის, პროექტის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, მიუხედავად კომპლექსის მასშტაბურობისა, სამშენებლო ნაწილი 2025 წლის დეკემბერში დასრულდება.

სამომავლო გეგმებში მობინადრეებისთვის დამატებითი ღირებულებების შექმნა და მათთვის საჭირო სერვისების მიწოდებაა, ამიტომ მშენებლობის დასრულებამდე წინასწარ განისაზღვრება მობინადრეების საჭიროებები ბინების რემონტისა და კეთილმოწყობის კუთხით, შედგება მოლაპარაკებები სხვადასხვა სამშენებლო მასალებისა და ავეჯის მომწოდებელ კომპანიებთან. პროექტის დახმარებით ,,ვაკე რეზიდენსისმობინადრეებს საშუალება ექნებათ სპეციალური ფასები მიიღონ სარემონტო მასალებსა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებზე, რაც ისევ და ისევ მათ კომფორტულ ცხოვრებასა თუ წარმატებულ ინვესტირების პროცესს უზრუნველყოფს.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: