იქნება თუ არა საქართველოს უძრავი ქონება 2022 წლის აღმოჩენა საერთაშორისო ბაზრებზე? | Property Georgia

იქნება თუ არა საქართველოს უძრავი ქონება 2022 წლის აღმოჩენა საერთაშორისო ბაზრებზე?

ეს დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. დავიწყოთ იმით, რომ როცა რაღაც სრულდება, აუცილებლად იქმნება ახალი. როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტები პროგნოზირებენ, 2022 წელი კოვიდ პანდემიასთან დამშვიდობების წელია, რაც ნორმალურ, პრე-პანდემიურ  ცხოვრებასთან დაბრუნებას ნიშნავს ახალი რეალობით. ინვესტორები განახლებული სტარტეგიით უყურებენ ქვეყნებს, აფასებენ, თუ რომელი ბაზრები როგორ ადაპტირდნენ სიახლეებთან და ეძებენ პოსტ-პანდემიურ აღმოჩენებს. სად არის საქართველო?

საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, რომ უძრავი ქონების სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მედეგი აღმოჩნდა პანდემიის წინააღმდეგ და ეს ცხადია საქართველოს მაგალითზეც.ადგილობრივი დეველოპერული სექტორი ბოლო ორი წლის განმავლობაში ოპტიმიზმს ინარჩუნებდა და განაგრძობდა საქმიანობას ,,ახალი ნორმალურით“  შეცვლილი თამაშის წესებით, უფრო მეტიც, ბევრმა მათგანმა პანდემიის პირობებში ახალი პროექტებიც დაიწყო. ფასები ბაზარზე მეტნაკლებად შენარჩუნდა, გარკვეულ პროექტებში კი,  როგორებიცაა დედაქალაქთან ახლოს განვითარებული ე.წ კერძო სახლებით დაკომპლექტებული უბნები, უძრავი ქონება გაძვირდა. ფასის მატება დაფიქსირდა საერთაშორისო ბრენდების ქვეშ ოპერირებულ მულტიფუნქციურ კომპლექსებშიც, რომლებიც ძირითადად საქართველოს ზღვისპირა ტურისტულ ზონებში შენდება. კერძო სექტორის მიერ გადადგმულმა სწორმა ნაბიჯებმა და სახელმწიფოს მიერ დაწესებულმა ინსენტივებმა ბიზნესის დასახმარებლად, როგორიც იყო პანდემიის პირველ წელს უძრავი ქონების სექტორისთვის იპოთეკური სესხების სუბსიდირება,  მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სფეროს სტაბილიზაციაში.

საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკის, ,,გალტ ანდ თაგარტის“ ანალიტიკოსის, კახაბერ სამყურაშვილის თქმით, 2021 წელი კვლავ საკმაოდ რთული იყო უძრავი ქონების ბაზრისთვის. თავდაპირველად იყო იმის მოლოდინი, რომ იპოთეკური სესხის სუბსიდიის დასრულების შემდგომ, ბაზარს გაუჭირდებოდა. თუმცა, რეალობა მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდა: ,,შეიძლება ითქვას, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი თითქმის გაუტოლდა პანდემიამდელ ნიშნულს. სასიკეთო ძვრები იყო კომერციული უძრავი ქონების ბაზარზეც, თუმცა, კვლავ რთული აღმოჩნდა რეალობა საცალო მოვაჭრეებისთვის და შესაბამისად, ქუჩის უძრავი ქონების ობიექტებისთვის. არსებობს მოლოდინი რომ ტურიზმის გამოცოცხლებასთან ერთად, კომერციული უძრავი ქონების ბაზარიც დაიწყებს აღდგენას და თანდათანობით დაუბრუნდება პანდემიამდე ნიშნულს. ზოგადად, მოლოდინები უძრავი ქონების ბაზარზე 2022 წლისთვის საკმაოდ პოზიტიურია და მოსალოდნელია რომ ეკონომიკის აღდგენა და ტურიზმის სექტორის გამოცოცხლება დადებით გავლენას მოახდენს უძრავი ქონების ბაზარზეც.“

,,გალტ ანდ თაგარტის“ პოზიტიურ მოსაზრებას იზიარებენ სექტორის მთავარ საინვესტიციო-ჰაბ ორგანიზაციებში- Property Georgia-ში და FIABCI-Georgia-ში (უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის, FIABCI, ეროვნული წარმომადგენლობა).

როგორც Property Georgia-ს მმართველი პარტნიორი და FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტი ლიკა ქარდავა ამბობს, აღნიშნული ორგანიზაციები 2022 წლიდანაც აქტიურად განაგრძობენ უძრავი ქონების სექტორის მხარდაჭერას პარტნიორ კომპანიებთან და წევრებთან ერთად: ,,მთავარი სამიზნე  ინვესტიციების მოზიდვის სტიმულირება, სექტორში მოღვაწე კომპანიების ცნობადობის ამაღლება, საუკეთესო საერთაშორისო  სამშენებლო-დეველოპერული პრაქტიკების /ცოდნის გაზიარება და ბიზნეს კონტაქტების ხელშეწყობა იქნება.“

2022 წელს, სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, დაგეგმილია უმნიშვნელოვანესი აქტივობები და სექტორული ღონისძიებები. FIABCI Prix d’ Excellence-ის დაჯილდოების 30-წლიან ისტორიაში ქართული ფურცელიც იშლება. საქართველო რეგიონში პირველად უმასპინძლებს უძრავი ქონების პროექტების ეროვნულ დაჯილდოებას – FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards, რომელიც „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გაიმართება. დეველოპერული კომპანიები შეძლებენ მიიღონ მონაწილეობა, გაიმარჯვონ ეროვნულ დონეზე, გაზარდონ ცნობადობა საერთაშორისო სამიზნე აუდიტორიის წინაშე და წარსდგნენ მსოფლიო დაჯილდოებაზე. გამარჯვებული კომპანიების სია გამოქვეყნდება ჟურნალ FORBES Georgia-ს სპეციალურ რუბრიკაში

FIABCI–Georgia Prix d’ Excellence Awards-ის მთავარი მიზანი საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის პოპულარიზაციაა საერთაშორისო ასპარეზზე. პროექტების დაჯილდოების გალა-ღონისძიება ნაწილია უძრავი ქონების საერთშორისო კვირეულის, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად Expo Georgia-ს ტერიტორიაზე ჩატარდება. მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან ერთ სივრცეში უძრავი ქონების სექტორის წამყვანი მოთამაშეები შეიკრიბებიან საქართველოში. დაგეგმილია საინვესტიციო ფორუმი და დეველოპერული პროექტების ტურები.

,,დაჯილდოების ფარგლებში  გვსურს  გამოვავლინოთ მდგრადი და მედეგი პროექტები და შენობები, ასევე, ის ადამიანები, რომლებიც არ იშურებენ ძალისხმევას განაშენიანებული გარემოს ეკოლოგიური ნაკვალევის შემცირების მიმართულებით. რეალურად, ეს ჯილდო კომპანიების სამომავლო წარმატების წინაპირობა და  ეკონომიკის გაძლიერებაა,” განაცხადა ლიკა ქარდავამ.

Property Georgia-ს მმართველი პარტნიორის და FIABCI-Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის, ქეთი ტაბატაძის შეფასებით, 2022 წელი სექტორის აღდგენის, ე.წ ,,რექავერი“ წელი იქნება, საქართველოში კი ამის ერთ-ერთი მთავარი აქტივობა უძრავი ქონების პროექტების პირველი ეროვნული დაჯილდოებაა, FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards, რომელიც „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გაიმართება. აღნიშნული კვირეული პარტნიორ ორგანიზაციებთან, Expo-Georgia-სთან და ,,საქართველოს უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციასთან“ (GNARE) ერთად, გაზაფხულზე ჩატარდება: ,,ეს იქნება უნიკალური საშუალება, რომ საერთაშორისო ინვესტორები და ბროკერები ჩვენსავე დედაქალაქში გაეცნონ ქართულ პროექტებს. ამასთან, მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიებების ლოკალურად ჩატარება ქვეყნის, როგორც საინვესტიციო დესტინაციის, პოპულარობის ზრდას უწყობს ხელს.“

Property Georgia, რომელიც მუდმივად ჩართულია სექტორული საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებაში, თანმიმდევრულად ავითარებს ახალ მიმართულებებს. 2019 წელს კომპანიამ გლობალური ზრდა დაანონსა და FIABCI-Georgia დაარსა წევრ-კომპანიებთან ერთად, 2020 წელი ონლაინ შესაძლებლობების აღმოჩენის და ადაპტირების წელი იყო, 2021-ში კი ახალი ხედვა ჩამოყალიბდა-უძრავი ქონების პროექტების საინვესტიციო ჰაბი, რომელიც უკვე 2022-ში განხორციელდება და აქტიურად განვითარდება!

უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ეროვნული წარმომადგენლობისთვის კი 2021 წელს ახალი წევრების დამატება იმის მანიშნებელია, რომ ქართულ  დეველოპერულ კომპანიებს, რომლებიც რამდენიმე წლის წინ საკუთარი ძალებით მართავდნენ საერთაშორისო მარკეტინგულ და გაყიდვების კამპანიას, ძლიერი და სანდო პარტნიორი ჭირდებათ ახალ ბაზრებზე. FIABCI-Georgia-ს მხოლოდ 2021 წელს 6 ახალი წევრი შეემატა და ასოციაცია დღეს უკვე ადგილობრივი უძრავი ქონების სექტორის 30-ზე მეტი მთავარი მოთამაშისგან შედგება.

FIABCI-Georgia-ს მიზანია საქართველომ განიმტკიცოს პოზიციონირება მსოფლიო უძრავი ქონების რუკაზე, როგორც ინვესტორებისთვის მიმზედველმა ახალმა დესტინაციამ. ამ მიზნით FIABCI-Georgia ერთვება არაერთ საერთაშორისო ღონისძიებაში, მათ შორის არის მსოფლიო უძრავი ქონების N1 გამოფენა, MIPIM 2022, რომელოც 15-18 მარტს საგრანგეთის ქალაქ კანში გაიმართება.

ჩვენი წლის შემაჯამებელი რეპორტის სათაურზე საპასუხოდ, იქნება თუ არა საქართველოს უძრავი ქონება 2022 წლის აღმოჩენა საერთაშორისო ბაზრებზე, 3 მთავარი ამოცანა შეგვიძლია დავასახელოთ: პირველი-ქართული დეველოპერული კომპანიების საერთაშორისო გამოფენებში და ფორუმებში მონაწილეობა ერთიანი ეროვნული ქოლგის ქვეშ, საქართველოს სახელით, მეორე-ადგილობრივ მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებებში ჩართულობა და მესამე, მაგრამ არა ნაკლებად მნიშვნელოვანი-ინტენსიური მუშაობა საქართველოს უძრავი ქონების სექტორის განახლებულ მარკეტინგულ სტრატეგიაზე.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: