York Holding Group-ის გლობალური მასშტაბით ტრანსფორმაცია | Property Georgia

York Holding Group-ის გლობალური მასშტაბით ტრანსფორმაცია

საინვესტიციო-დეველოპერულმა კომპანია York Holding Group-მა ახალი პროექტი, Lisi Perspective (ლისი პერსპექტივა) წარადგინა და კომპანიის საერთაშორისო სტანდარტებით ტრანსფორმაცია დაიწყო.

ლისი პერსპექტივა საერთაშორისო დეველოპერული კომპანია York Towers-ის (იორკ თაუერსის) ახალი პროექტია.  ეს არის თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც დაფუძნებულია ეკო მეგობრული განვითარების პრინციპებზე წყნარ და დაცულ დასახლებაშია და აკმაყოფილებს ურბანიზაციის ყველა მოთხოვნას. კომპლექსი მოიცავს პრემიუმ კლასის ვილებს, საიდანაც იშლება უნიკალური ხედი თბილისზე.

York Towers არის York Holding Group-ში შემავალი კომპანია, რომელიც 2016 წლიდან არსებობს და, საქართველოს გარდა 6 ქვეყანაში ოპერირებს. ადგილობრივი და გაყიდვების ოფისები ფუნქციონირებს ყატარში, საუდის არაბეთში, ეგვიპტეში, კუვეიტში, ისრაელში, პოსტსაბჭოთა სივრცეში, პოლონეთსა და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ჰოლდინგში შედის ასეევ კომპანია Zaha Construction (ზაჰა), რომელიც ჰოლდინგის ყველა დეველოპერულ პროდუქტს აპროექტებს და აშენებს.

YorkTowers-ს ეკუთვნის ასევე Bianca Batumi (ბიანკა ბათუმი) უნიკალური მრავალფუნქციური ლუქს კომპლექსი, რომელიც შედგება პრემიუმ კლასის სასტუმროებისა და აპარტამენტებისგან. Bianca Batumi ზღვის პირველ ზოლში, ბათუმის ახალი ბულვართან მდებარეობს. 

York Town - პრემიუმ ხარისხის მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია. ეს არის თანამედროვე ტიპის დასახლება ტაბახმელაში, რომელიც შედგება ვილების, თაუნჰაუსებისა და აპარტამენტებისგან.

კომპანიის ერთერთი ამბიციური პროექტია „ახალი სასტუმრო ზონა დუშეთის რაიონში“.
პროექტი სახელწოდებით „ბაზალეთი რეზორტ“ უნიკალური საინვესტიციო შესაძლებლობაა. Bazaleti Resort მოიცავს სასტუმროების კომპლექსებსა და მიწის ნაკვეთებს, რომლებიც ხელმისაწვდომია მშენებლობისათვის მზა მდგომარეობაში, ყველა კომუნიკაციით და ნებართვის მისაღებად მზა საჭირო დოკუმენტაციით. “ამ პროექტის სახით ჩვენ ვქმნით ახალ სასტუმრო ზონას დუშეთის რაიონში. ანალოგიური საკურორტო პროექტი გავააქტიურეთ უკვე ისტორიულ მცხეთაშიც“ - აცხადებს York Holding Group-ის დამფუძნებელი და აღამსრულებელი დირექტორი ამრ ალაბვაზი.

ახალ პროეტთან ერთად, ჰოლდინგმა გააკეთა განაცხადი საერთაშორისო სტანდარტებით რეოგრანიზაციის შესახებ. “KROY” (კროი) ასე უწოდა მენეჯმენტმა, პროცესს, რომელიც 200-ზე მეტი თანამშრომლისგან შემდგარი ჰოლდინგის სრულ ტრანსფორმაციას გულისხმობს გლობალური სტანდარტებით. „იგულისხმება არა მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების ინტეგრირება, არამედ მართვისა და საოპერაციო პროცესების სრულად გარდაქმნა მსოფლიოში მიღებული მეთოდებისა და ნორმების შესაბამისად. ვხელმძღვანელობთ მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდებით, რომლებიც გულისხმობს ადამიანური რესურსების მართვის, კორპორატიული კულტურის, მარკეტინგის, გაყიდვებისა და მომსახურების ის პრინციპებს, რომლებიც პასუხობს არა მხოლოდ ლოკალური, არამედ გლობალური მასშტაბის მოთხოვნებს. ბრენდის მართვის ეს მოდელი ინოვაციურია და შევეცდებით ახლო მომავალში ეს პრაქტიკური ქეისი თეორიულ ბაზაშიც ავსახოთ და ამით კიდევ ერთხელ დავასაბუთოთ, რომ ვქმნით არა უბრალოდ პროდუქტს, არამედ ფასეულობას და ვემსახურებით ცხოვრების ხაირისხის გაუმჯობესებას“ - ამბობს აბრ ალაბვაზი.

„ორგანიზაციული ტრანსფორმაცის მიზანს წარმოადგენს დინამიური, თანამშრომლებზე ორიენტირებული და ინოვაციური ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბება, სადაც თანამშრომლები იგრძნობენ, რომ ჩვენ ვაფასებთ მათ უნიკალურობას, შეძლებენ, რომ აკეთონ ის საქმე, რაც მათ მართლაც უყვართ და აღნიშნული საქმის კეთბისას გამოიყენონ თავისი ძლიერი მხარეები. ტრანსფორმაციის ფარგლებში ორგანიზაციაში დაინერგება თანამედროვე მართვის  პრინციპები, მოხდება ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია, დაინერგება საქმიანობის მართვის სისტემები და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება თანამშრომელთა განვითარებაზე, მათ ქოუჩინგსა და მენტორინგზე. ყოველივე ამის შედეგად კი გაიზრდება მათი პროდუქტიულობა, რაც, ცხადია, გაზრდის ორგანიზაციის ეფექტიანობას.“ - ამბობს ნინო ბერუაშვილი, York Holding Group-ის ადამიანების და კულტურის მართვის დირექტორი.

„ჩვენი მისია ცხოვრების გაუმჯობესებას გულისხმობს და ეს ეხება მომხმარებელს, ჰოლდინგის თანამშრომელს, ჩვენ პარტნიორებს. ორგანიზაციული ტრანსფორმაციის ფარგლებში მთავარი, რასაც ვეგმავთ არის მარკენიტნული კომუნიკაციის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებისთვის, სპეციალური დეპარტამენტის ფორმირება. ეს იქნება პირველი ასეთი შემთხვევა საქართველოში. სულ ცოტა ხანში კი კომპანია ოვერსიის პროექტებითაც გამოჩნდება ბაზარზე“ - ამბობს ოთარ ქირია, York Holding Group-ის მარკეტინგის დირექტორი.

KROI-ის პრინციპები York Holding Group-მა, პირველ რიგში თანამშრომლებსა და პარტნიორებს წარუდგინა. პრეზენტაცია, ჰოლიდეი ინში ოფიციალური გახსნის თანხლებით შედგა.

propertygeorgia.ge

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: