#propertyadvice - 5 რჩევა საინვესტიციო აპარტამენტის შესაძენად | Property Georgia

#propertyadvice - 5 რჩევა საინვესტიციო აპარტამენტის შესაძენად

როგორ შევარჩიოთ საინვესტიციო აპარტამენტი - ეს საკითხი აქტუალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც თანხის სარფიანად დაბანდება და ყოველთვიური,  გარანტირებული პასიური შემოსავლის მიღება სურთ. გთავაზობთ 5 კრიტერიუმს, რომლებიც სასურველია გაითვალისწინოთ.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი-ვინ აშენებს? ვინ არის დეველოპერი?

აპარტამენტი შეარჩიეთ პროექტში, რომელსაც აშენებს სანდო, გამოცდილი დეველოპერული კომპანია. მოიძიეთ:

კომპანიის მიერ განვითარებული, უკვე დასრულებული პროექტები რა ფინანსური გარანტიებით ვითარდება პროექტი ვინაიდან საინვესტიციო აპარტამენტები ხშირ შემთხვევაში მულტიფუნქციური კომპლექსების ნაწილია, იკითხეთ პროექტში თუ არის გათვალისწინებული საერთაშორისო ან ადგილობრივი ბრენდის სასტუმრო, რაც დამატებით საიმედოობას ქმნის, თუმცა აძვირებს ფასს. ეს უკვე თქვენი ინვესტიციის მოცულობაზეა დამოკიდებული.


სართული, ხედი, დაგეგმარება
განიხილეთ აპარტამენტები მესამე სართულიდან. დარწმუნდით, რომ მინიმუმ მშვიდი, გამწვანებული გარემოს ხედი გაქვთ. მეორე სართულის განხილვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ფასი მესამე და უფრო მაღალ სართულებთან შედარებით, 20-25%-ით ნაკლებია. რაც შეეხება დაგეგმარებას, გახსოვდეთ, აუცილებელია სამზარეულოში იყოს ფანჯარა. იდეალური იქნება, თუ აპარტამენტში იქნება იმდენივე სველი წერტილი რამდენიც საძინებელია.

და ბოლოს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი, უმჯობესი იქნება, თუ დოკუმენტებს იურისტთან ერთად შეისწავლით, რათა თაღლითობის მსხვერპლი არ გახდეთ. არ ღირს აპარტამენტის შეძენისას გადაწყვეტლების ნაჩქარევი მიღება. ნახეთ რამდენიმე მსგავსი აპარტამენტი სასურველ ლოკაციაზე სხვადასხვა დეველოპერულ პროექტში და ნაკლოვანება-უპირატესობების შეჯერების შედეგად გადადგით ნაბიჯი წარმატებული ინვესტიციისკენ.

აღსანიშნავია, რომ უახლესი კვლევების მიხედვით, საქართველოში საერთაშორისო ვიზოტორების რაოდენობა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს 2023 წლისთვის დაუბრუნდება. ეს კი პირდაპირ აისახება საინვესიტიციო აპარტამენტების, როგორც ქვეყანის ერთ-ერთი წარმატებული ბიზნეს მიმართულების გაჯანსაღებაში და შემდგომ განვითარებაში.

თუნდაც აპარტამენტს თქვენთვის ყიდულობდეთ, აუცილებლად იკითხეთ აპარტამენტის ღირებულების პროგნოზი უახლოეს 5 წელიწადში.   უძრავი ქონების შეძენისას ყოველთვის წარმოიდგინეთ, რომ მომავალში მისი გაყიდვა შეიძლება დააპიროთ - ეს სწორი აჩევანის გაკეთებას გაგიმარტივებთ.

აქვე, წინასწარვე გაარკვიეთ ხარჯების ყოველთვიური ღირებულება (დაცვა,დალაგება,ლიფტის მომსახურება და ასე შემდეგ). ამას დაუმატეთ კომუნალური ხარჯები - დაფიქრდით, გაწყობთ კი ეს? მნიშვნელოვანი რჩევა კომუნალური ხარჯების დასაზოგად-ყურადღება მიქციეთ, რომ პროექტში გამოყენებული იყოს ხარისხიანი ენერგოეფეტური სამშენებლო მასალები, რაც აისახება შემცირებულ გადასახადებში და ამასთან, ქმნის ჯანსაღ გარემო პირობებს. 

ფასი
კოვიდ-პანდემიის ფონზე უამრავი სამშენებლო კომპანია სთავაზობს დაინტერესებულ პირებს  ფასდაკლებებსა და სხვადასხვა ტიპი აქციებს - დიახ, წელს ყველა ბიზნესი დადგა გამოწვევების წინაშე და გამონაკლისი არც უძრავი ქონების სფეროა.  

ადგილმდებარეობა

მიაქციეთ ყურადღება, რომ პროექტი მდებარეობდეს ტურისტულად აქტიურ ლოკაციაზე.

ინვესტიციაზე უკუგება და ლიკვიდურობა.

მას შემდეგ რაც დარწმუნდებით, რომ საიმედო პროექტში ახორციელებთ ინვესტიციას, მნიშვნელოვანია იცოდეთ:

 

  • რამდენია წლიური უკუგება ინვესტიციაზე
  • აპარტამენტის გაქირავების პირობები. თქვენ პირადად გააქირავებთ თუ ამას კომპანია თავად უზრუნველყოფს და ამ შემთხვევაში როგორ ნაწილდება მხარეების ინტერესი.
სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: