ავტორი: ანი კაკურია
თითოეული ჩვენგანი, ცხოვრების დაახლოებით მესამედს სამსახურში ატარებს. იმისთვის რომ ეს წინადადება სევდიან სიმართლედ არ მოგვეჩვენოს, ბევრ სხვა ფაქტროთან ერთად, აუცილებელია, ვმუშაობდეთ ისეთ საოფისე გარემოში, რომელიც მაქსიმალურად კომფორტული და თანამშრომელზე მორგებულია.
ბოლო 20 წლის განმავლობაში, თანამედროვე ოფისმა არაერთი ევოლუცია განიცადა. 2000-იანი წლების დასაწყისში, კაბინეტური სისტემა სრულად ჩაანაცვლა ღია სივრცეებმა. მოგვიანებით, 2015 წლიდან კი პოპულარული გახდა ოფისებში პინგ-პონგის, სამაგიდო ფეხბურთის მაგიდების თუ სხვა გასართობი და დასასვენებელი კუთხეების მოწყობა.
ტენდენციების ცვლილებების მიუხედავად, ერთი რამ, რაც არ შეცვლილა, არის ის გავლენა, რომელიც ოფისის გარემოს აქვს თანამშრომლების პროდუქტიულობაზე და კეთილდღეობაზე.
კვლევები ადასტურებენ, რომ სამუშაო სივრცის ხარისხიანი დიზაინი, იწვევს ნაკლებად სტრესულ და მეტად პროდუქტიულ ატმოსფეროს, გარდა ამისა, დიზაინი ქმნის კულტურას. კულტურა აყალიბებს ღირებულებებს. ღირებულებები განსაზღვრავს მომავალს, სწორედ ამ მიდგომას იზიარებენ დღეს კომპანიები და საკმაოდ დიდ თანხებსაც ხარჯავენ კეთილმოწყობილი საოფისე სივრცეებისათვის, ამ ფაქტორმა განაპირობა ისიც რომ, ბოლო წლების განმავლობაში ბიზნეს ცენტრებში საოფისე ფართებზე მოთხოვნა მუდმივად მზარდი იყო, თუმცა ეს რეალობა კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში მცირედით შეიცვალა.
საერთაშორისო პროგნოზებზე დაყრდნობით, გაჩნდა მოსაზრება, რომ ერთის მხრივ, დისტანცირებული სამუშაო გარემო, იზოლირებული სივრცეები უფრო სასურველი გახდება, ვიდრე ცენტრალიზებული ოფისები, სადაც ყველა თანამშრომელი ერთ სივრცეში იმყოფება, საოფისე სამსახურები, მნიშვნელოვნად შემცირდება, რადგან ადამიანები მიეჩვივნენ სახლიდან მუშაობას, მაგრამ მეორე მხრივ, კარგი ოფისები იმიჯის ნაწილია, რასაც ბრენდები ვერაფრით შეელევიან.
მსოფლიოს ერთერთი წამყვანი მენეჯმენტ კომპნიის, WSP-ის, საერთაშორისო ექაუნთ მენეჯერი დევიდ გოდერჰემი ეხმაურება ამ თემას და ამბობს, რომ „ახალი წესრიგი გულისხმობს ახალ ტრენდებს, შესაბამისად იმისათვის, რომ ოფისმა არ დაკარგოს ფუნქიცა, კომპანიებს, ბიზნეს ცენტრებსა თუ სხვა კერძო მეიჯარეებს, მოუწევთ გაზარდონ ხარჯები, უზრუნველყონ უსაფრთხო სამუშაო გარემო და ფეხი აუწყონ ახალ ტენდენციებს, ის ფიქრობს, რომ ახლა საოფისე სივრცეები მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს ე.წ სახლურ დიზაინთან, რაც ნიშნავს უფრო მუსბუქ დრესკოდს, ბევრ გამწვანებასა და რბილ ავეჯს, რათა დასაქმებულებმა თავი უსაფრთხოდ და მყუდროდ იგრძნონ. ”
როგორც ვხედავთ, საოფისე ბიზნესი ახალი გამოწვევის წინ დგას, იმისათვის, რომ მათ ბაზარზე თავიანთი ნიშა არ დაკარგონ, უნდა შექმნან, როგორც, ახალ რეალობას მორგებული უსაფრთხო სამუშაო გარემო, ასევე უნდა მოახერხონ კონტრაქტორებისათვის ოპტიმალური საგადაგხდო პირობების შეთავაზებაც, ამ მხივ გამონაკლისი არც საქართველოა.
Recov.ge -ს 2020 წლის საოფისე ბაზრის შეჯამებაში ვკითხულობთ, რომ პანდემიის პერიოდში დარეგისტრირებული საიჯარო კონტრაქტების რაოდენობა 10%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. ამ კრიტიკულ პერიოდში, მეიჯარეთათვის რეკომენდებულია საშეღავათო პერიოდების შემოღება და არსებული კონტრაქტების გადახედვა, სამომავლოდაც მოიჯარეთა შესანარჩუნებლად. ასევე მოიჯარეთათვისაც ჩნდება შესაძლებლობა, რომ დაიწყონ მოლაპარაკებები მეიჯარეებთან კონტრაქტის პირობების ოპტიმიზირებაზე.
საოფისე ბიზნენსი წარმომადგენლების ნაწილმა ახალ ტენდენციას ფეხი აუწყო, „ქინგ დევიდის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი, თინი კაპანაძე ამბობს, რომ ბიზნეს ცენტრი პრაქტიკულად სრულად დაიტვირთულია და მოთხოვნაც გააქტიურებულია, მათი მოლოდინით, კომპლექსი KING DAVID აქტუალურობას წელსაც შეინარჩუნებს. “ვიმედოვნებთ პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და ეს გამოიწვევს მიმდინარე შეზღუდვების უახლოეს მომავალში მოხსნას, რაც თავის მხრივ, საშუალებას მოგვცემს კომპლექსის გარკვეული ბიზნეს ერთეულების განვითარება აღვადგინოთ/დავასრულოთ.”
თუმცა, რა თქმა უნდა არიან ისეთი კომპანიებიც რომლებსაც პანდემიის პირობებში იჯარის საფასურის გადახდა გაუჭირდათ და დახურული ოფისებიდან საერთო სამუშაო სივრცეებში გადასვლა დაიწყეს, ადრე თუ მსგავსი სივრცეების სეგმენტის ძირითადი ნაწილი ფრილანსერებს შეადგენდა, ახალ რეალობაში მათ რიცხვს მცირე კომპანიებიც შეურთდნენ.
პასუხი კითხვებზე რა მოხდება მომავალში? როგორ შეიცვლება საოფისე სივრცეები? ვერ ვიტყვით რომ ცხადია, რადგან დამოკიდებულია ბიზნეს ცენტრების, კომპანიის მფლობელებისა და ბაზარზე მეიჯარეების მიერ გადაწყვეტების განხორციელებაზე. ის რაც უპირობოდ ნათელია, არის ის რომ, საოფისე სივრცეებისთვის ახალი ტრენდი და მთავარ ამოცანა მყუდრო გარემოს შექმნა, დისტანცირების დაცვა და ტექნოლოგიური ინტეგრაციის საკითხებია.






