#propertymedia როგორ მივიღოთ ბინადრობის ნებართვა საქართველოში? | Property Georgia

#propertymedia როგორ მივიღოთ ბინადრობის ნებართვა საქართველოში?

ავტორი: ანი კაკურია

ბევრ ადამიანს ოცნებად აქვს,  გარკვეული დროით მაინც იცხოვროს სხვა ქვეყანაში, რადგან ეს არის ახალი შესაძლებლობების, ცხოვრების ახალი სტილის, კარიერისა და ზოგადად ბევრი სიახლის შეთავაზება საკუთარი თავისთვის. თუკი ერთ დღესაც, თქვენ გადაწყვეტთ, რომ ეს არის ის, რაც გჭირდებათ, მოგიყვებით თუ რატომ უნდა იყოს თქვენი პირველი არჩევანი საქართველო. გიამბობთ თუ რა პროცედურებია საჭირო ჩვენს ქვეყანაში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად.

მოდით დავიწყოთ მცირე განმარტებით - ბინადრობის ნებართვა წარმოადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოში შემოსვლისა და ლეგალურად ყოფნის ერთ-ერთ საფუძველს. იგი გაიცემა დროებითი ან მუდმივი ცხოვრების უფლებით.

დროებითი ნებართვა შეგიძლიათ აიღოთ მაშინ, თუკი თქვენ საქართველოში ჩამოხვედით ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად.  სამეწარმეო ან შრომითი  საქმიანობის განსახორციელებლად.  გარდა ამისა შეგიძლიათ მოიპოვოთ საინვესტიციო ბინადრობის ნებართვაც, რომელიც გაიცემა უცხოელზე, იმ შემთხვევაში თუკი მან  საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში ოდენობის ინვესტიცია „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მაგრამ თუ ზემოთ ჩამოთვლი საკითხებით დაინტერესებული არ ხართ, არც ეს დაგაბრკოლებთ, რადგან მაინც შეძლებთ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვებას - ამისათვის საჭიროა, კანონმდებლობით  დადგენილი წესით , საქართველოს ტერიტორიაზე ფლობდეთ  საკუთრებას უძრავ ქონებაზე (გარდა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.

დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა არანაკლებ 6 თვით და არა უმეტეს 1 წლით, მისი მოქმედების ვადის გაგრძელება შეიძლება დამატებით 5 წლამდე.

თუმცა თუკი მიგაჩნიათ, რომ ეს პერიოდი არ გაკმაყოფილებთ და უფრო დიდი ხნით გსურთ  ქვეყანაში დარჩენა, ამ შემთხევავში უკვე დაგჭირდებათ მუდმივი ცხოვრების უფლების მოპოვება. უვადო ბინადრობის ნებართვა ძირითადად გაიცემა 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელსაც უდასტურდება საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან :

  • I წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა.
  • II წლის განმავლობაში − არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა.
  • ხოლო III , IV V, და  წლების განმავლობაში − არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა.

იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, ალტერნატივა აქაც არსებობს - თქვენ უნდა ფლობდეთ უძრავ ქონებას საკუთრებაში, რომელზეც საკუთრების უფლება უნდა იყოს არა ნაკლებ 5 წლისა, ხოლო ღირებულება 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტზე მეტი.

როგორც ხედავთ, პროცედურები საკმაოდ მარტივია. 

მთავარია მიიღოთ გადაწყვეტილება, შეარჩიოთ თქვენთვის ხელსაყრელი პირობა და თუ საქართველოში იმყოფებით, წარადგინოთ განცხადება იუსტიციის სახლის ან სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში,  სხვა ქვეყნიდან კი გაქვთ უფლება განცხადება ელექტრონული ფორმით წარადგინოთ სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული განცხადების შევსების საშუალებით. შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის შეემდეგ კი, 10-დან 30 კალენდარული დღის ვადაში დაელოდოთ პასუხს - ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: