ავტორი: ანი კაკურია
იპოთეკური სესხი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბანკო პროდუქტია. ინფორმაცია პროდუქტის შესახებ ვრცელია და მარტივად ხელმისაწვდომი. თუმცა, ეს ის სერვისია, რომელიც ყველაზე მეტ კითხვას ბადებს.
ამიტომ, ჩვენ სტატიაში ვეცდებით ვუპასუხოთ ძირითად შეკითხვებს, იპოთეკური სესხის შესახებ. უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის, ვნახოთ რას სთავაზობს თიბისი და საქართველოს ბანკი მომხმარებელს:
პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ რა თანხის ,რა ვადით გატანა შეგვიძლია და რა ვალუტაში:
|
სესხის თანხა |
სესხის ვადა |
ვალუტა |
თი ბი სი ბანკი |
3 000-500 000 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარში ევროში) |
20 წელი |
ლარი/აშშ დოლარი/ევრო/
(200 000 ლარამდე სესხები გაიცემა მხოლოდ ლარში) |
საქართველოს ბანკი |
3 000-175 000 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) |
15 წელი |
შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხია სესხის გაცემის სიმარტივე როგორ ხდება შემოსავლების გადამოწმება? რა პირობებია და ა.შ
ამ კითხვაზე პასუხი ორივე ბანკის შემთხვევაში მსგავსია, იპოთეკური სესხის ასაღებად მსესხებელს უნდა გააჩნდეს სტაბილური შემოსავალი.
შემოსავალი შესაძლებელია იყოს სხვადასხვა ტიპის: ხელფასი, გამომუშავებით მიღებული შემოსავალი, იჯარა, შემოსავალი ბიზნესიდან, გზავნილები უცხოეთიდან. ასევე, შესაძლებელია შემოსავალი თვიდან თვემდე იცვლებოდეს. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, საშუალო შემოსავალი გამოითვლება, ასევე სესხის დასაფარად შესაძლებელია განიხილებოდეს ერთზე მეტი შემოსავალი. მაგალითად, თუ ხელფასთან ერთად მსესხებელს გააჩნია საიჯარო შემოსავალი, სესხის დასაფარად გაითვალისწინება ორივე წყარო.
როგორც საქართველოს ბანკში განგვიმარტეს, შემოსავლები მოწმდება, შემოსავლების სამსახურში rs- კოდის დადასტურებით, შემდგომ კი პირობები ყველა მომხმარებელთან არის ინდივიდუალური. დამოკიდებულია საკრედიტო ისტორიაზე, უზრუნველყოფაზე, შემოსავლის ტიპზე და სხვ.
მაგრამ, რა ხდება იმ შემთხვევაში თუ მსესხებლის შემოსავალი არ არის საკმარისი მოთხოვნილი თანხის მისაღებად? თიბისი ბანკში აღნიშნავენ, რომ ამ დროს შესაძლებელია ოჯახის სხვა წევრების შემოსავლების გათვალისწინება, ანუ ერთი სესხისთვის ჯამში ოჯახის 3 წევრის შემოსავლის გამოყენებაა შესაძლებელი. შესაბამისად, იპოთეკური სესხი გაიცემა 3 ფიზიკურ პირის თანამსესხებლობითაც და სესხზე ყველა თანამსესხებელს აქვს ერთნაირი პასუხისმგებლობა.
|
მსესხებელი |
თანამსესხებელი |
ყოველთვიური შემოსავალი |
თი ბი სი ბანკი |
საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე |
თანამსესხებელი შესაძლებელია იყოს ოჯახის წევრი. |
ლარში გაცემული სესხებისთვის შემოსავლის 25%-60% უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის კი 25%-40%-მდე
|
საქართველოს ბანკი |
750 ლარიდან |
მივედით, იმ ძირითად საკითხებამდე როგორიცაა საპროცენტო განაკვეთი, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და სესხის უზრუნველყოფა.
იპოთეკური სესხის ხელშეკრულებაში ფიქსირდება ორი ტიპის საპროცენტო განაკვეთი ნომინალური და ეფექტური:
ნომინალური საპროცენტო განაკვეთი არის ის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მითითებულია სასესხო ხელშეკრულებაში და ასახავს სესხის თანხაზე დარიცხულ პროცენტს, მაგრამ არ ასახავს სესხის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ფინანსურ ხარჯებს.
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ნომინალურ საპროცენტო განაკვეთთან ერთად ასახავს სესხის მიღებასთან დაკავშირებულ ყველა ფინანსურ ხარჯს.
აღსანიშნავია, რომ იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთი დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს, მაგალითად უცხოურ ვალუტაში აღებული სესხის შემთხვევაში, საბაზისო საპროცენტო განაკვეთი მიბმულია საერთაშორისო ნიშნულზე, ხოლო ლარში აღებული სესხებისთვის საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია რეფინანსირების განაკვეთზე, რაც დაახლოებით 0.3-0.4%-ით აძვირებს სესხს.
რაც შეეხება უზრუნველყოფას, იგი გულისხმობს სესხის ასაღებად ერთი ან რამდენიმე უძრავი ქონების დატვირთვას იპოთეკით, მაგალითისთვის თუ სესხის უზრუნველყოფად ხდება საცხოვრებელი ბინის იპოთეკით დატვირთვა, რომლის საბაზრო ღირებულებაა 100,000 ლარი, ლარის სესხის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება 85,000 ლარის აღება.
გასათვალისწინებელია, რომ უზრუნველყოფის ღირებულების მიმართ მოთხოვნა განსხვავებულია ლარში და უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის.
|
საპროცენტო განაკვეთი |
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი |
სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო |
უზრუნველყოფა |
თი ბი სი ბანკი |
ლარი 11.2%-დან ევრო 5,6%-დან აშშ დოლარი 6.9%-დან |
ლარი 12.48%-დან ევრო 6.67%-დან, აშშ დოლარი 8.04%-დან |
2% |
უძრავი ქონება |
საქართველოს ბანკი |
ლარი - 11.7%-დან დოლარი - 5.5%-დან ევრო - 4.6%-დან, |
ლარი - 15.5%-დან; დოლარი - 8.1%-დან; ევრო - 6.9%-დან, |
1% |
გარდა სტანდარტული პირობებისა, თიბისი და საქართველოს ბანკი მომხარებლებს დამატებით პირობებს და უპირატესობებს სთავაზობს. ასე, მაგალითად:
საქართველოს ბანკმა იპოთეკური სესხის პროცენტის შესამცირებლად დანერგა Offset ფუნქცია, რომლითაც სესხის პროცენტი 4-ჯერ მცირდება. მაგალითად, თუ თქვენ აიღეთ სესხი 20000 აშშ დოლარის ოდენობით და მოგვიანებით გაგიჩნდათ თავისუფალი თანხა და Offset- ის ანგარიშზე 5000 აშშ დოლარს დადებთ, თქვენს სესხზე 20000 აშშ დოლარის ნაცვლად პროცენტი დაერიცხება მხოლოდ 15000 აშშ დოლარს განთავსებული თავისუფალი თანხის (5000 აშშ დოლარის) გამოყენებას კი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ნებისმიერ დროს შეძლებთ.
თიბისი ბანკს კი მის მთავარ უპირატესობად , საქართველოში პირველი ციფრული არხის tbcmortgage.ge შექმნა მიაჩნია. პლატფორმა 1 წლის წინ ამოქმედდა. თიბისიმ მომხმარებელს შესაძლებლობა მისცა, უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა საბანკო ოპერაცია დისტანციურად, ერთ სივრცეში შეასრულოს. პლატფორმის დახმარებით მომხმარებელს იპოთეკური სესხის წინასწარ დამტკიცება და 6 თვის მანძილზე სასურველი კომერციული ფართის, ბინის, აგარაკის მოძებნის და შერჩევის შესაძლებლობაც აქვს. გარდა ამისა, პარალელურად ხდება ინტეგრაცია სხვადასხვა ეკოსისტემასთან, დეველოპერთან, უძრავი ქონების პლატფორმასთან და ა.შ, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს უძრავი ქონების შეძენის პროცესს.