“სახლი არ არის ადგილი, სახლი ეს არის განცდა.”
ავტორი: ანი კაკურია
რა არის სახლი? სახლს, როგორც წესი, აქვს კედლები, იატაკი და ჭერი, ასევე კარები, ფანჯრები და ოთახები. შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე სართული, სახლში ცხოვრობს ადამიანების დიდი ან მცირე რაოდენობა. თუმცა, სახლი მხოლოდ ის არ არის, რასაც ის აღნიშნავს. დიდი ძალისხმევა სჭირდება სივრცის სახლად გადაქცევას და აქ არ იგულისხმება ავეჯი, დეკორაციები თუ სხვა დანარჩენი, მთავარი ეს ის განცდაა, რომელიც გექმნებათ ყოველთვის, როდესაც შესასვლელ კარს გააღებთ და შინ შედიხართ.
სწორედ, სივრცის სახლად გადაქცევის იდეით დაიწყო ოდა დეველოპმენტი, Oda dezeen – ცნობილია ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილებით არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში. ოდას გუნდი აერთიანებს მაღალკვალიფიციურ არქიტექტორებს, დიზაინერებს და მშენებლებს, რომლებიც გამოირჩევიან საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით. მრავალწლიანი გამოცდილება პროექტირებაში, ინდივიდუალური აზროვნება, ინოვაციური დიზაინის გადაწყვეტილებები, რომლებიც ერთდროულად ფუნქციურიცაა და შემოქმედებითიც, ეს ყველაფერი oda-ს სახელს უკავშირდება.
ჩვენ შეიძლება რამდენჯერმე შევცვალოთ ჩვენი საცხოვრებელი, მაგრამ არის ერთი ადგილი, რომელიც სამუდამოდ რჩება ჩვენ გონებაში, როგორც - “სახლი”. ეს ადგილი, ძირითადად ის სახლია, სადაც ჩვენ გავიზარდეთ და მშვენიერი წუთებით ვტკბებოდით ჩვენს ოჯახთან ერთად. სიტყვა ოდას გაგონებაზეც კი, ბევრ ჩვენგას ალბათ სწორედ ასეთი ემოცია გაუჩნდება, რადგან, როგორც ვიცით ოდა ხის სახლია, რომელსაც ჩვენი წინაპრები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აშენებდნენ. ერთსართულიანი ოდები იდგა ქვის ან ხის ბოძებზე, რათა აერაცია მომხდარიყო, სახლს ისლით ხურავდნენ. ოდა წარმოადგენდა მხოლოდ ერთ, უფანჯრო ოთახს. მისი განათება ხდებოდა კარიდან შემოსული სინათლის მეშვეობით ან ოთახის შუაგულში არსებული ცეცხლის კერით. გამუდმებული კვამლის გამო ოთახი მთლიანად იჭვარტლებოდა და შავდებოდა, რის შედეგადაც ხე იღებდა დამწვარი ხის ფაქტურას. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ისტორიის ნაპერწკალი გადასულიყო ოდას პროექტში და ფასადი შეიმოსა დამწვარი ხის მასალით, რომელიც ხაზს უსვამს არქიტექტურას და ძველ ისტორიას აღვიძებს თანამედროვე ერაში. ასევე, ოდას გუნდმა შექმნა უნიკალური პროდუქტი და გაითვალისწინეს ბუხრის საკვამურები სახლებში, რადგან სითბო და სიმყუდროვე პირველივე პროექტში გაეცოცხლებინათ.
სახლი თავისი არსით, ჩვენი პატარა სამყაროა. ის შეიძლება იყოს ჩვენი სამუშაო ადგილი, სკოლა, სპორტული დარბაზი, რესტორნი ან კინოთეატრიც კი… მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა სახლებმა, დროთა განმავლობაში, ყველა ეს ფუნქცია ნამდვილად შეითავსა, თანამედროვე რიტმიდან გამომდინარე ,სახლი მაინც იქცა ადგილად, რომელიც დროებითი თავშესაფარია და მთავარი ნიშა დაკარგა. ოდას მიზანია ყველა ადამიანში გააღვივოს სურვილი, იცხოვრონ გარემოში, რომელიც ანარეკლია მათ ქვეცნობიერში არსებული განწყობის. ინდივიდუალიზმი და საკუთარი თავის, როგორც პრიორიტეტის დანახვის შესაძლებლობა, ყველასთვის უნდა ასოცირდებოდეს ოდას კონცეფციასთან. ამიტომ, ოდაში თითოეული სახლისადმი განსხვავებული და განსაკუთრებული მიდგომა აქვთ, თითოეული სახლის გეგმარებას და განლაგებას ინდივიდუალურად უდგებიან, რომ იგრძნო თავი ისე, როგორც საკუთარ სახლში.
შეიძლება იქვას, რომ ოდა ამ კონცეფციის პიონერია, არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოში. როგორც კომპანიის მარკეტინგის და გაყიდვების ხელმძღვანელი, ნინო ქესანაშვილი ამბობს Property Georgia-სთან საუბარში, ,,ოდას” კონცეფცია „სახლი – სახლში“ გათვლილია ადამიანებზე, რომლებიც ინდივიდუალურობას აფასებენ: ,,განვითარებად მსოფლიოში საჭიროა, არ გეშინოდეს სიახლეების და მზად იყო თამამი გადაწყვეტილებების მისაღებად. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, გეგმარებითი განაწილებით შეგვექმნა რაციონალური და მფლობელზე მორგებული სახლი.”
ნინოს თქმით, სახლი პიროვნების ანარეკლი უნდა იყოს და ჰარმონია არ უნდა დაირღვეს: ,, ძალიან ხშირად ცუდი გეგმარების მსხვერპლნი ვხდებით, იმის გამო რომ ბევრს ვფიქრობთ სხვაზე და არა საკუთარ საჭიროებებზე. ოდა ეს არის თითოეული ადამიანის სურვილი იმისა, რომ იცხოვროს გარემოში, რომელიც თვითონ წარმოუდგენია. დიახ, ადამიანებს შეუძლიათ იცოხვრონ თავიანთი ოცნების სახლებში.”
,,ოდას” ამ კონცეფცის განხორციელებაში კი უდიდეს როლს თამაშაობს მისი გუნდი, სწორედ ეს არის მათი ყველაზე ძლიერი მამოძრავებელი ძალა. მენეჯმენტი წარმოდგენილია იმ ადამიანებით, რომელთაც საერთო მიზანი და ღირებულება აერთიანებთ. ,,ოდაში” ფიქრობენ რომ არასდროს არ არის საკმარისი მხოლოდ სწავლა, მთავარია კადრი მუდმივად ვითარდებოდეს, სწორედ ეს არის კომპანიის იდეოლოგიაც.
ალბათ სწორედ ამ იდეოლოგიის და სწრაფვის დამსახურებაა, რომ ,,ოდამ” შესაძლებლობების დანახვა პანდემიის დროსაც კი შეძლო და კომპანია 2020 წლის 20 თებერვალს დაარსდა, ეს იყო ზუსტად ის პერიოდი როცა პანდემია მწვავე ფაზაში შედიოდა. კომპანიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ წინ წასულიყვნენ. “ფორს მაჟრული გარემოება ყველაფერზე მოქმედებდა- ვგულისხმობთ სამშენებლო მასალების ფასების ზრდას, მოწოდების პირობებს,შიდა საკითხებს- თუნდაც კადრების გადაადგილებას. ჩვენმა სწორმა გადაწყვეტილებებმა დიდი გავლენა იქონია კომპანიის რესურსულ ზრდასა და განვითარებაზე. ამ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია იმფორმაციის ვაკუუმში არ გაიჭედო, სხვების აზრი შენს აზრად არასდროს უნდა მიიღო. ყოველთვის უნდა იფიქრო, რომ დასასრული, რაღაც ახლის დასაწყისია და ეს ახალი არის ზუსტად ის შესაძლებლობები რაც აუცილებლად უნდა გამოიყენო. “ ამბობს ნინო ქესანაშვილი ჩვენთან საუბრისას.
,,ოდა” შესაძლებლობების გამოყენებას კვლავ გეგმავს, სამომავლოდ როგორც ქყევნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ და ისევ და ისევ ადამიანების სურვილებსა და საჭირებებზე მაქსიმალურად მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებებით. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ისინი განაგრძობენ ,,ოდასთვის” დამახასიათებელი განსხვავებული ნიშის იდეის განვითარებას. და ბოლოს, როგორც ირლანდიელი მწერალი სესილია აჰემი ამბობს, “სახლი არ არის ადგილი, სახლი ეს არის განცდა.”