ავტორი: ელენე ღვინჯილია
განათება, არის დეტალი, რომელიც ყველა სახლში მნიშვნელოვანია, თუმცა რატომღაც ბინის კეთილმოწყობისას მას შედარებით ნაკლებ დროს ვუთმობთ. ბევრს ვფიქრობთ, სამეულის ფერზე, კარადის ვიზუალზე, ჟურნალის მაგიდაზე და ბევრ სხვა დეტალზე. მნიშვნელოვანია ამ სარემონტო რუტინისას არ დაგვავიწყდეს ან უკანა პლანზე არ გადავწიოთ განათების საკითხი.
განათებაზე საუბრისას, ადამიანი როგორც სხვა ყველაფერს მასაც საკუთარი გემოვნებით არჩევს: ზოგი დიდ ძველებურ ჭაღებს ანიჭებს უპირატესობას, ზოგს კი უბრალოდ სადა, მინიმალუსტური სანათიც ყოფნის ოთახში კომფორტის შესაქმნელად. საბედნიეროდ, დღესდღეობით განათება მრავალფეროვანი და ყველა გემოვნების შესაბამისია, სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ დღეს რათა გავარკვიოთ, უფრო კონკრეტულად, რომელია თქვენი სტილი.
ლოგიკურია, საუბარი დავიწყოთ ძველებური ულამაზესი ბროლის ჭაღებით, რომელიც ახლო წარსულში ოჯახის შეძლებაზე მიუთითებდა, რაც უფრო დიდი და მასიური იყო ჭაღი, მით უფრო შეძლებულად ითვლებოდა ოჯახი. დღევანდელობაში არ ვიცი რამდენად დარჩა ეს შეხედულება მაგრამ ფაქტია, რომ ბროლის ჭაღი აქტუალობას დღემდე არ კარგავს მომხმარებელში.
მასიურ ჭაღებთან ერთად ასევე საკმაოდ აქტიურად არის ხმარებაში პატარა და ორიგინალური სანათები, როგორიცაა ,,Mushroom lamp”, რომელიც თითქმის ყველა ოჯახში გექნებათ შემჩნეული, როგორც კომფორტულად გამოყენებადი ნივთი.
რას იტყვით ნეონის განათებაზე, რამდენად ჯდება თქვენს სტილში? ის ახალ თაობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სხვადასხვა ფერები, ფორმები თუ წარწერები, ეს არის ის დეტალი, რომელიც თითქმის ყველა თინეიჯერის ოთახს ამშვენებს.
დღეისთვის, ხშირად გვხვდება ტორშერის სტილის სანათები, დაწნული, ხის ლამაზი სადგამით, რომელიც მისაღებ ოთახს საოცარ სიმყუდროვეს უქმნის.
ასევე საკმაოდ გავრცელებული, ლოფტის სტილის ბინებში ხშირად გვხდება თანამედროვე რკინის ერთი შეხედვით მარტივი კონსტრუქცია, რომელმაც ჩაანაცვლა სხვადასხვა ოთახში განსხვავებული ჭაღები.
ალბათ გინახავთ და მოგოწონებიათ კიდეც ახალი სანათი, რომელსაც შეყვარებული წყვილები, მეგობრები ან სულაც უბრალოდ საყვარელი ადამიანები ერთმანეთს ჩუქნიან. ეს არის ნივთი, რომელიც ორიგინალური და დასამახსოვრებელი საჩუქარია ყველა ტიპის ურთიერთობისას. მიმდინარე მსოფლიო პანდემიის პირობებში, ძალიან აქტუალურია, სანათები, რომელბიც სინთეზირდებიან Wifi-ით და სხვადასხვა ქალაქში მყოფ ადამიანებს ეხმარებიან კავშირის შენარჩუნებაში.
ბინის ინტერიერის კეთილმოწყობაში, რაშიც კომფორტის აუცილებელი ნიშნები იგლუსიხმება, სხვა დეტალებთან ერთად, მნიშვნელოვანია განათების საშუალებები. ამიტომ, თქვენი გემოვნება და სიმყუდროვის აუცილებლობა თამადად შეაზავეთ და შედეგსაც მიიღებთ.





