ქეთი ტაბატაძე
$2 მილაირდი შემოსავალი ტურიზმიდად 2015 წელს, დამატებით $148 მილიონი 2016 წლის იანვარ-აპრილში, 6.7% წილი მშპ-ში-ეს ყველაფერი 6 მილიონამდე საერთაშორისო ვიზიტორის განთავსებას ნიშნავს. სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ ბაზარი 5-ვარსკვლავიან სეგმენტში მნიშვნელოვანწილად გაჯერებულია და ჯერი საშუალო დონის სასტუმროების შემდგომ განვითარებაზეა.
“საქართველოში სასტუმროების ბიზნესი წარმატებულად ვითარდება და ეს როგორც სასტუმროების რაოდენობაში, ასევე მათ ხარისხში აისახება. ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა. განვითარების შეუქცევად დინამიკასთან ერთად ჩნდება ახალი სასტუმროების აშენების საჭიროება,” მარკ ფინიმ, Colliers Inrtenrational-ის სასტუმროების და კურორტების საკონსულტაციო განყოფილების უფროსმა, განაცხადა Property Georgia-სთან საუბარში. “საქართველოში საშუალო და დაბალი კლასის სასტუმროების განვითარებისთვის დიდი პოტენციალია. ვხედავთ ახალ 5-ვარსკვლავიან ძვირადღირებულ პროექტებს, თუმცა 3-4 ვარსკვლავიანი სეგმენტი არ უნდა დავივიწყოთ, რადგან უფრო მეტ ადამიანს აქვს საშუალება თავს უფლება მისცეს ღამეში $100 გადაიხადოს ვიდრე $200. ასევე მეტი მუშაობაა საჭირო დასვენების ტურიზმის მიმართულებით, მაგალითისთვის, ღვინის ტურები იქნებოდა ძალიან წარმატებული.” მისი თქმით, ამ ყველფრისთვის საჭიროა საჰაერო მიმოსვლის გაუმჯობესება, რაც მეტ პირდაპირ საერთაშორისო რეისს ნიშნავს. “პრობლემები შეიძლება იყოს, მაგრამ ბევრი რამ სწორად კეთდება და ამის დასტური საქართველოში მოგზაურობაზე მოთხოვნის მუდმივი ზრდაა,”აღნიშნა ფინიმ.
Colliers International Georgia უძრავი ქონების სერვისების გლობალური კომპანიაა, რომელიც სრულ მომსახურებას სთავაზობს უძრავი ქონების მესაკუთრეებს, მოიჯარეებს დეველოპერებს და ინვესტორებს, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო მასშტაბით. Colliers International- ის სათავო ოფისი მდებარეობს ლონდონში. კომპანიის კლიენტებს შეუძლიათ ისარგებლონ 66 ქვეყანაში, 554 ოფისში მომუშავე 16,000 პროფესიონალის გამოცდილებითა და ექსპერტიზით.
მარკ ფინი პაშა ბანკის მიერ 25 მაისს მოწყობილი Meeting Room-ის ერთერთი გამომსვლელი იყო. შეხვედრების ახალი კონცეფციის ღონისძიების პირველი თემა საქართველოში სასტუმრეობის ბიზნესის განვითარებას მიეძღვნა. პაშა ბანკმა სასტუმროების სფეროს დაფინანსების მზადყოფნა დაადასტურა: “Meeting Room-ის ფარგლებში იმ კონკრეტული სფეროების წარმომადგენლებს შევხვდებით, რომელ სექტორებშიც გავცემთ სესხებს. სასტუმროების ბიზნესი ერთერთი მათგანია,” დასძინა შაჰინ მამმადოვმა, პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ. ბანკის კომერციული დირექტორის და დირექტორთა საბჭოს წევრის, გოგა ჯაფარიძის თქმით, პაშა ბანკს ამ სფეროში კარგი გამოცდილება აქვს აზერბაიჯანულ ბაზარზე, სადაც ის Four Seasons-ს აფინანსებს. “ჩვენ ეს გავაკეთეთ ბაქოში და გვჯერა, რომ საქართველოშიც გავიმეორებთ წარმატებას. პაშა ბანკი სასტუმროების ბიზნესში ჩართულ კომპანიებს მოქნილ პირობებს სთავაზობს.”
პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს. პაშა ბანკი არის პაშა ჰოლდინგის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჯგუფს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორატიული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალმა 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით დაახლოებით 5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო და 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით მისმა მთლიანმა აქტივებმა 278 მილიონ ლარს გადააჭარბა.
3-ვარკვლავიანი ბიზნეს მოდელის განვითარებას გეგმავს, თუმცა “აქსისის” გენერალური დირექტორი ამჟამად თბილისში 5-ვარსკვლავიან პროექტზე მუშაობს. გოგა კაპანაძის თქმით, ACCOR-ის ბრენდ Pullman-ის თბილისში შემოყვანისთვის კომპანიას ერთი წელი დასჭირდა. მაღალი კლასის საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Axis Towers-ში 2018 წელს გაიხსნება. “ეს რთული იყო, მაგრამ შევძელით. საერთაშორისო კოპმანიასთან ურთიერთობაში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი სწორი ბრენდის არჩევაა, რომელიც ორმხრივად წარმატებული იქნება და ეს ბრენდი ამ შემთხვევაში Pullman-ია,” აღნიშნა გოგამ.
სასტუმროების ბიზნესში მსოფლიოში წამყვან საერთაშორისო კომპანიასთან ერთად აშენებს მულტიფუნქციურ კომპლექსს “ალიანს ჯგუფი”. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა აკაკი სონგულიამ Property Georgia-სთან საუბრისას განაცხადა, ბათუმში მშენებარე “ალიანს პალასში” სასტუმრო Courtyard by Marriott და პრემიუმ კლასის აპარტამენტები განთავსდება: “წარმატებული კომპანიის ისტორია კრეატიული ადამიანების გაბედული გადაწყვეტილებებით იწყება- სწორედ ასე დაიწყო “ალიანს ჯგუფმა” ბიზნესი 2005 წელს. კომპანიის მიერ განხორციელებული პირველივე პროექტი საქართველოსთვის რევოლუციური გახლდათ -ჩვენ ბათუმში პირველი თანამედროვე საცხოვრებელი სახლი ავაშენეთ, 2008 წელს კი ბაზარზე ახალი პროდუქტი-სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი-წარვადგინეთ. სწორედ ამ კონცეფციის წყალობით გახდა ბათუმი უძრავი ქონების ბაზარზე ინვესტიციებისათვის მიმზიდველ ქალაქად. 2015 წელს სამშენებლო დეველოპმენტში სტრანდარტები უპრეცედენტოდ ავამაღლეთ-Marriott International-თან ფრანშიზას ხელშეკრულება გავაფორმეთ და მორიგ ინოვაციური პროექტის განხრციელებას ჩავუყარეთ საფუძველი.”
ალიანს ჯგუფის დამფუძნებლებმა - ორბი ჯგუფთან და სხვა კომპანიებთან თანამშრომლობით - ააშენეს 20-ზე მეტი საცხოვრებელი კომპლექსი და აპარტოტელი, 5000-მდე ბინა და აპარტამენტი, 1 200 000 მეტი კვ.მ. სამშენებლო ფართი.
საქართველოს მთავარობა სასტუმროების სფეროში მოღვაწე კომპანიებს წამახალისებელ პირობებს სთავაზობს, როგორიცაა, მაგალითსითვის, გარკვეული პერიოდით ფრანშიზას გადასახადის 50-იანი დაფინანსება. თუმცა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივა არ ეხება თბილისს და ბათუმს.
როგორც ვხედავთ, სასტუმროების საერთაშორო ბრენდები ქართული აბზრისთვის ზედმეტად დიდები არ არიან. “ჯავშნების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც უკვე განხორციელებულია, განსაკუთრებით კი აჭარის რეგიონის მაგალითზე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურიზმისთვის ძალიან კარგი წელია,” აღნიშნა ჩოგოვაძემ. მისი თქმით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდემობა 15.4%-ითაა გაზრდილი.