#propertymedia გალაკტიონ ტაბიძის სახლი სოხუმში | Property Georgia

#propertymedia გალაკტიონ ტაბიძის სახლი სოხუმში

ავტორი: ელენე ღვინჯილია

გალაკტიონ ტაბიძე ვანის რაიონის სოფელ ჭვიშში დაიბადა. იმ ხის სახლში ახლა გენიოსის მუზეუმი ფუნქციონირებს. სახლ-მუზეუმია გახსნილი გალაკტიონის თბილისურ ბინაშიც, მარჯანიშვილის ქუჩაზე.

ცოტამ თუ იცის, რომ გალაკტიონმა ერთადერთხელ ააშენა სახლი საკუთარი პროექტით და ეს იყო სოხუმში.  გალაკტიონი ამ სახლს 1949-1958 წლებში აშენებდა. ბედისწერის ნებით, მას ამ სახლში რამდენიმე ღამეღა გაუთევია. პოეტის უბის წიგნაკში ვკითხულობთ: ,,სახლი უნდა იყოს ორსართულიანი ქართული სტილის, რაც შეიძლება მაღალი. იდეა მიქელანჯელოსი - სიმაღლის იდეა“. ხოლო ქალაქის საბჭოსთვის მიუწერია: ,,მუშაობის პირობების გაუმჯობესებისა და ჯანმრთელობის აღდგენის მიზნით მაქვს სურვილი დავსახლდე ქალაქ სოხუმში“-ო.

ახლობლები იგონებენ, რომ პოეტს უყვარდა ფანჯრიდან ზღვისა და ჩამავალი მზის ყურება. ვინ იცის, იქნებ ეს პეიზაჟი გამხადარა კიდეც მისი საოცარი ლექსების მუზა?! ასეთ სიმაღლეზე რად გინდოდა სახლიო, ერთხელ უკითხავს სოხუმელ კაცს რაზეც მას უპასუხია, რომ მას  სიმაღლის არ ეშინოდა!

როგორც  ზემოთ აღვნიშნე, გალაკტიონის საცხოვრებელი ადგილი თბილისსა და ჭვიშში ახლა მუზეუმის სახითაა შემორჩენილი და ნახვა ყველას შეუძლია, მაგრამ სწორედ სოხუმის სახლი, მისთვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობისა და  ასევე საოცარი არქიტექტურით დღემდე მდებარეობს ნინოშვილის 13 ნომერში, მაგრამ მისი მონახულება და დათვალიერება სამწუხაროდ შეუძლებელია... იქაურ მცხოვრებლებს კი ინფორმაცია არ აქვთ, თუ რამხეხლა ადამიანი ცხოვრობდა მათ მეზობლად.

იქნებ ჩვენს მარშრუტში, რომელიც დავგეგმეთ აფხაზეთისკენ ეს ადგილიც ჩავამატოთ და მოვინახულოთ, ეს ხომ საკმაოდ დიდი  და ღირებული ადგილია  ჩვენი ქვეყნისთვის.

 სოხუმი და გალაკტიონის სახლი კი უკეთესი დროის მოლოდინშია...

propertygeorgia.ge

ფოტოს წყაროები: 

https://www.gamarjoba.ge/story/566

http://intermedia.ge/

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: