#propertymedia მცენარეები, როგორც ინტერიერის ნაწილი | Property Georgia

#propertymedia მცენარეები, როგორც ინტერიერის ნაწილი

ავტორი: ელენე ღვინჯილია

იცოდით, რომ მცენარეთა სამყარო 350 ათასზე მეტ სახეობას მოიცავს? შესაბამისად, რომც არ მიგაჩნდეთ საკუთარი თავი მცენარეთა მოყვარულად, ერთხელაც აუცილებლად გამოჩნდება ერთი ისეთი, რომელიც ამ დამოკიდებულებას შეგიცვლით და თქვენი მათდამი სიყვარულის ათვლის წერტილად გადაიქცევა.

ზოგს მცენარე მოსწონს როგორც უბრალოდ დეკორის ელემენტი. შესაბამისად, უპირატესობას ხელოვნურ ყვავილებს ანიჭებენ, მაგრამ იქნებ შევაცვლევინოთ აზრი და ვისწავლოთ მათთან ერთად ცხოვრება და მათზე ზრუნვა.  ჩვენ ამ სტატიაში მცენარეზე, როგორც მხოლოდ ინტერიერის ნაწილზე არ ვისაუბრებთ; ამის გარდა, მათ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი თვისებაც აქვთ - ისინი ჩვენს ბინაში ჰაერს წმენდენ, ატენიანებენ, გაგიკვირდებათ და აურაზეც მოქმედებს მათი არსებობა ბინაში.

გიფიქრიათ, რამხელა ზიანის მომტანია დაბინძურებული, გამომშრალი ჰაერი? ის არა მხოლოდ ჩვენს ვიზუალურ მხარეზე აისახება, არამედ შინაგანად, ორგანიზმისთვისაც დიდი საფრთხის მომტანია. სწორედ ამ საფრთხეების მინიმიზაციაში გვეხმარება ოთახის მცენარეები. ერთ-ერთი ასეთია პალმა არეკა, იგივე დიფსისი, რომელიც იდეალურად ატენიანებს და ასუფთავებს ჰაერს მავნე მინარევებისაგან. თავის მხრივ, ეს მცენარე არის ძალიან უპრეტენზიო, ადვილად მოსავლელი, უყვარს სინათლე, მზე და წყალი.

ბევრ ოჯახში ალბათ შეგხვედრიათ ე.წ. ფულის ხე, რომელიც ბარაქასთან ასოცრიდება. ალბათ ამიტომ, ზოგიერთი პატრონი მათ უხვად რწყავს. არადა ის სუკულენტების ჯგუფს მიეკუთვნება და წყალი დიდად არ უყვარს.

ინტერიერის მცენარეებზე საუბრისას, არ უნდა გამოგვრჩეს ულამაზესი და უნაზესი ზეთისხილის ხე. ალბათ დამეთანხმებით, ეს საოცარი მცენარეა, რომელსაც  კომფორტი შეაქვს ნებისმიერი ტიპის სივრცეში - საოფისე იქნება ეს თუ საცხოვრებელი. მას განსაკუთრებულ სილამაზეს სწორედ თავისი ელეგანტური და მინიმალისტური ფორმები სძენს, და ამიტომაც უხდება ყველა ინტერიერს. მისი მოვლა და შენარჩუნება კი საკმაოდ მარტივია.

სამოთხის ჩიტად წოდებული (,,Bird of Paradise”) ასევე საკმაოდ ლამაზია, მაგრამ მას არც ისე ხშირად ვხვდებით ინტერიერებში, ალბათ იმიტომ, რომ შედარებით რთული მოსავლელია. ამ ყვავილების უმეტესობას არ უყვარს მზე და არც მისი შენობაში გახარებაა მარტივი. თუმცა, იქნებ თქვენ ხართ ის იშვიათი გამონაკლისი, ვინც ამას შეძლებს?!

ყველა მვცენარეს აქ, ცხადია, ვერ განვიხილავთ. მთავარი ის არის, რომ აუცილებლად გამოიძებნება ყველა ადამიანისთვის მოსაწონი მცენარე, რომელიც ჩვენს გემოვნებაში და ინტერიერში ერთნაირად ჩაჯდება, მთავარია გვიყვარდეს მათთან ურთიერთობა და მათზე ზრუნვა.

ხშირად გამიგია, რომ მათ ადამიანებივით უნდა ელაპარაკო თურმე, ესმითო, გვიჯერებენო. ალბათ ასეცაა.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: