17 ქვეყანა და 200-ზე მეტი მონაწილე - 27 და 28 მაისს Crew Central Asia 2021 გაიმართა | Property Georgia

17 ქვეყანა და 200-ზე მეტი მონაწილე - 27 და 28 მაისს Crew Central Asia 2021 გაიმართა

ავტორი: ანი კაკურია

2021 წლის 27 და 28 მაისს, ტაშკენტში ფორუმი Crew Central Asia 2021 გაიმართა. ღონისძიებას  200 – ზე მეტი საერთაშორისო ექსპერტი ესწრებოდა, კომერციული და საცხოვრებელი უძრავი ქონების სფეროდან.

ფორუმზე შეიკრიბნენ არქიტექტორები, ურბანისტები, დეველოპერები, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები, საოფისე და საცალო ფართების მოიჯარეები, ბროკერები, ასევე სამთავრობო უწყებებიოფიციალური პირები.

მთავარი და განმსაზღვრელი Urban Future - ქალაქების მომავალი იყო, თუმცა, გარდა ამისა, დისკუსიები 8 სხვადასხვა თემაზეც ჩატარდა.

  • ეკო – განვითარება;
  • ინვესტიციები განვითარებად ბაზრებზე;
  • ინოვაციები;
  • ინვესტიციების და პროექტის მენეჯმენტი;
  • დისტანციური მუშაობის და საოფისე ფართის მართვის ეპოქა;
  • ხელმისაწვდომი საცხოვრებლის მომავალი;
  • სტუმართმოყვარეობის, საცალო და ლოგისტიკური სეგმენტების, საცხოვრებელი და შერეული დანიშნულების ადგილების მომავალი;
  • ჭკვიანი საცხოვრებელი ადგილები;

უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმს ესწრებოდნენ ტურიზმისა და სპორტის მინისტრი და უზბეკეთის პრემიერ მინისტრის მოადგილე  აზიზ აბდუხაკიმოვი, აგრეთვე საფრანგეთისა და ინდონეზიის ელჩები ბრის როკფეილი და  სუნარიო კარტადინატა. ცერემონია აზიზ აბდუხაკიმოვმა გახსნა, თავის სიტყვაში ის მიესალმა ფორუმის მონაწილეებს 17 ქვეყნიდან, მიმართა დეველოპერებს, არქიტექტორებს, ბროკერებს, კონსულტანტებს  და აღნიშნა რომ უზბეკეთისთვის ძალიან მნივნელოვანია უძრავი ქონების ბაზარი და ხელისუფლება მზად არის ყველაფერი გაკეთოს, რათა უცხოელი ინვესტორი ჩამოვიდეს ქვეყანაში.
შემდეგი სიტყვით გამომსვლელი, ვიცე-პრემიერ მინისტრი აზიზ აბდუკაკიმოვი გახლდათ, რომელიც ფორუმის ორგანიზატორებს განსაკუთრებულად მიესალმა და მადლობა გადაუხადა ალია სერიკპაევას CREW ცენტრალური აზიის რეგიონის ღირსეული წარმომადგენლობისთვის და უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაცის FIABCI-ის მხარდაჭერისთვის.

ფორუმზე, სპიკერის რანგში ,,ფროფერთი ჯორჯიადან” მიწვეული იყო მმართველი პარტნიორი ლიკა ქარდავა, რომელმაც ისაუბრა საქართველოზე, როგორც ინვესიტრებისთვის ხელსაყრელ ქვეყანაზე. მან ხაზი გაუსვა ქვეყნის  ლიბერალურ ეკონომიკურ გარემოს, თავისუფალ ბაზარს და ტურიზმის განვითარების მაღალ  მაჩვენებელს. გამოსვლის ძირითადი აქცენტი კი ფორუმის თემატიკიდან გამომდინარე ქვეყნის ურბანულ განვითარებასა და  ისეთ ეკო-მეგობრულ პროექტებზე გაკეთდა როგორცააა , ,,პროკრედიტ ბანკის” სათაო ოფისი, ,,ლისი დეველოპმენტისა” და ,,ალიანს ჯგუფის” პროექტები.

მომავლის ქალაქებზე გააცნო თავისი მოსაზრებები დამსწრე საზოგადოებას Chapman Taylor Group- ის საბჭოს დირექტორმა კრის ლენკსბერმა. მან ისაუბრა გამოწვევებზე, რომლებიც მომავალში  ურბანული დიზაინის წინაშე დადგება. Chapman Taylor- ის მიდგომა ურბანული დიზაინისადმი აერთიანებს სოციალურ, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ მიდგომებს, რათა შეიქმნას ე.წ წარმატებული ადგილები და სივრცეები ადამიანებისთვის. კრის ლენკსბერმა აღნიშნა, რომ  მათი  ურბანული პროექტები მთელს მსოფლიოში, სპეციფიკურ პირობებზეა გათვლილი, მათ შორის გეოგრაფიულ, კლიმატურ, კულტურულ და არქიტექტურულ პირობებზე, რათა უზრუნველყონ მდგრადი საფუძველი, რომელშიც განვითარდება ადამიანებზე ორიენტირებული, მოქნილი მომავალი.

გარდა ზემოთ  ჩამოთვლილი მომხსენებლებისა, ფორუმის განმავლობაში ასევე გაიმართა მსოფლიო არქიტექტურისა და ურბანიზმის ვარსკვლავების  წარმოდგენები. ისეთების, როგორიცებიც არიან ჟაკ რუჟერი საფრანგეთიდან - ლეგენდარული ფრანგი არქიტექტორი-ოკეანოგრაფი, რომელმაც ააშენა წყალქვეშა ნაგებობა და 70 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა წყლის ქვეშ და  სამერ ელ საიარი სახელგანთქმული მთვარისა და მარსის ქალაქებისა და დასახლებების  დიზაინში, თანამშრომლობს NASA- სა და ელონ მასკთან;

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ინვესტორები არაბული ქვეყნებიდან,  მსხვილი დეველოპერები და ინვესტორები აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონიდან და მსოფლიო განვითარების პროექტების ექსპერტები, რომლებსაც მიღებული აქვთ ოსკარი უძრავი ქონების სფეროში FIABCI World Prix D'Excellence Award. პარტნიორობის ფარგლებში , ფორუმზე, ასევე ისაუბრეს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების Cushman & Wakefield, CBRE და PwC ექსპერტებმა.

უნდა აღინიშნოს, რომ CREW Central Asia 2021-ის  ორგანიზატორებმა შექმნეს  საპრეზენტაციო ზონა, სადაც ბაზრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაემართათ საქმიანი შეხვედრები, წარედგინათ პროექტები, ობიექტები და შეთანხმებულიყვენ  თანამშრომლობაზე.  ფორუმის განმავლობაში დამყარდა საქმიანი ურთიერთობები უძრავი ქონების ბაზრის სხვადასხვა მონაწილეებთან, მათ შორის FIABCI– ს ოფიციალურ წარმომადგენლებთან, საერთაშორისო კონსულტანტებთან, დეველოპერებთან და ქალაქ ტაშკენტის წარმომადგენლებთან.

CREW Central Asia უძრავი ქონების ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ცენტრალურ აზიაში, სადაც გაერთიანებულია ინვესტორები და ინდუსტრიის პროფესიონალები რეგიონის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, ფორუმი წელსაც დიდი წარმატებით ჩატარდა

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: