#propertymedia ლაგუნა ვერე | Property Georgia

#propertymedia ლაგუნა ვერე

ავტორი: ელენე ღვინჯილია

ბავშვობაში, როდესაც ლაგუნა ვერეს ჩავუვლიდი, სულ მაინტერესებდა ამ ლამაზი, ფერადი კედლის უკან რა ხდებოდა. წელს კი ეს ადგილი 40 წლის ხდება! დასანანია იმ ლამაზი ფასადის უკან, რომ დრო უკვე თითქოს კარგა ხანია გაჩერდა... ლაგუნა ვერე იყო ყველასთვის საყვარელი ადგილი, ალბათ არც არავის წარმოედგინა, რომ დადგებოდა დრო და მათი საყვარელი თავშეყრის ადგილი გახდებოდა მხოლოდ მოგონების და ისტორიის ნაწილი. ახლა აქ მხოლოდ უწყლოდ, ცარიელი, სარეველებით დაფარული ტერიტორიაა, რომელიც ძალიან რთული და საშიში სანახავი გახდა.

ისტორიას რომ გავყვეთ, კავკასიის რეგიონში ლაგუნა ვერე იყო პირველი სპორტული კომპლექსი, რომელიც დაპროექტდა და შეიქმნა არქიტექტორების შოთა ყავლაშვილის, რამაზ კიკნაძისა და გურამ აბულაძის მიერ. თავიდანვე თითქოს არც ქონდა კარგი ბედი ამ ადგილს, 1965 წელს კომპლექსის საპროექტო გეგმა დამტკიცდა, მომდევნო წელს დაიწყო მშენებლობა, მალევე შეჩერდა, 8 წლის შემდეგ კი ისევ განახლდა და მხოლოდ 1978 წლის 3 ოქტომბერს  გაიხსნა ლაგუნა ვერე ისეთი, რომლის ანალოგი სსრკ-ში იმ დროისთვის არსად მოიძებნებოდა.

ლაგუნა ვერემ, გარდა იმისა, რომ  საოცარი ისტორია შექმნა, ასევე აღზარდა არაერთი სპორტსმენი, მოცურავე, წყალბურთელი თუ წყალში მხტომელი. აქვე ეწყობოდა საერთაშორისო შეჯიბრებებიც, რადგან თავიდანვე იყო 5, 7 და 10 მეტრიანი კოშკურები თუ ტრამპლინები, რაც დღემდე არის შემორჩენილი.

ქართველი მხატვრის, ნიკოლოზ იგნატოვის მოზაიკური პანო  და ფერწერული მოხატულობაც დღემდე ამშვენებს ლაგუნა ვერეს გარე ფასადს, სწორედ იმ ფასადს, რომელიც ჩემი ბავშვობის დიდი ინტერესის ნაწილი იყო.

ლაგუნა ვერე თბილისის ერთ-ერთ სიმბოლოდაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომლის ასეთი ბედი ალბათ არავის წარმოედგინა... ლაგუნა ხალხის გარეშე არაფერია, მხოლოდ ცივი კედლები, მცენარეებით დაფარული ტერიტორია და უხალისოდ დარჩენილი ტრიბუნა. 

მთავარია, ოდესმე შევძლოთ ლაგუნას ძველი დიდების დაბრუნება და მასთან ერთად ახალი უფრო საინტერესო და ფერადი ისტორიის დაწყება.

 

ფოტოს წყაროები:

  • ტაბულა
  • Commersant.ge

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: