FIABCI-Georgia ახალ მმართველ გუნდს აანონსებს | Property Georgia

FIABCI-Georgia ახალ მმართველ გუნდს აანონსებს

ჩემთვის დიდი პატივია ვემსახურო უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს წარმომადგენლობას, FIABCI-Georgia-ს.

მოხარული ვარ, რომ ქალი მეწარმეებით შექმნილ არაჩვეულებრივ მმართველ გუნდთან ერთად წვლილი შეგვაქვს ჩვენი ფედერაციის და სექტორის განვითარებაში.

უღრმეს მადლობას ვუხდი FIABCI-Georgia-ს პირველ პრეზიდენტს, ქეთი ტაბატაძეს და ვიცე-პრეზიდენტ ნუცა აბრამიშვილს ჩვენი გაერთიანების წარმატებული ხელმძღვანელობისთვის. ასევე, ღონისძიებების მენეჯერს, ნინი კუჭავას მისი წვლილისთვის.

ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ ქეთი ტაბატაძეს FIABCI- Georgia-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, ხოლო ნუცა აბრამიშვილს - ვიცე-პრეზიდენტის და მომავალი არჩეული პრეზიდენტის როლში.

ჩვენი სიძლიერე ჩვენი წევრები და დირექტორთა საბჭოს გამორჩეული შემადგენლობაა.

დარწმუნებული ვარ, რომ უძრავი ქონების სფეროს ლიდერებისგან შემდგარ დირექტორთა საბჭოსთან, კომიტეტებსა და საპატიო წევრებთან ერთად, წინ მრავალი წარმატებული წელი გვაქვს. წამყვანი დეველოპერული, საბროკერო და საკონსულტაციო კომპანიები პრინციპულ როლს ასრულებენ ადგილობრივი უძრავი ქონების სექტორისა და ჩვენი წარმომადგენლობის განვითარებაში.

FIABCI-Georgia-ს სახელით მადლობას ვუხდი FIABCI-ის 2018-2019 წლების მსოფლიო პრეზიდენტს, ასენ მაკედონოვს, ფედერაციის გენერალურ მდივანს, ნარეკ არაკელიანს და FIABCI-ის მთელ გუნდს, რომელიც FIABCI-Georgia-ს ჩამოყალიბების დღიდან მხარდაჭერას უწევდა ჩვენს წარმომადგენლობას.

ასევე, მადლიერი ვარ FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტების - ვალიდ მოუსას (2019-20 წწ.), ფლორენტინო დულალიასა (2020-21 წწ.) და ჟორდი რიბოსი (2021-22 წწ.), ვიცე-პრეზიდენტ სიუზენ გრინფილდის და საერთაშორისო კონფერენციების კომიტეტის პრეზიდენტს, კატერინა პილიპჩუკს, ჩვენი მეგობარი წარმომადგენლობების სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც მუდმივად მხარს უჭერდნენ და აძლიერებდნენ FIABCI-Georgia-ს.

უძრავი ქონების და სამშენებლო სფეროს ადგილობრივ კომპანიებთან თანამშრომლობით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - საქართველოს ბანკისა და უძრავი ქონების წამყვან კომპანიათა მხარდაჭერით ჩვენ ჩავატარეთ ისეთი მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიები, როგორიცაა "მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა" და "ენერგოეფექტურობა შენობებში", ასევე ონლაინ-ვებინარები და თემატური შეხვედრები საინვესტიციო შესაძლებლობების თაობაზე.

ჩვენი ერთობლივი მისიაა, საქართველო დავაპოზიციონიროთ უძრავი ქონების გლობალურ რუკაზე და ძალები არ დავიშუროთ ჯანსაღი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად.

ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანაორგანიზებით იგეგმება უძრავი ქონების პროექტების პირველ ეროვნული დაჯილდოება და გალა-ღონისძიება National Prix d'Excellence Georgia Awards, რომელიც მოიცავს გამოფენა Caucasus Build-ს, დეველოპერთა გამოფენას, ქვეყნების პრეზენტაციებს, კონფერენციებს, საგანმანათლებლო ტრენინგებს და უძრავი ქონების საინვესტიციო ტურებს.

FIABCI-Georgia ხელს შეუწყობს საქართველოში უძრავი ქონების სფეროს გამჭვირვალე, მდგრად და ინკლუზიურ განვითარებას და საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით ეკო-მეგობრული და მომავალზე გათვლილი პროექტებისთვის ინვესტიციების მოზიდვას.

ლიკა ქარდავა
პრეზიდენტი, FIABCI-Georgia
 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: