#propertymedia თუკი მოგზაურობა გიყვართ | Property Georgia

#propertymedia თუკი მოგზაურობა გიყვართ

ავტორი : ელენე ღვინჯილია

ყველა ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით სხვადასხვა წესი და მიდგომა არსებობს, რაც, ცხადია, ეფუძნება ოჯახის მსყიდველუნარიანობას, და ასევე, ქონების შესაძენად საჭირო ნებართვებისა და დოკუმენტაციის მოპოვებას. მოკლედ, ნამდვილი ხათაბალაა. ალბათ ამიტომაც,  მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საკმაოდ დამკვიდრდა ალტერნატიული ტენდენცია, როცა ოჯახებმა უძრავი ქონების ნაცვლად „მოძრავი სახლების“ შეძენა გადაწყვიტეს.  სასკოლო ავტობუსები, ე.წ. ფურგონები და სხვა.  რომლებსაც შეძენის შემდეგ თავისი გემოვნებით აწყობენ რისკიანი და თავგადასავლების მოყვარული ოჯახები, რათა შემდეგ თავიანთი ოცნებები რეალობად აქციონ, ბევრი იმოგზაურონ, და ამავდროულად სულ სახლში იყვნენ. საინტერესო თავგადასავლები, თან სახლიდან გაუსვლელად?!  - კარგი იდეაა!

მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვისაც ძალიან მოწონს ეს იდეა და სიამოვნებით მოვივლიდი საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულს საკუთარი „მოძრავი სახლით“.

მოდით, ჯერ ერთად განვიხილოთ ასეთი „მოძრავი საკუთრების“ მოწყობის რამდენიმე ვარიანტი.  

ერთ-ერთი ვარიანტია, მინიმალისტური სტილი, ფერები თბილი და ინტერიერი რაც შეიძლება კომფორტული. მსგავსი ტიპის საცხოვრებელში შეგვიძლია ბევრი სხვადასხვა ზომისა და ფორმის თაროების გაკეთება, რაც თავის მხრივ, ფართის მაქსიმალურად ერგონომიულად ათვისების შესაძლებლობის გარანტია. კომფორტული მინი-ტახტი, მის ზემოთ კი პატარა კიბეები, საძინებელი სივრცისკენ. საძინებელში, რა თქმა უნდა, მხოლოდ საწოლი ზედაპირი იგულისხმება, მაგრამ რბილი და კომფორტული. ყველაზე საინტერესო, ალბათ, სამზარეულოს ნაწილია - ბევრი სათავსოთი და  პატარა კარადებით. პატარა მაგიდა და სკამი, არა, ალბათ 2 სკამი აჯობებს, რომლებსაც საღამოს გარეთაც გამოვიყენებთ; მთელი დღის მოგზაურობითა და ემოციებით დაღლილები,  გარეთ, სიმშვიდეში რომ ჩამოვსხდეთ, კოცონის წინ, ან მის გარეშეც,  და ბუნებასთან სრული ჰარმონიით დატკბეთ.

როგორც აღმოჩნდა, ზოგი დიდად არც კი ცვლის მანქანის ინტერიერს,  მოსწონს პირვანდელი სახით მისი დატოვება. ამ კატეგორიის დევიზია „მეტი ჰარმონიული ურთიერთობა ბუნებასთან და ნაკლები კომფორტი“.  ამ კატეგორიის ადამიანები უპირატესობას კარვებში ღამის გათევას ანიჭებენ,  რაც ასევე უფრო ბიუჯეტურიცაა და სხვა ტიპის გამოცდილებას სძენს მათ.

განსაკუთრებით სახალისოა მოძრავი სახლის გარეგნულ იერსახეზე ზრუნვაც. ფერების ფართე არჩევანი არსებობს, თქვენი გემოვნებითა და განწყობით შეგიძლიათ შეარჩიოთ პალიტრა და დიზაინი.  იყავით კრეატიული და გაბედული. შეღებვის პროცესი ხომ ძალიან კარგი გასართობიცაა და დაუვიწყარ მოგონებასაც დატოვებს თქვენი მოგზაური ოჯახის ისტორიაში.

თუკი ნაკლებად რისკიანი ხართ და თავდაპირველად ისურვებდით გამოცადოთ თქვენი შესაძლებლობები და დამოკიდებულება ასეთი „მოძრავი სახლების“ მიმართ, საქართველოშიც არსებობს მსგავსი დასასვენებელი ადგილი. შეგიძლიათ ესტუმროთ და შემდეგ გადაწყვიტოთ, გიღირთ თუ არა ამ ავანტიურაში ჩაბმა და სამოგზაურო თავგადასავლების თქვენი ცხოვრების მთავარ მიმართულებად ქცევა.

მე წარმატებას გისურვებთ!

ფოტოს წყარო:

  • Shin.ge
  • Pinterest
  • Business-insider

propertygeorgia.ge

  

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: