#propertymedia როგორია ინტერიერის დიზაინის Prada და Louis Vuitton-ი? | Property Georgia

#propertymedia როგორია ინტერიერის დიზაინის Prada და Louis Vuitton-ი?

ავტორი: ელენე ღვინჯილია

რიჩ ოუ გორმანმა ერთ დღესაც გადაწყვიტა თავისი ბინის შეცვლა, გაფერადება და საკუთარი გემოვნებით მოწყობა. ბინა მდებარეობს დიდ ბრიტანეთში, ისტორია კი სათავეს იღებს, იქიდან, რომ მან დაკარგა სამსახური და გადაწყვიტა მთლიანად გადართულიყო თავის საცხოვრებელ ადგილზე.  რემონტის შემდეგ ბინის სურათები განათავსა ,,ინსტაგრამის” გვერდზე, რამაც საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია.  

მისი  თქმით, საბოლოო ვერსია ბინის საოცრად ლამაზი იყო. სულ უნდოდა ფერადი, ხელით მოხატული, სხვადასხვა ფერებით შერეული კედლები, რომელიც პოზიტივს ასხივებდა. თავიდან ბევრისგან ესმოდა, რომ ეს შეიძლება დამღლელი ან ცოტა არასერიოზულიც კი ყოფილიყო, მაგრამ რიჩმა მიიღო შესანიშნავი შედეგი, ზუსტად ის რაც უნდოდა და თვლის, რომ ზოგადად ბინა უნდა ასხივებდეს და აჩვენებდეს მეპატრონის პიროვნებასა და გემოვნებას.

,,ჩემს სტილს მე აღვწერ, როგორც რეტრო ფუტურიზმს- ეს არის ტერმინი რომელიც გამოიყენება მოდისთვის, ისეთი დიზაინერებისთვის, როგორიცაა Prada და Louis Vuitton, მაგრამ მე ვგრძნობ, რომ ეს სახლის ინტერიერში, ჟღერს, როგორც უამრავი რეტრო ფერის პალიტრა, ტექსტურის თამამი, წარმოუდგენელი ფერების არჩევით!“

რიჩის ინსპირაცია, Prada და Louis Vuitton-ი გახლდათ, ეცადა მთლიანად გადმოეტანა ყველაფერი ინტერიერის დიზაინში, რაც აისახება კიდეც ბევრი სხვადასხვა ფორმითა და ფერით.

როგორც თავად ამბობს, ბინის საუკეთესო დეტალად ანანასის ფორმის ჭაღს მიიჩნევს, რომელიც სილამაზისა და დახვეწილობის გარდა ერთგვარ მნიშვნელობასაც ატარებს - საჩუქარი ბებიისგან, რაც საკმაოდ კარგად ჩაჯდა ინტერიერში.

მისი აზრით, ხალხს ეშინია ფერებთან თამაში, მათი შეხამება, გადაყვანა, რაც ნამდვილად სარისკოა, მაგრამ შედეგია საოცრად ლამაზი. ფერები გვაძლევს სხვადასხვა იდეას და შესაძლებლობას, რაც ავეჯის ყიდვის დროსაც ძალიან გვეხმარება. თითქოს მიმართულებასაც გაძლევს რა უნდა იყოს ამა თუ იმ ადგილას კონკრეტულად. ასეთი ნივთია მისთვის სამზარეულოს მაგიდა და სკამები, დახვეწილი, ლამაზი და ძალიან უცხო.

რიჩ ოუ გორმანის ბინა ნამდვილად გამორჩეულად ლამაზია, აქ შეხვდებით ყველა დროის ნივთს, ყველა ფერს, რაც საბოლოო ჯამში გვაძლევს დახვეწილ და უცხო სამყოფელს. მთავარია არ შეგვეშინდეს ექსპერიმენტების.

წყარო:

Apartment Therapy

BY VIV YAPP

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: