#propertymedia კვირის აღმოჩენა: ზაფხულის ეზო ,,ჰა მაკი”-სგან | Property Georgia

#propertymedia კვირის აღმოჩენა: ზაფხულის ეზო ,,ჰა მაკი”-სგან

ავტორი: ელენე ღვინჯილია

საკმაოდ ცხელი ზაფხულისგან თავის დაღწევას ყველა სხვადასხვანაირად ცდილობს. ზოგი ზღვაზე მიეშურება, ირუჯება, ტკბება მზითა და სითბოთი, ზოგი  აგარაკზე წასული ცდილობს სიცხესთან გამკლავებას, ზოგი კი, გარკვეული მიზეზების გამო, ჯერ ისევ თბილისშია. ყველას გვჭირდება ქალაქიდან გასვლა და ზაფხულის კარგად გატარება. ამ ყველაფრისთვის  კი ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ლამაზ და კომფორტულ ინტერიერსა და ექსტერიერში დასვენების შესაძლებლობაა, რაც ჰარმონიულ გარემოში შვებულების გატარების გარანტიაა.  

მინდა გაგაცნოთ ერთი ნიჭიერი ქართული ოჯახი - მარი და გიორგი ჟორჟოლიანები, მცირე ბიზნესით -,,ჰა მაკი“. მათი მცირე საოჯახო ბიზნეს იდეა კოვიდ სიტუაციაში დაიბადა. თბილისში, საკუთარ სახლში გამოკეტილებმა მოიფიქრეს და წამოიწყეს ეს საქმე, მცირე ბიუჯეტითა და დიდი სამომავლო გეგმებით.  

თავიდაპირველად ჰამაკისთვის ხის სადგამებს ამზადებდნენ, მოგვიანებით ფერადი ჰამაკების შექმნაც დაიწყეს. თანდათან უფრო და უფრო გაამრავალფეროვნეს საკუთარი იდეა და ამჟამად თითქმის ყველა სახის ნივთს ქმნიან ეზოებისთვის, აგარაკებისთვის, სახლებისთვის. დარწმუნებული ვარ, თუკი ნახავთ, ძალიან მოგეწონებათ და აუცილებლად მოგინდებათ რაიმე შეიძინოთ თქვენი ზაფხულის გასალამაზებლად.

პატარა სახელოსნო, სადაც მარი და გიორგი ამ ნივთებს ამზადებებ, ასევე საკუთარი ხელებით ააშენეს თავიანთ ეზოში.  ეს, ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ  ამავდროულად ძალიან შრომატევადი ბიზნესია; ნაკეთობის დიზაინის შექმნასმასალის შერჩევას, დამუშავებას და საბოლოო სახის მიცემას, საკმაოდ დიდი დრო და ენერგია მიაქვს.  მაგრამ ნამდვილად ღირს ამად. შედეგად, მათ მიმხმარებლამდე მიაქვთ საოცრად დახვეწილი ნივთებისა თუ ავეჯის დიდი არჩევანი. მათი მთავარი მამოძრავებელი ძალა და მოტივაცია მომხმარებლის შეფასება და მოწონებაა, რისთვისაც ენერგიას და ძალისხმევას არ იშურებენ.

სამომავლო გეგმებზე მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ჯერ კიდევ სწავლობენ, ვითარდებიან, ცდილობენ, უფრო გაამრავალფეროვნონ თავიანთი საქმიანობა, სხვადასხვა გემოვნების მომხმარებლების სურვილების გათვალისწინებით. კმაყოფილი მომხმარებლებიც ნამდვილად არ აკლიათ.

აქვთ ამბიცია, იყვნენ პირველები, შეძლონ ყველას დაუმტკიცონ,  რომ მათ პატარა ბიზნესს აქვს დიდი მომავალი და პოტენციალი. ეს თავგადასავალია, რომლის გავლა მარის და გიორგის თქვენთან ერთად სურთ.

propertygeorgia.ge

propertygeorgia.ge

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: