#propertymedia მედია მუზეუმი | Property Georgia

#propertymedia მედია მუზეუმი

ავტორი: ელენე ღვინჯილია

იცოდით, რომ საქართველოში ერთადერთი მედია მუზეუმი არსებობს?! იგი ფუნქციონირებს ქალაქ ზუგდიდში.

მედიამუზეუმის შექმნის იდეის ავტორი საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი მარინე დამენია გახლავთ. იგი ამჟამად ამ მუზეუმს ხელმძღვანელობს. ქალბატონი მარინე გვიყვება, რომ 2007 წლიდან 2013 წლამდე დამოუიდებლად ეწეოდა ექსპონატების მოკვლევასა და შეგროვებას. მან სხვა ენთუზიასტებთან ერთად მთელი რიგი წინასამუშაოები ჩაატარა მუზეუმის დასაფუძნებლად. თავმოყრილმა ექსპონანტებმა შესაძლებელი გახადეს მედიამუზეუმის დაფუძნება ამჟამად მუზეუმში 2200 ექსპონატი ინახება მათ შორის 430 დასახელების გაზეთი, რომელთგან უძველესი 1896 წლით თარიღდება. აქვე ინახება პოლიგრაფიული ბეჭდვის უიშვიათესი ნიმუშები: გაზეთის კლიშე, რეტუში, ლინოტიპი. აქვეა ფოტო არქივი, სამეგრელოსა და ზუგდიდის მედიის ისტორია, ჟურნალისტთა მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური მასალები, პირადი ნივთები, ავტოგრაფები, უნიკალური არქივი.

წარსულს მიეცა ის დრო, როდესაც ასოთამწყობის მიერ ხდებოდა თუთიისგან ჩამოსხმული ასოებით ტექსტების აწყობა. ხშირად, ელექტროძრავების არ ქონის გამო, საბეჭდ დაზგებს ხელით ატრიალებდნენ. შემდეგ შემოვიდა სტრიქონჩამომსხმელი მანქანები. ყველაფერი ეს ჩვენს კომპიუტერულ ეპოქაში დავიწყებულია და ამდენად საინტერესო. მუზეუმში დაცულია ფოტოკორესპონდენტ რეზო ფიფიას მემორიალური ექსპონატები: უძველესი ფოტოაპარატები, ხმის ჩამწერები, ჩასაწერი ფირები, ტექნიკური საშუალებები,  მეოცე საუკუნის 30-იანი წლების რადიო, მაშუქიანი ფოტოაპარატი და სხვა.

პირველი სტამბა ზუგდიდში 1897 წელს  დაარსებულა, რომელშიც იბეჭდებოდა საქორწილო და სამგლოვიარო სუფრებზე მოსაწვევები. 1921 წელს ამ სტამბამ დაბეჭდა პირველი გაზეთი ,,ავრორა“. ,,ავრორა“ გახდა ზუგდიდის ბეჭდვითი მედიის პირველი მერცხალი.

მედია მუზეუმი ინახავს ბევრ ისეთ პერიოდიკას, რომელიც მხოლოდ ამ მუზეუმის საკუთრებაა. ბეჭდურ გაზეთამდე, ზუგდიდში, ხელნაწერი გაზეთიც არსებულა. ეს გახლავთ - ,,ლე რამბავია“, რომელიც ფრანგულენოვანი იყო და მას რედაქტორობდა კლოდ რიბო. გაზეთი 1890 წლიდან გამოიცემოდა. დღემდე მისი ერთადერთი ეგზემპლარია შემორჩენილი, რომელიც ინახება დადიანების მუზეუმში, ხოლო მედიამუზეუმი ამ გაზეთის ასლს ინახავს. ეს ნომერი 1892 წლითაა დათარიღებული.

მუზეუმში დაცული უნიკალური გაზეთებიდან აღსანიშნავია მეგრულენოვანი ,,ყაზაყიშ გაზეთი“, რომელიც 30-იან წლებში გამოიცემოდა.

მედია მუზეუმი 2200 ექსპონატს ითვლის და იგი ერთ ოთახში ფუნქციონირებს ამჟამად. თუმცა, მუზეუმის სულისჩამდგმელი მარინე დამენია  ყველა დაინტერესებულის გულღია მასპინძელია.

propertygeorgia.ge

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: