#propertymedia მართლმსაჯულების სასახლე | Property Georgia

#propertymedia მართლმსაჯულების სასახლე

ავტორი: ელენე ღვინჯილია

ასე უწოდებენ ხშირად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ულამაზეს შენობას, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ გამორჩეულ ნაგებობასა და ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს თანამედროვე თბილისში. ეს უნიკალური შენობა ყურადღებას იქცევს თავისი არქიტექტურით, მთაწმინდის უბნის დამთვალიერებლებს კი სამუდამოდ ამახსოვრებს თავს.

XIX ს -ის ბოლოს თბილისში, ცნობილი პოლონელი არქიტექტორის ალექსანდრე შიმკევიჩის პროექტით რამდენიმე შენობა აიგო. 1885-1891 წლებში ა.შიმკევიჩი თბილისის არქიტექტორად მუშაობდა. სწორედ მისი ქმნილებებია: შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის შენობა, თბილისის კონსერვატორიის შენობა, ასევე აბრეშუმის მუზეუმის ულამაზესი ნაგებობა. შიმკევიჩი ითვალისწინებდა ქართველი ხალხის უძველეს არქიტექტორულ-კულტურულ ტრადიციებს, სწორედ ამიტომ ითვლება მისი ნამუშევრები დღემდე მატერიალური კულტურის ძეგლებად.

 ,,მართლმსაჯულების სასახლე“ 1894 წელს დაუსრულებია არქიტექტორს. სასახლის ფასადები რენესანსულ-ბაროკოს სტილშია გადაწყვეტილი. სასახლის ვესტიბიულს ამშვენებს მარმარილოთი და გრანიტით  მოპირკეთებული უნიკალური კიბე; საუცხოოა ინდივიდუალური პროექტით ნაგები დარბაზები, კაბინეტები, მოსაცდელები. ერთ-ერთ დარბაზში, ოპერისა და ბალეტის თეატრის ბროლის ჭაღის სრული ანალოგი იწონებს თავს. თუმცა, ის  ორიგინალთან შედარებით მცირე მასშტაბისაა.

ისტორიული დარბაზის კედლებს ახსოვთ ილია ჭავჭავაძის მკვლელთა სასამართლო პროცესები და ამ პროცესზე ილიას ქვრივის ღირსეული სიტყვა.

რეჟისორებს აღაფრთოვანებდათ ეს სივრცე. ამიტომაცაა, რომ ის ბევრ დოკუმენტურ ფილმებში გვინახავს. საკმარისია დავასახელოთ თენგიზ აბულაძის ,,მონანიების“ სასამართლო სცენა. გიგა ლორთქიფანიძის ,,დათა თუთაშხიაში“ გრაფი სეგედის სამუშაო კაბინეტი და მრავალი სხვა.

მეოთხე სართულის ვესტიბულში არქიტექტორ კოტე მემანიშვილის კომპოზიციას ვნახავთ. ესაა შავ-თეთრი სფერო, რომელიც კეთილისა და ბოროტების მარადიული ბრძოლის სიმბოლოა. მის ოქროსფერ სარტყელზე კი რუსთაველის ცნობილი აფორიზმია: ,,ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“.

ფოტოს წყარო: 

supremecourt.ge

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: