#propertymedia როგორია ტურიზმის აღდგენის ტენდენცია საქართველოში? | Property Georgia

#propertymedia როგორია ტურიზმის აღდგენის ტენდენცია საქართველოში?

ავტორი: ანი კაკურია

ტურიზმი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაზე. ტურისტული ბიზნესი მჭიდრო კავშირშია სხვადასხვა სექტორთან და ხელს უწყობს ყველა მომიჯნავე სფეროს გაჯანსაღებას. საქართველოში ტურიზმი ეკონომიკის პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის აღნიშნულ სექტორზე დამოკიდებულება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. პრეპანდემიური მდგომარეობით, 2019 წელს ტურიზმის წილი საქართველოს მშპ-ში 8.1%-ს შეადგენდა.

პანდემიით გამოწვეულმა ქვეყნის ჩაკეტვამ, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედა განვითარების პროცესებზე. რა ვითარებაა დღეს? პირველი ივნისიდან გაიხსნა სახმელეთო საზღვრები ტურისტებისთვის, ასევე დასაშვები გახდა კვების ობიექტების შაბათ-კვირას შიდა სივრცეებში საქმიანობა, რაც დამატებით მნიშვნელოვანი სტიმული გახდა ტურიზმის აღსადგენად.  უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველომ გადაწყვიტა მოეხსნა შეზღუდვები სრულად აცრილი მოგზაურებისთვის. ყველა ვიზიტორს, ვისაც მიღებული აქვს კოვიდ-19 ის ნებისმიერი ვაქცინის ორი დოზა, შეუძლია საქართველოში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური შედეგის წარდგენის ვალდებულების გარეშე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით, 2021 წლის 5 თვის შედეგებით, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებში 87%-იანი კლება ფიქსირდება 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით (და 73%-იანი კლება 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით). თუმცა, 2021 წლის მაისის თვის შედეგებით, 2020 წლის მაისთან მიმართებით, 74%-იანი ზრდა გვაქვს.

propertygeorgia.geწყარო: Recov.ge

Recov.ge-ის მონაცემებით საქართველოში ტურისტები ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან შემოდიან: რუსეთი, აზერბაიჯანი,სომხეთი, თურქეთი, უკრაინა. მზარდია სართაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებიდანაც.

საყურადღებოა, რომ საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის 1კვარტალში 2021 წლის 1 კვარტთალთენ შედარებით საერთაშორისო ვიზიტორების მაჩვენებელი ნაკლებია რეზიდენტი ვიზიტორების მაჩვენებელზე. ვინაიდან ადგილობრივ ტურიზმს მთლიან ტურიზმში მცირე წილი აქვს და მხოლოდ 28.5%-ს შეადგენს, ზემოთ აღნიშნული კვლევის მიხედვით მოსალოდნელია, რომ კრიზისს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება სასტუმროების ინდუსტრიასა და ეკონომიკაზე, აღდგენის პროცესი კი ხანგრძლივი იქნება.

სურათს რომ უფრო მსხვილი მასშტაბით შევხედოთ,  მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) 2021 წლის მაისის კვლევის მიხედვით, სფეროს ექსპერტები საერთაშორისო ტურიზმის 60%-ით აღდგენას 2022 წლისთვის ვარაუდობენ.

გარდა ამისა, საინტერესოა იმ ქვეყნების ვაქცინაციის პოლიტიკა და პროგნოზები, რომლებსაც გავლენა აქვთ საქართველოს ტურიზმზე (რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, უკრაინა და ევროკავშირის ქვეყნები). Recove.ge-ის ინფორმაციით, საჯარო პირებისა და ჯანდაცვის დაწესებულებების ინფორმაციით, ვაქცინაცია პროგნოზირებულია ამ ქვეყნებში მთლიანი მოსახლეობის 40-70%-ში 2021 წლის ზაფხულის დასასრულიდან წლის ბოლომდე. რთულია იმის გარანტირება, რომ ეს პროგნოზები სრულად რეალიზდება, თუმცა, ამ წინაპირობის გათვალისწინებით, საქართველოში საერთაშორისო ტურიზმს ექნება პოტენციალი, რომ 2021 წლის ბოლოსთვის 2019 წელთან შედარებით 30%-35%-ით  გაიზარდოს. აღიშნული ზრდა  ძირითადად ზაფხულის სეზონის ხარჯზე ივარაუდება.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში დაწყებულია და ამ მომენტისათვის,  აცრილია 357106 ადამიანი, რაც შეადგენს მოსახლეობის 10%-ს. (წყარო: stopcov.ge). ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის და ზოგადი ეპიდ ვითარების გათვალისწინებით, ბოლო დღეებში საქართველო ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანასთან ერთად ე.წ. წითელი ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა. თუმცა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განაცხადებით, ქვეყნების სია ორ კვირაში ერთხელ ახლდება და ერთიანი ძალისხმევით, ე.წ. მწვანე ქვეყნების სიაში შეგვიძლია დაბრუნება.

და ბოლოს, შეიძლება ითქვას, რომ ერთი მხრივ, ქვეყნის „გახსნა“ შვების  მომტანია ტურიზმის სექტორისთვის, თუმცა, მეორეს მხრივ, ეს თამამი ნაბიჯი პანდემიის კუთხით ახალი რისკის წინაპირობად შეიძლება იქცეს. მიუხედავად ამისა, უკეთესის იმედით და მაქსიმლური სიფრთხილით უნდა შევძლოთ ტურიზმის აღდგენის ტენდენციის შენარჩუნება, რისი ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ვაქცინაცია და რეკომენდაციების დაცვაა.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: