#მწვანემშენებლობა - მწვანე შენობების უპირატესობები | Property Georgia

#მწვანემშენებლობა - მწვანე შენობების უპირატესობები

Property Georgia
PROPERTY GEORGIA
დამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი
Property Georgia
PROPERTY GEORGIA
მმართველი პარტნიორი

სწრაფად მზარდი ურბანიზაციის და განაშენიანების პირობებში საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2060 წლისთვის მშენებლობების მოცულობა დღევანდელთან შედარებით გაორმაგდება. ამ ტენდენციის გათვალისწინებით მოსალოდნელია გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის ზრდა -  თუ არ დაჩქარდება ეკო-მეგობრული მიდგომების დანერგვა მშენებლობის სექტორში. ეკოლოგიის დაბინძურების და გლობალური დათბობის მიზეზი გამოყოფილი სათბური აირებია, ხოლო ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს სამშენებლო სექტორს -  მსოფლიოში CO2-ის ემისიის 28% სწორედ აღნიშულ სფეროზე მოდის, საიდანაც 60%-ი ელექტრო და გამათბობებლი სისტემების ხარჯზეა.
გამოსავალი კი  მწვანე შენობებშია და მათი ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა გარემოზე, კლიმატზე და ბუნებრივ რესურსებზე ზიანის შემცირებაა. ჭკვიანი  და მწვანე ტექნოლოგიების შედეგად სამშენებლო სექტორს აქვს ყველაზე დიდი პოტენციალი სათბური აირების გაფრქვევების   -  ემისიის მნიშვნელოვნად შესამცირებლად. სწორედ ამ მიზეზით, მთელ მსოფლიოში, მტკიცებულება იზრდება, რომ მწვანე შენობებს მრავალი სარგებელი მოაქვს.

მწვანე შენობებს შეუძლიათ არა მხოლოდ შეამცირონ ან აღმოფხვრან გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება, ნაკლები წყლის, ენერგიის ან ბუნებრივი რესურსების გამოყენებით, არამედ მათ შეუძლიათ - ხშირ შემთხვევაში - დადებითად იმოქმედონ გარემოზე -  გამოიმუშაონ  საკუთარი ენერგია ან გაზარდონ ბიომრავალფეროვნება.

რა უპირატესობები აქვს  მწვანე შენობებს ?
ეკო-მეგობრული  მშენებლობა მოიაზრებს იმგვარი მასალების გამოყენებას და პროცესების დანერგვას, რომლებიც რესურს-ეფექტურია და  შენობის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში გარემოს არ აბინძურებს. არსებობს სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ მწვანე შენობების შენება ძვირადღირებული გადაწყვეტილებაა და მეტ ინვესტიციას მოითხოვს, თუმცა ბოლო წლებში  მსოფლიოში გაიზარდა მათზე მოთხოვნა  იმ მრავალი უპირატესობის წყალობით, რაც მწვანე შენობებს აქვთ ტრადიციული მეთოდით ნაშენებ ნაგებობებთან შედარებით, გრძელვადიან პერიოდში.

პირველ რიგში, უნდა აღინოშნოს ექსპლუატაციაში შესული მწვანე შენობების ოპერირების და ტექნიკური მოვლა-პატრონობის დაბალი თვითღირებულება, სწორედ ისეთი რესურსების ეფექტიანი გამოყენების ხარჯზე როგორიცაა წყალი და ელ. ენერგია. შედეგად შესაძლებელია კომუნალური ხარჯების მესამედის დაზოგვა. მიუხედავად იმისა, რომ მწვანე შენობის მშენებლობა შეიძლება იყოს ოდნავ უფრო ძვირი ვიდრე ტრადიციულის, მწვანე შენობების ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების შემცირებული ხარჯები მათ ბევრად უფრო იაფს გახდის გრძელვადიან პერსპექტივაში.

მწვანე შენობების არქიტექტორები და დიზაინერები მაქსიმალურად ცდილობენ შეამცირონ არაგანახლებადი ენერგიის წყაროებზე დამოკიდებულება და  უპირატესობას მზის პანელებს ანიჭებენ.  მზის ენერგიის მაქსიმალურად ასათვისებლად აპროექტებენ სარკმელებს ისე, რომ  მეტი ბუნებრივი განათების წყარო შეიქმნას და შესაბამისად, ამით ამცირებენ ხელოვნური შუქის გამოყენების საჭიროებას; ეს და სხვა მეთოდები უზრუნველყოფს შენობაში ენერგიის ეფექტიან ათვისებას. ენერგოეფექტურობის მიღწევა აუცილებელია არა მხოლოდ მაცხოვრებლისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რადგან  არაგანახლებადი ენერგიის წყაროები ძვირია და აბინძურებს გარემოს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია რა ხდება შენობის შიგნით - როგორ მოქმედებს შენობის  მობინადრეების კომფორტზე და ჯანმრთელობაზე შენობის საინჟინრო სისტემებში და მოპირკეთებისას გამოყენებული სამშენებლო მასალები,  ხომ არ გამოყოფენ ისინი ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს.. 
ამ შემთხვევაში საყურადღებოა განათების, ერგონომიკის, თერმული პირობების, აკუსტიკის და ჰაერის ხარისხი. შენობის შიგნით ხარისხიანი გარემო ნიშნავს მობინადრეების ჯანმრთელობას, ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს  ცხოვრების ხარისხს. 

ასევე,  მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება თუ რამდენად  ეფექტიანად იყენებს წყლის რესურსს შენობა. გონივრული დაზოგვით ვუზრუნველყობთ, რომ დღევანდელმა და მომავალმა თაობებმა ისარგებლონ სუფთა წყლის საიმედო მარაგით. მწვანე შენობა საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას წყლის ალტერნატიული წყაროები, როგორიცაა წვიმის წყალი, შემცირებულ იქნას წყლის ნარჩენები შესაბამისი სანტექნიკის მოწყობილობების დაყენებით და შეამციროს დატვირთვა წყლის საერთო რესურსებზე, წყლის გამწმენდისა და გადამუშავების სისტემების დაყენებით.

ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ მწვანე შენობებში, სარგებლობენ ჯანმრთელობის მრავალი სარგებლით, მაგალითად, ეკო-მეგობრული სამშენებლო კომპანიები თავს არიდებენ იმგვარი მასალების გამოყენებას, რომლებიც შემჩნეულია ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფაში. ტოქსიკური ნივთიერებები, როგორიცაა კანცეროგენები, არა მხოლოდ იწვევს სუნთქვის მნიშვნელოვან გაძნელებას, არამედ ზრდის კიბოს განვითარების შანსებს.

მნიშვნელოვანია მშენებლობის პროცესი ისე დაიგეგმოს, რომ  ოპტიმალური ოდენობის სამშენებლო მასალა იქნეს გამოყენებული შედეგის და  ხარისხის გაუარესების გარეშე;  ასევე, სამშენებლო პროცესებმა უნდა წარმოქმნას რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენები.  ეკო-მეგობრული სამშენებლო კომპანიები უპირატესობას ანიჭებენ გრძელვადიანად გამძლე მასალებს, ამუშავებენ და ხელახლა იყენებენ ზოგიერთ მასალას, აშენებენ შენობებს ისე, რომ  გამოიყენონ ნაკლები წყალი, ნედლეული და ენერგია. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ენერგო-ეფექტიანობის მიღწევას.

ენერგიის წყაროების გამოყენების შემცირებით, რომლებიც აბინძურებენ გარემოს (მაგ: ქვანახშირი) მწვანე შენობები ხელს უწყობს გარემოს სისუფთავეს. გარდა ამისა, ატმოსფეროში გამოყოფილი ნახშირბადის ოქსიდის დონის შემცირებით ისინი ხელს უწყობენ კლიმატის ცვლილების ტემპის შემცირებას.

როგორც მწვანე შენობების უპირატესობები აჩვენებს, შესაძლებელია ადამიანებმა ეფექტურად დააკმაყოფილონ ყველა არსებული მოთხოვნილება რესურსების ამოწურვის გარეშე და საფრთხე არ შეუქმნან გარემოს ისე, რომ მომავალ თაობებს გაუჭირდეს  მისი გადარჩენა. ეკოლოგიურად სუფთა შენობები იყენებენ უნიკალურ სამშენებლო პრაქტიკებს, რომელიც უზრუნველყოფს რესურსების ეფექტიანად და პასუხისმგებლობით გამოყენებას -  ზიანს არ  აყენებს ადამიანის  ჯანმრთელობას და კომფორტულ გარემოს ქმნის საცხოვრებლად, სამუშაოდ თუ დასასვენებლად.
 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: