უპრეცენდენტოდ გაზრდილი მოთხოვნა საცხოვრებელ მიწის ნაკვეთებზე თბილისში და მის შემოგარენში | Property Georgia

უპრეცენდენტოდ გაზრდილი მოთხოვნა საცხოვრებელ მიწის ნაკვეთებზე თბილისში და მის შემოგარენში

საცხოვრებელ მიწის ნაკვეთებზე ყოველთვის იყო მოთხოვნა. თუმცა, ბოლო პერიოდში ეს მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. უფრო და უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს შეიცვალოს გარემო და იცხოვროს ქალაქგარეთ,  მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა ადგილას, სადაც იქნება მეტი სივრცე ოჯახის ყველა წევრისთვის.  ეს ტენდენცია განსაკუთრებით გამოიკვეთა 2020-2021 წლებში. აღნიშნულ ფაქტს  ადასტურებს  „კოლიერს ჯორჯიას“ მიმდინარე თვის კვლევაც,  სადაც გაანალიზებულია თბილისში, საცხოვრებელ მიწის ნაკვეთებზე ტრანზაქციების რაოდენობა, და ვხედავთ, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში თბილისსა და მის შემოგარენში საცხოვრებელი დანიშნულების მიწებზე 822 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 56%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ტრანზაქციების რაოდენობის მხრივ ლიდერობენ: თხინვალა, წავკისი, ტაბახმელა. კვლავ უკონკურენტოა მოთხოვნა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე აღნიშნულ ტერიტორიაზე 2021 წელს დარეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა თითოეულში დაახლოებით 100 ერთეულს შეადგენს.

Property Georgia-ს მონაცემებითაც, დღეს ამ მიმართულებით ბაზარი ძალიან აქტიურია და მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია. განსაკუთრებით ეს ეხება თბილისთან ახლოს მდებარე მიწებს. 

Property Georgia  „ლისი ტოპოგრაფის“ პროექტის განვითარების კონსულტანტ, ნინო აბსანძეს ესაუბრა არსებულ ტენდენციებთან დაკავშირებით.

  • ნინო, „ლისი ტოფოგრაფი“  2021 წელს გამოჩნდა ბაზარზე, არსებული ტენდენციების ფონზე გვითხარით რამდენად დიდია ინტერესი პროექტის მიმართ:

,,ლისი ტოპოგრაფი” სულ რამდენიმე თვეა გამოჩნდა ბაზარზე და ძალიან მალე გახდა საკმაოდ მოთხოვნადი საცხოვრებელი ადგილი თბილისში. ჩვენ ადამიანებს  ქალაქშივე შევთავაზეთ ის, რასაც ისინი ქალაქგარეთ ეძებდნენ. ეს არის კერძო სახლების უბანი, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებს: ფართო ქუჩები, პარკები, გამწვანება, ურბანული ინფრასტრუქტურა და ლისის ტბასთან სიახლოვე პროექტის მთავარ უპირატესობაა. მიწის ნაკვეთების გაყიდვა საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს.

  • რა ტიპის მომხმარებელი ინტერესდება მიწის ნაკვეთებით თქვენს პროექტში?

ჩვენი პროექტით დაინტერესებულები არიან ის ადამიანები, რომლებიც დიდხანს ეძებდნენ მიწის ნაკვეთს და სურდათ კერძო სახლის აშენება. შემაბრკოლებელი ფაქტორი მათთვის იყო ქალაქიდან მოშორებით, სკოლიდან და სამსახურიდან შორს ცხოვრება, რაც მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს.  

ჩვენი შიდა ტენდენცია აჩვენებს, რომ ჩვენი მაცხოვრებლები ყიდიან უძრავ ქონებას ქალაქის ცენტალურ უბნებში, და მუდმივი საცხოვრებელი გარემოს შექმნას თავისი ოჯახებისთვის ,,ლისი ტოპოგრაფში”გეგმავენ .  

  • რა პირობით არის შესაძლებელი მიწის ნაკვეთის შეძენა?

ნაკვეთები დღეს ხშირად იყიდება საინვესტიციო მიზნით, ეს ნამდვილად გამართლებული გადაწყვეტილებაა, ვინაიდან მხოლოდ ლისის მიმდებარედ ბოლო პერიოდში 30%-ით გაიზარდა ნაკვეთების ღირებულება და ეს ტენდენცია კვლავაც გრძელდება.

ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნაკვეთების გაყიდვა მოხდეს მისი შემდგომი განვითარების მიზნით და უბანმა მალე მიიღოს დასრულებული იერსახე,  ლისი ტოპოგრაფში ნაკვეთის შეძენისას მყიდველი იღებს ვალდებულებას შეთანხმებულ ვადაში დაასრულოს სახლის მშენებლობა, რომლის  ექსტერიერს ათანხმებს კომპანიასთან.

  • როგორია თქვენი პროგნოზი მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნის სამომავლო ტენდენციებთან დაკავშირებით?

ვფიქრობ რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და მოთხოვნაც და ფასებიც განაგრძობს ზრდას. ვინც დღეს განიხილავს საცხოვრებელი ადგილის შეცვლას კერძო სახლის სასარგებლოდ, ვურჩევთ არ გადადონ ეს გადაწყვეტილება. ჩვენის მხრივ კი მათ ვთავაზობთ საკმაოდ მოქნილ გადახდის პირობებს. ლისი ტოპოგრაფში მიწის ნაკვეთის შეძენა 29 თვემდე განვადებით არის შესაძლებელი.

„ლისი ტოპოგრაფი“ დასავლური ტიპის, დაბალი განაშენიანების, თანამედროვე კერძო დასახლებაა, რომელიც  სწრაფი ტემპით ხდება, ყველაზე პრესტიჟული და სასურველი საცხოვრებელი ადგილი თბილისში.

ავტორი: ანა კაკურია
 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: