ექსპოჯორჯიას ორგანიზებით წელს პირველად, მშენებლობის საერთაშორისო გამოფენა „Caucasus Build“-თან ერთად უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი გაიმართება. | Property Georgia

ექსპოჯორჯიას ორგანიზებით წელს პირველად, მშენებლობის საერთაშორისო გამოფენა „Caucasus Build“-თან ერთად უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი გაიმართება.

15 ოქტომბერს დეველოპერულ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ როგორც ფიზიკურად, ისე ონლაინ, ერთ სივრცეში, 20-მდე საბროკერო კომპანიას, შემდეგი ქვეყნებიდან:

ლატვია, უკრაინა, დუბაი, მოლდოვა, პოლონეთი, ლიტვა

15 ოქტომბერს დიდი პაუზის შემდეგ  ექსპოჯორჯიაში პირველი ჰიბრიდული ფორმატის (ფიზიკური + ონლაინ) გამოფენა და ფორუმი ჩატარდება .

საერთაშორისო სამშენებლო გამოფენა - Caucasus Build, ექსპოჯორჯიას ერთერთი ყველაზე მაშტაბური გამოფენაა რომელსაც კომპანია უკვე 25 წელია უწევს ორგანიზებას. უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის მიუხედავად, სამშენებლო სექტორი ამ ორი წლის განმავლობაში არ გაჩერებულა და შესაბამისად გამოფენის ჩატარების საჭიროებაც გამოჩნდა.

წელს მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს, გამოფენასთან ერთად პირველად გავუწევთ ორგანიზებას უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმს, რაც გულისხმობს საერთაშორისო საბროკერო კომპანიების და ადგილობრივი დეველოპერების საქმიანი შეხვედრების ორგანიზებას როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა ხდებოდა და ინტერესიც ბაზარზე ნაწილობრივ შენარჩუნდა, ზოგადმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ საბოლოო ჯამში მაინც შეუქმნა ინდუსტრიას პრობლემები. ამ სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ დავინახეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დამატებითი/ახალი გაყიდვების არხების მოძიება იყო, სწორედ აქედან დაიბადა უძრავი ქონების ფორუმის ორგანიზების იდეა.

ჩვენი მიზანია რომ ფორუმის ფარგლებში, ქართულ დეველოპერულ კომპანიებს, კარგი პარტნიორის/ების შეძენაში დავეხმაროთ. სწორედ ამით გაიზომება ამ ღონისძიების წარმატება.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ჯერ პირველი, საპილოტე ვერსია, რომელიც ყველა მხარეს საშუალებას მოგვცემს შევიძინოთ გამოცდილება, დავინახოთ რამდენად სწორია ჩვენს მიერ შერჩეული ფორმატი, სამიზნე ქვეყნები და ა.შ. სწორედ ამ გამოცდილების გათვალისწინებით, 2022 წლის გაზაფხულზე, დაგეგმილი გვაქვს ბევრად უფრო მასშტაბური პროექტის განხორციელება, რაზეც როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ჩვენი მიზანი იყო საქართველოს უძრავი ქონების ბაზრით დაინტერესებული ქვეყნებიდან საბროკერო კომანიების ჩამოყვანა, რომ რაც შეიძლება მეტი კომპანიისთვის გაგვეცნო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და შეგვეხვედრებინა უშუალოდ ქართველ დეველოპერებთან.

ამ ეტაპზე, არსებული არასტაბილური ეპიდემიოლოგიური  ვითარებიდან გამომდინარე,  შერჩეული ქვეყნებიდან კომპანიების გარკვეული ნაწილის ჩამოსვლაზე დათანხმება ვერ შვძელით, ამიტომ ფორუმში ონლაინ მონაწილეობის შესაძლებლობა დავამატეთ. ფორუმის ფარგლებში, სტუმარი კომპანიები როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ რეჟიმში, მოკლე პრეზენტაციების ფორმით გაგვაცნობენ თავის ინტერესებს, კლიენტების მოთხოვნებს და მათ კონკრეტულ ინტერესს საქართველოს ბაზარზე.

ფორუმის ფარგლებში გაიმართება საქმიანი შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებს შორის, როგორც ფორმალურ, წინასწარ დაგეგმილ შეხვედრებზე, ასევე არაფორმალურ გარემოშიც.

ფორუმში მონაწილეობა  უფასოა და არის მხოლოდ მოსაწვევებით შესაძლებელი.

ჩვენ მიზანმიმართულად არ შევზღუდეთ მონაწილეების რიცხვი, ვეცადეთ ყველას დავკავშირებოდით და ყველასთვის მიგვეცა მონაწილეობის შესაძლებლობა. მაგრამ რადგან საკმაოდ მცირე ვადებში მოხდა ფორუმის ნაწილის ორგანიზება, შესაძლოა დეველოპერული კომპანიების ნაწილი ვერ მოვიცავით, ამიტომ ინტერესის შემთხვევაში, ასეთ კომპანიებს მოვუწოდებთ  აუცილებლად დაგვიკავშირდნენ.

პროექტის ფარგლებში ჩვენი პარტნიორები არიან: უძრავი ქონების ასოციაცია, ფროფერთი ჯორჯია, ფიაბსი ჯორჯია, პრენერი, ფორბს ფროფერთი

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: