Property Georgia-მ ,,ექსპო ჯორჯიას“ სამშენებლო გამოფენაზე 30-მდე დეველოპერული კომპანია შეახვედრა საერთაშორისო ბროკერებს | Property Georgia

Property Georgia-მ ,,ექსპო ჯორჯიას“ სამშენებლო გამოფენაზე 30-მდე დეველოპერული კომპანია შეახვედრა საერთაშორისო ბროკერებს

Property Georgia-ს და FIABCI-Georgia-ს თანაორგანიზებით, ,,ექსპო ჯორჯიას“  საგამოფენო ცენტრში 15-17 ოქტომბერს გამართულ  სამშენებლო ღონისძიებაზე Caucasus Build 2121, 30-მდე წამყვანი ქართული დეველოპერული კომპანია შეხვდა საერთაშორისო ბროკერებს. სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის 25-ე საერთაშორისო გამოფენაზე Property Georgia  და FIABCI-Georgia გახლდათ დეველოპერული სექტორის წარმდგენი. 20-მდე საბროკერო კომპანია სხვადასხვა ქვეყნებიდან (უკრაინა, ლიტვა, ლაიტვია, მოლდოვა, პოლონეთი, დუბაი)  ,,ექსპო ჯორჯია“-მ ჩამოიყვანა  ,,საქართველოს  უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციასთან“ ერთად,  სპეციალურად გამოფენისთვის. დეველოპერებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ მათ b2b  ფორმატში, როგორც ფიზიკურად, ასევე ონლაინ.

ექსპოჯორჯიას ორგანიზებით" წელს პირველად, მშენებლობის საერთაშორისო გამოფენა „Caucasus Build“-თან ერთად უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმიც გაიმართა.

თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ აღნიშნული ღონისძიება იყო პირველი  ფართომასშტაბიანი შეხვედრა, სადაც სამშენებლო სექტორის და მასთან დაკავშირებული მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლები პირისპირ, ერთ ფიზიკურ სივრცეში შეიკრიბნენ.

Property Georgia-ს და FIABCI-Georgia-ს თანამშრომლობა ,ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრთან გრძელდება მასშტაბური ღონისძიებით. როგორც 15  ოქტომბრის შეხვედრაზე FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტმა, ლიკა ქარდავამ განაცხადა, 2022 წლის გაზაფხულზე გაიმართება უძრავი პროექტების პირველი ეროვნული დაჯილდოება FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards, უძრავი ქონების ოსკარები.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: