ჟურნალი ,,სითი" FIABCI-Georgia Prix d' Excellence-ის რჩეულ დიზაინერს დაასახელებს | Property Georgia

ჟურნალი ,,სითი" FIABCI-Georgia Prix d' Excellence-ის რჩეულ დიზაინერს დაასახელებს

ჟურნალი "სითი", უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ეროვნულ წარმომადგენლობა FIABCI-Georgia-სთან და საქართველოში უძრავი ქონების ჰაბთან, Property Georgia, თანამშრომლობას იწყებს. ჩვენი კოლაბორაცია გულისხმობს არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებით ერთობლივი პროექტების მომზადებას. ჩვენი მიზანია საზოგადოებას ვაჩვენოთ ის მრავალფეროვნება და მაღალპროფესიონალური მიდგომები, რომლითაც, ამ ბოლო წლების განმავლობაში, არაერთმა ქართველმა არქიტექტორმა და ინტერიერის დიზაინერმა გაითქვა სახელი. ნამდვილი შედევრები შექმნა და გავლენიან საერთაშორისო კონკურსებში აღიარებაც მოიპოვა. გარდა საზოგადოებისთვის ცნობილი პროფესიონალებისა, ჩვენ ასევე, გვსურს გაგაცნოთ დამწყები არქიტექტორებისა და ინტერიერის დიზაინერების ნამუშევრებიც.


თანამშრომლობის ფარგლებში, ჟურნალი "სითი" მონაწილეობას მიიღებს უძრავი ქონების პროექტების პირველ ეროვნულ დაჯილდოებაში, რომელიც FIABCI-Georgia-ს და Property Georgia-ს ორგანიზებით, ,,საქართველოს ბანკის" და სხვა წამყვანი კომპანიების მხარდაჭერით, 2022 წლის გაზაფხულზე გაიმართება. უძრავი ქონების "ოსკარების" გადაცემა - FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards, რეგიონში პირველად, საქართველოში ჩატარდება. ჟურნალი "სითი" აღნიშნულ კონკურსში მის რჩეულ ინტერიერის დიზაინერს გამოავლენს.


,,მონაწილეობა FIABCI-Georgia-ს დაჯილდოების ცერემონიაში, ჩვენი ჟურნალისთვის ძალიან საინტერესო და ვფიქრობ, ახალი ერთობლივი პროექტების შექმნის ლოგიკური დასაწყისი იქნება. უკვე წარმოდგენილი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს, ასეც გვაქვს ჩაფიქრებული." - განაცხადა თეა ხოფერიამ, ჟურნალ ,,სითის" მთავარმა რედაქტორმა.


,,მიხარია, რომ ჟურნალ ,,სითისთან" ერთად ასეთ საინტერესო თანამშრომლობას ვიწყებთ. მათი მხრიდან დაწესებული იქნა ნომინაცია, რომლის ფარგლებშიც მოხდება ,,სითის" რჩეული ინტერიერის დიზაინერის გამოვლენა. ყველა შენობის ლამაზი ინტერიერის მიღმა ძალიან საინტერესო და შთაგონებით სავსე პროფესიონალები დგანან. არქიტექტურა და დიზაინი ჩვენი გარემოს განუყოფელი ნაწილია. მათი შესრულების მაღალი სტანდარტი როგორც ტექნიკური, ასევე ესთეტიკური თვალსაზრისით, დიდ გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჩვენი ცხოვრების ხარისხზე და განწყობაზე, არამედ ეკოლოგიაზეც." აღნიშნა ლიკა ქარდავამ, FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტმა.


FIABCI-Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის, ქეთი ტაბატაძის განცხადებით, საქართველოში არაერთი საერთაშორისოდ აღიარებული პროექტია. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას არქიტექტურის და დიზაინის მიმართულებით, განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ,,ჟურნალ ,,სითის" მხრიდან სპეციალური ჯილდოს დაწესება კარგი შესაძლებლობაა ქართველმა დიზაინერებმა წარმოაჩინონ თავიანთი პროექტები როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. მადლობა ,,სითის" ამ ინიციატივისთვის."


აღსანიშნავია, რომ FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards-ის გამარჯვებული პროექტები მონაწილეობას მიიღებენ FIABCI Prix d’ Excellence Awards-ის საერთაშორისო დაჯილდოებაში. სპეციალურ კატეგორიებში გამოვლენილი გამარჯვებულები კი, მნიშვნელოვან აღიარებას მოიპოვებენ ეროვნულ დონეზე და აიმაღლებენ ცნობადობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილი ფართო აუდიტორიის წინაშე.

წყარო : http://www.citymagazine.ge/

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: