"საქართველოს ბანკი" Prix d' Excellence Awards-ის მნიშვნელობის შესახებ | Property Georgia

"საქართველოს ბანკი" Prix d' Excellence Awards-ის მნიშვნელობის შესახებ

აპრილის თვეში საქართველოში პირველად გაიმართება FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards-ის დაჯილდოება. ღონისძიების მთავარი პარტნიორები არიან:  ,,საქართველოს ბანკი,“ ,,გალტ ენდ თაგარტი” და “დიჯითალ არეა.” 

უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის, FIABCI-ის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმების მიხედვით რჩეულ პროექტებს შეაფასებენ ჟიურის ადგილობრივ წევრებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სფეროს წამყვანი ექსპერტები.  დაჯილდოება  მოიცავს 12 ნომინაციას, შერჩევა კი მოხდება 6 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით, ესენია : კონცეფცია, არქიტექტურა, სამშენებლო პროცესი, ინოვაცია, მდგრადობა და ურბანული ინტეგრაცია.

განაცხადების მიღება დაწყებულია  და გრძელდება 31 იანვრამდე!

გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2022 წლის აპრილის თვეში, რის შემდეგაც მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო   FIABCI World Prix d’ Excellence Awards - ის დაჯილდოებაზე.

ახლა კი უშუალოდ დაჯილდოებაზე, Prix d’ Excellence Awards-ის  მნიშვნელობაზე და მოლოდინებზე დეტალურად გაგვესაუბრება, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ბატონი ზურა მასურაშვილი.

- ბატონო ზურა,  გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება FIABCI-Georgia- შესახებ. როგორ შეაფასებდით ფედერაციის მნიშვნელობას საქართველოსთვის, ადგილობრივი უძრავი ქონების სექტორისთვის?

- FIABCI-Georgia არის ორგანიზაცია, რომელსაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაში არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო დონეზე. ორგანიზაცია ქმნის ძალიან კარგ შესაძლებლობას, ერთად შეკრიბოს უძრავი ქონების პროფესიონალები, დააკავშიროს სექტორის მოთამაშეები, რომლებიც ერთმანეთს უზიარებენ სექტორისათვის აქტუალურ სიახლეებს, საკითხებსა თუ პრობლემებს. ყველაზე მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ორგანიზაცია  ქმნის ბიზნეს პარტნიორების მოძიებისა და საერთაშორისო ბიზნესის დაწყების უნიკალურ შესაძლებლობებს. ხელს უწყობს პროფესიული  განათლების მიღება-ამაღლებას და ამისათვის არაერთ პროექტს ახორციელებს.

- მოგეხსენებათ, საქართველოში პირველად იმართება FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards.  როგორია თქვენი მოლოდინი უძრავი ქონების პროექტების პირველი ეროვნული დაჯილდოების მიმართ და რა დამატებით ღირებულებას მოუტანს ის სექტორს?

- ის ფაქტი, რომ FIABCI Prix d’ Excellence-ის საერთაშორისო დაჯილდოების 30-წლიან ისტორიაში ქართული ფურცელი იშლება, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისიც, რომ ეს იქნება რეგიონში პირველი, ასეთი მასშტაბის უძრავი ქონების პროექტების ეროვნულ დაჯილდოება, არის კარგი შესაძლებლობა ქვეყნისათვის საერთაშორისო რუკაზე დაპოზიციონირდეს, როგორც მაღალი დონის, მომავლის პროექტების განმავითარებელი ქვეყანაკომპანიებისთვის კი, FIABCI-ის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვონ ასეთი მაღალი რანგის ჯილდო, რომლის ჟიურის წევრებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, სფეროს წამყვანი ექსპერტები არიან.

- საქართველოს ბანკი აქტიურად  განაგრძობს  უძრავი ქონების სექტორის მხარდაჭრას. შესაბამისად, საინტერესოა რას ურჩევდით დეველოპერებს და კომპანიებს რატომ უნდა შემოუერთდნენ Prix d' Excellence Awards-ის დაჯილდოებას?

- როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომპანიებს, რომლებიც გამარჯვებას მოიპოვებენ ისეთ კატეგორიებში როგორიცაა: კონცეფცია, არქიტექტურა, სამშენებლო პროცესი, ინოვაცია, მდგრადობა, ურბანული ინტეგრაცია მიიღებენ საერთაშორისო დონის აღიარებას და  მონაწილებას მიიღებენ საერთაშირისო დაჯილდოებაში - FIABCI World Prix d'Excellence Awards. რაც არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, კომპანიებისთვის მოიძიონ ახალი პარტნიორები, დააყარონ ახალი კავშირები და გავიდნენ საერთაშორისო  ასპარეზზე.

- და ბოლოს, როგორია თქვენი, როგორც ღონისძიოების მხარდამჭერის მოლოდინები?

- ვფიქრობთ, რომ  ღონისძიება საინტერესოდ ჩაივლის, რადგან FIABCI-Georgia უძრავი ქონების პროექტების დაჯილდოებას და საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს. ღონისძიების მიზანია, ერთ სივრცეში შეკრიბოს უძრავი ქონების სექტორის წამყვანი მოთამაშეები მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ფორუმი არის საქმიანი ურთიერთობების მოძიების, სწავლისა და ნეთვორქინგის უნიკალური შესაძლებლობა. ღონისძიების პარალელურად ჩატარდება თემატური აქტივობები, მათ შორის: კონფერენცია ენერგოეფექტურ მშენებლობაზე, დისკუსიები სექტორის უახლეს ტრენდებზე, საერთაშორისო მარკეტინგის და გაყიდვების ტრეინინგი. ასევე, დაიგეგმება დეველოპელური პროექტების მონახულებაცვფიქრობთ წინ საინტერესო დაჯილდოება გველის, რომელიც გამოავლენს მდგრად და მედეგ პროექტებს და შენობებს, ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც არ იშურებენ ძალისხმევას განაშენიანებული გარემოს ეკოლოგიური ნაკვალევის შემცირების მიმართულებით.

 

 

 

 

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: