Schuchman Luxury Villas, FIABCI-Georgia-ს ,,უძრავი ქონების ოსკარებზე“ წარსდგება | Property Georgia

Schuchman Luxury Villas, FIABCI-Georgia-ს ,,უძრავი ქონების ოსკარებზე“ წარსდგება

ავტორი: ანა კაკურია

FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards-2022 წლის სექტორის  ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის  მზადება დაწყებულია.

აპრილის თვეში  უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ქართული წარმომადგენლობის, FIABCI Georgia -  ორგანიზებით და Property Georgia- თანაორგანიზებით, ასევე ,,საქართველოს ბანკის“, ,,გალტ ენდ თაგარტის“ და ,,დიჯითალ არეას“ მხარდაჭერით, დაგეგმილია უძრავი ქონების პროქტების პირველი ეროვნული გალა-დაჯილდოება FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards. აღნიშნული ღონისძიება ერთ სივრცეში შეკრებს უძრავი ქონების სექტორის წამყვან მოთამაშეებს მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან.

გამარჯვებულებს 12 ნომინაციაში  გამოავლენენ ჟიურის ქართველი და საერთაშორისო წევრები.

განაცხადების მიღება დაწყებულია.  ერთ-ერთი პირველი კომპანია კი, რომელიც ,,უძრავი ქონების ოსკარების“ მოსაპოვებლად იბრძოლებს,  ,,შუხმან ჯგუფია.“

Schuchman Luxury Villas მრავალმხრივად ამორჩეული პროექტია. მასში გათვალისწინებულია შუხმანის ბრენდის ყველა მიმართულება: მოდერნ ვილები ძველებური იერსახით, ქართული ღვინ, გასტრონომი და ღვინის სპაპროექტი დაფუძნებულია ქართულ ეროვნულ მოტივებზე, 8000 წლიან ღვინის დაყენების ისტორიასა და ტრადიციაზე, ქართულ კულტურასა და კუთხის ავთენტურობაზე.  

ნუცა აბრამიშვილი, Schuchmann Group-ის გენერალური დირექტორი Prix d’ Excellence Awards-ის  მნიშვნელობაზე და მოლოდინებზე გვესაუბრა:

- Schuchman Luxury Villas - ერთერთი პირველი, რომელმაც შემოიტანა განაცხადი FIABCI-Georgia Prix d Excellence Awards-ის დაჯილდოებაზე. როგორია თქვენი მოლოდინი და როგორ ფიქრობთ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი კომპანიისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის ეს ღონისძიება, განსაკუთრებით პანდემიის ვითარების პირობებში?

- ცოტა უფრო შორიდან რომ დავიწყოთ, გეტყვით იმასაც, რომ ვართ ასევე Fiabci Georgia- ერთ-ერთი პირველი წევრი.  უძრავი ქონების საერთაშოირისო ფედერაციის  ეროვნული წარმომადგენლობა უკვე მესამე წელია არსებობს საქართველოში და მიუხედავად რთული პანდემიური მდგომარეობისა, წარმატებით ფუნქციონირებს, აქვს საინტერესო და გრძელვადიანი გეგმები. სწორედ ამ გეგმებიდან ერთ-ერთი FIABCI-Georgia Prix d Excellence Awards-ი. 2022 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა სექტორში.  დაჯილდოებაში  ჩართულია საერთაშორისო ჟიური, სხვადასხვა მიღწევების მქონე ადამიანები, რომელთა კომპენტენციაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ, ჩემთვის როგორც წევრის და Fiabci Georgia-ვიცე პრეზიდენტისთვის, ამ დაჯილდოებაში მონაწილეობა საპატიოა და ვიმედოვნებ რომ შუხმან ჯგუფის პროექტი გაიმარჯვებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, ის ფაქტი, რომ შუხმანის შატოში მდებარეობს  ღვინის სოფელი, რომელიც ეკოლოგიურად მწვანე და ძალიან საინტერესო ენერგოფექტური პროექტია, 70/30-ზე კი  არის გადანაწულებული მწვანე ზოლიუშუალოდ ვენახები.

- რომ მოგვიყვეთ Schuchman Luxury Villas- შესახებ. რითი არის განსაკუთრებული და რა განანსხვავებს მას სხვა პროექტებისგან?

- პირველ რიგში, უნდა გამოვყო Schuchman Luxury Villas - როგორც მწვანე პროექტი, მწვანე სტატუსი და ეკოლოგიურად სუფთა მდებარეობა. აქვე ვიტყვი, რომ ეს პროექტი მდებარეობს ალაზნის ველზე, კახეთში, თელავის რაიონში სოფელ ისისხევში, სადაც ჩვენს წინ იშლება ალაზნის ველი და კავკასიონი. აქ ძალიან კარგად არის განვითარებული სოფლის მეურნეობა და მევენახეობა, შესაბამისად კომპნია შუხმანის, როგორც ღვინის მწარმოებელი კომპნიის სავიზიტო ბარათი და ამოსავალი წერტილი არის ღვინო, მევნახეობა, სწორედ ეს დავაკომბინირე უძრავ ქონებაში.

ასევე, მნიშვნლოვანია ისიც, რომ  ჩვენი ვილები არის ავთენტური ნაგებობები, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს გამოყენებული მე-19 საუკნის ქართული მასალები, როგორიცაა ქართული აგური, ქართული კრამიტი, ქვები და .. ეს მიდგომა არქიტექტურაში არის საკმაოდ ექსკლუზიური.  ევროპაშიც ბოლო წლებია ტენდენციური გახდა ძველი მასალების გამოყენება არქიტექტურაში და ამით ძალიან მაღლა იწევს ამ თუ იმ პროექტის ღირებულება. შესაბამისად, ვფიქრობთ რომ ერთ-ერთი უმინშველოვანესი ღირებულება სწორედ მსგავსი ავთენტური მშენებლობაა. ასევე, პროექტის უნიკალური მხარეა  ისიც, რომ ის ირგვლივ გარშემორტყმულია ვენახები, ქართული ვაზის ჯიშებით. ღვინო ხომ ჩვენი ქვეყნის 8000-წლიანი ისტორიაა. გარდა ამისა, ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა მოიცავს:  ღვინის ქარხანას, ღვინის მარნებს, რესტორანს, ღვინის ბარს, საცურაო აუზებს, სავარჯიშო დარბაზს და გასართობ ოთახს. შესაბამისად, აქ ჩამოსული ადამიანი შემოდის არა მხოლოდ ვილებში, არამედ  სარგებლობს მთლიანი ტურისტული  სპექტრითაც.

- რას ურჩევდით სხვა კომპანიებსა და დეველოპერებსრატომ უნდა შემოუერთდნენ FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards-?

- Prix d Excellence Awards- არის ოსკარების დონის საერთაშორისო დაჯილდოება, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანია ან პროექტი, რომელიც აქ ჯილდოვდება, მოიპოვებს საერთაშორსო აღიარებას. შესაბამისად, მიღებული ჯილდოები ეხმარება კომპანიებს და პროექტებს თვითდამკვიდრებაში როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.  FIABCI-Geoergia Prix d Excellence Awards არის იმ კომპანიებისთვის, ვისაც გვაქვს გრძელვადიანი ხედვა სექტორში და ამბიცია, რომ ვავითარებთ საერთაშორისო დონის ეროვნულ პროექტებს.

ყველას გირჩევთ გამოიყენოთ ეს შანსი და შემოგვიერთდეთ!

 

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: