2021 წლის შეფასებები და გამოწვევბი უძრავი ქონების სექტორში | Property Georgia

2021 წლის შეფასებები და გამოწვევბი უძრავი ქონების სექტორში

კიდევ ერთი წელი გავიდა პანდემიის პირობებში. ახალი აღარ არის, რომ კოვიდ 19-ის ეკონომიკური ეფექტი შეეხო ყველა სექტორს. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ვითარება ნამდვილად იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, სირთულეებს კვლავაც ვაწყდებით და ვსწავლობთ მათთან ერთად თანაცხოვრებას.

მოვლენებმა აჩვენეს, რომ განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე ბიზნესსექტორი აღმოჩნდა, რადგან ამ სფეროს წარმომადგენლებს ორმაგი პასუხისმგებლობა დაეკისრათმომხმარებლის და საკუთარი ბრენდის მიმართ. შესაბამისად, თითოეული მათგანისთვის აუცილებელი იყო ისეთი გეგმის შემუშავება, რომელიც მათ ახალ რეალობაში ადაპტაციას გაუადვილებდათ.

2021 წელი უძრავი ქონების  სექტორის წარმომადგენლებმა Property Georgia-სთან საუბარში შეაფასეს. ჩვენს შეკითხვებს ,,ანაგი დეველოპმენტის გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ნინი მარიამიძემ უპასუხა:

- პანდემიიდან გამომდინარე, 2021 წელი გამოწვევა იყო ყველა სექტორისთვის, გამონაკლისი არც უძრავი ქონების სფერო ყოფილა. როგორი იქნება 2021 წლის თქვენი შეჯამება, როგორ შეაფასებდით უკვე ფაქტობრივად გასულ წელს?

- გვინდა აღვნიშნოთ, რომ  2021 წელი, მიუხედავად პანდემიისა, ,,ანაგი დეველოპმენტისთვის წარმატებული იყო. კომპანიას ამ ეტაპზე 2 მიმდინარე პრემიუმ ტიპის პროექტი აქვს Park Home ვაკე და Park Home საბურთალო. Park Home ვაკეში ბინების 80% გაყიდულია. რაც შეეხება Park Home საბურთალოსმიუხედავად იმისა რომ მშენებლობა მხოლოდ საწყის ეტაპზეა, ბინების 30% უკვე გაყიდულია. რაც მთავარია, დავიწყეთ მუშაობა სამომავლო პროექტებზე და გაყიდვები 2022 წელს დაიწყება.პანდემიამ უძრავი ქონების სექტორში, როგორც ყველა სხვა სექტორში, რა თქმა უნდა, გარკვეული სირთულეები შექმნა. აღსანიშნავია რომ მნიშვნელოვნად შეიცვალა უძრავი ქონების ბაზრისთვის დამახასიათებელი სეზონურობა. თუ სტანდარტულად ყველაზე აქტიური პერიოდი სააღდგომო და საახალწლო აქციები იყო, წელს გაყიდვების აქტივობა დამოკიდებული გახდა ქვეყანაში მიმდინარე შეზღუდვების დაწესება-მოხსნაზე. მაგალითად, ჩვენთვის აღმოჩენა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მომხმარებელი მაღალი შემოსავლების სეგმენტს მიეკუთვნება, რომელიც ნაკლებად არის დამოკიდებული საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, როგორც კი ქვეყანაში გაჩერდა ტრანსპორტის მოძრაობა, ეს მაშინვე აისახა გაყიდვების დინამიკაზე.

- რა იყო ძირითადი გამოწვევა თქვენთვის 2021 წელს და როგორ გაართვით თავი?

- ,,ანაგი დეველოპმენტისთვისმთავარი გამოწვევა 2021 წელს იყო ახალი პროექტის - პრემიუმ ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის Park Home საბურთალოს გაყიდვაში გამოტანა. პანდემიის მიუხედავად პროექტის მიმართ ინტერესი გაყიდვების დაწყებიდანვე მაღალი აღმოჩნდა და დღესაც წარმატებით მიმდინარეობს. ვფიქრობთ. ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მომხმარებლების მიერ კომპანია ,,ანაგი დეველოპმენტისმიმართ გაჩენილმა ნდობამ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პირველი პროექტის, Park Home ვაკის მშენებლობა 2020 წლის აპრილში დაიწყო, როდესაც ქვეყანაში სრული ლოქდაუნი იყო, კომპანია  ყოველგვარი გადაცდომის გარეშე მიჰყვებოდა და მიჰყვება ხლაც სამშენებლო გრაფიკს. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური სიტუაციაა Park Home საბურთალოზეც. ასევე, ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული გადახდის პირობების შეთავაზება და ჩვენი პროექტების კონცეფციის განსაკუთრებულობა. Park Home   კონცეფცია მომხმარებლებს სთავაზობს საცხოვრებელ გარემოს, სადაც ტერიტორიიდან გაუსვლელად შეძლებენ გაერთონ, განიტვირთონ, ფიზიკური აქტივობით დაკავდნენ და იმუშაონ კიდეც.

გარდა ანაგი დეველოპმენტისა, აქტიური ტემპით მუშაობას სხვა კომპანიებიც განაგრძობენ, მათ შესახებ ჩვენს მომდევნო სტატებში გიამბობთ.

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: