2021 წლის შეფასებები და გამოწვევები უძრავი ქონების სექტორში | Property Georgia

2021 წლის შეფასებები და გამოწვევები უძრავი ქონების სექტორში

Galt & Taggart -ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ანალიტიკოსმა, კახაბერ სამყურაშვილმა Property Georgia-სთან საუბრისას 2021 წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა:  

„2021 წელი როგორც მოსალოდნელი იყო კვლავ საკმაოდ რთული იყო უძრავი ქონების ბაზრისთვის. თავდაპირველად იყო იმის მოლოდინი რომ იპოთეკური სესხის სუბსიდიის დასრულების შემდგომ, ბაზარს გაუჭირდებოდა, თუმცა რეალობა მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდა და შეიძლება ითქვას რომ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი თითქმის გაუტოლდა პანდემიამდელ ნიშნულს. სასიკეთო ძვრები იყო კომერციული უძრავი ქონების ბაზარზეც, თუმცა კვლავ რთული აღმოჩნდა რეალობა საცალო მოვაჭრეებისთვის და შესაბამისად, ქუჩის უძრავი ქონების ობიექტებისთვის. თუმცა, არსებობს მოლოდინი რომ ტურიზმის გამოცოცხლებასთან ერთად, კომერციული უძრავი ქონების ბაზარიც დაიწყებს აღდგენას და თანდათანობით დაუბრუნდება პანდემიამდე ნიშნულს. ზოგადად, მოლოდინები უძრავი ქონების ბაზარზე 2022 წლისთვის საკმაოდ პოზიტიურია და მოსალოდნელია რომ ეკონომიკის აღდგენა და ტურიზმის სექტორის გამოცოცხლება დადებით გავლენას მოახდენს უძრავი ქონების ბაზარზეც“

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: