დეველოპერული კომპანია ,,სვიფლენდი” პროექტების განვითარების პარალელურად ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ მიერ კომერციული მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები მუდმივად თანხვედრაშია ქვეყნის ინტერესებთან. აღსანიშნავია, რომ ,,სვიფლენდი” პროექტებს ახორციელებს ნაკლებად განვითარებულ რაიონებში, რაც დადებითად მოქმედებს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ამასთან, ლოკალურად იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. Property Media ესაუბრაკომპანია სვიფ ლენდ გრუპის აღმასრულებელ დირექტორს - მაჰმუდ სემის
- რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ურბანული, რეგიონალური განვითარება და თქვენს როლზე რომ გვესაუბროთ ამ პროცესებში?
- პირველ რიგში, მადლობა ასეთ საინტერესო თემაზე სასაუბროდ რომ მომიწვიეთ. საქართველო დღეს გადადის განვითარების ახალ ეტაპზე ყველა მიმართულებით და, რა თქმა უნდა, ურბანული და რეგიონალური განვითარება ამ პროცესის აუცილებელი ნაწილია. ჩვენ ვხედავთ სახელმწიფოს მხრიდან აქტიურად გადადგმულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით და ვცდილობთ მაქსიმალურად ავუწყოთ ფეხი ამ პროცესს. ყველა პროექტში, რომელიც ხორცილედება რეგიონებში ჩვენი მთავარი მიზანია მაქსიმალურად მოვარგოთ პროექტი ლანდშაფტს , ბენეფიტები რაც იდება პროექტში ინფრასტრუქტურის და სხვადასხვა მოხმარების შენობების სახით გავხადოთ ხელმისაწვდომი ადგილობრივი მოსახლეობისთვის , ამავდროულად თვითოეული რეგიონალური პროექტის მშენებლობის და მენეჯმენტის პროცესში ხდება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონებიდან მოსახლეობის გადინების შეჩერებას .
მიმდინარე პროექტების ფარგლებში დამუშავებულია ნოვატორულ-ეკოლოგიური ტიპის დასახლებების კონცეფცია, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო, ინფრასტრუქტურული, სოციალური და სხვა პირობები. დასახლების და მიმდებარე ტერიტორიების ადგილობრივი მაცხოვრებლები უზრუნველყოფილი იქნებიან სამუშაო ადგილებით და სათანადო სოციალური და სამედიცინო მომსახურების ობიექტებით, მათ შორის სპორტული აქტივობებით. ამასთან, ყველა პროექტი მიმზიდველი იქნება ტურისტული თვალსაზრისითაც და რაც მთავარია, მოგვცემს საშუალებას ხელი შევუწყოთ ადგილობრივი მოსახლეობის და ადგილობრივი თემის სოცილური პირობების გაუმჯობესებას, რადგან კომპანიის მიერ შექმნილი დასახლებები და მისი ინფრასტრუქტურა ხელმისაწვდომი იქნება ყველა ასაკისა და ეკონომიური მდგომარეობის პირისთვის.
- მოგვიყევით თქვენს გრძელვადიან ხედვებზე
- კომპანიის ძირითადი მიზანია - ინტეგრაციის ხელშეწყობა ისეთ სექტორებს შორის, როგორებიცაა: საცხოვრებელი კომპლექსები, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და მრეწველობა, ჯანდაცვა, განათლება, ტურიზმი და ასევე მიმდებარე ტერიტორიების სოციალური და ეკონომიკური გაუმჯობესება და განვითარება. სხვა სიტყვებით – კომპანიის საქმიანობა არის განსაკუთრებული ტიპის საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადამიანის ცხოვრების ჰარმონიული და სათანადო გარემოს შექმნაზე და მის განვითარებაზე.
ჩვენი მთავარი ფასეულობაა სივრცის განვითარება საზოგადოებრივი და ეკოლოგიური ბენეფიტების შექმნის საფუძველზე. გასათვალისწინებელია, რომ კომპანია პროექტებს ახორციელებს ნაკლებად განვითარებულ რაიონებში, სადაც ინფრასტრუქტურა, კომუნალური მომსახურება და სხვა საჭიროებს აღდგენას ან მისი არ არსებობის გამო საჭიროებს თავდაპირველ მოწყობას.
შესაბამის რეგიონებში ჩატარებული კვლევების შედეგად კომპანია ამუშავებს მომდევნო განვითარების სტრატეგიას და პირველადი განაშენიანების გეგმას, რომელსაც კომპანიის საპროექტო და სამშენებლო სამსახური საკუთარი ძალებით ათანხმებს ადგილობრივ მუნციპალიტეტთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან.
ჩვენ ვხედავთ ჩვენს თავს იმ ქვეყნის სამსახურში, სადაც ვანხორციელებთ ჩვენს პროექტებს . ნებისმიერი ნაბიჯი გადადგმული კომერციული მიმართულებით უნდა იყოს თანხვედრაში ქვეყნის ინტერესებთან,
- გვესაუბრეთ თქვენს სამომავლო გეგმებზეც
- კომპანია სვიფლენდი მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს საინვესტიციო გარემოს განვითარებას საქართველოში . ამ მიზნით 2021 წლის 28 იანვარს შედგა პირველი საინვესტიციო ფორუმი ჩევნი ორგანიზებით ინვესტ ჰაბი , სადაც ესწრებოდნენ ინვესტორები 9 ქვეყნიდან და საქართველოს კერძო სექტორისა და მთავრობის სტრუქტურების წარმომადგენლები. დამსწრეთა შორის მოხდა ინფორმაციის გაცვლა და სამომავლო გეგმების ჩამოყალიბება . კომპანიამ გააფორმა ორი მემორანდუმი ნოვატორული არქიტექტურული და კონცეფციური პროექტების განხორციელების თაობაზე:
- მემორანდუმი ჩინეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო ბიზნეს სოფლის არქიტექტურული პროექტის განხორციელებაზე
- მემორანდუმი თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ნოვატორული სამედიცინო ცენტრის დაპროექტება- მშენებლობის შესახებ
კომპანია აქტიურად უჭერს მხარს ქართულ სპორტს, დავიწყეთ რეგონალური გუნდის, გარდაბანის სპონსირება და ვუმზადებთ სტადიონის რეკონსტრუქციის პროექტს; ასევე ჩავერთეთ მასტერ ლიგაში სადაც მხარდაჭერას ვუწევთ გუნდს, რომელიც კომპნია სვიფლენდის სახელით იასპარეზებს. ასევე, ვამზადებთ სოცილურ პროექტებს იმ რეგიონებისთვის , სადაც ხორციელდება ჩვენი პროექტები, რადგანაც ვფიქრობთ, რომ დღეს რეგიონების მხარდაჭერა და განვითარება ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
და ბოლოს , კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გეგმაა ინდუსტრიული ზონის მშენებლობა საქართველოში.