დეველოპერულმა კომპანია იორკ თაუერსმა რეკორდული 27 მილიონი დოლარის უძრავი ქონების კერძო გარიგება განახორციელა | Property Georgia

დეველოპერულმა კომპანია იორკ თაუერსმა რეკორდული 27 მილიონი დოლარის უძრავი ქონების კერძო გარიგება განახორციელა

დეველოპერულმა კომპანია იორკ თაუერსმა ადგილობრივ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კერძო უძრავი ქონების ტრანზაქცია განახორციელა. უძრავი ქონების წამყვანმა დეველოპერმა ბათუმის პირველ სანაპირო ზოლზე სასტუმრო ტიპის კომპლექსი შეისყიდა, რომელიც მოიცავს 6 საცხოვრებელი/აპარტოტელის შენობას, ასევე, 2 საერთაშორისო დონის სასტუმროს.

გარიგება აქტივზე ხანგრძლივი და გაფართოებული მოლაპარაკებების შედეგია. კომპლექსი ბათუმში, რომელიც პრემიუმ საკურორტო მიწის 30,000 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული, 1000+ ბინას, 2 სასტუმროს, 2 სპა ცენტრს, კაზინოს, 3 რესტორანს და MICE ტურიზმის ობიექტებს მოიცავს, რაც კიდევ უფრო გააფართოვებს იორკ თაუერსის უძრავი ქონების ბიზნესს და გააძლიერებს იორკ ჰოლდინგ ჯგუფის, როგორც ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი დივერსიფიცირებული დეველოპერის პოზიციას.

„ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან აღდგენას ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე, ამრიგად ვთვლით, რომ აქტივების შეძენილი პორტფელი ჩვენთვის მომგებიანი იქნება“, - განაცხადა ამრ ალ აბვაზმა, YHG-ის თავმჯდომარემ. „ჩვენ მას მიმზიდველ ფასად ვყიდულობთ, ვჯერა, რომ ბაზარი აღდგენის გზაზეა, რასაც ჩვენ სხვა აქტივების მაგალითზე ნათლად ვხედავთ“, - დასძინა მან.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: