ციფრული არხებით გაყიდული ბინების რაოდენობა იზრდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია სოციალური ქსელები. უახლესი მონაცემებით, სოციალური მედიის მოხმარების მაჩვენებელი 52%-ითაა მომატებული, რაც შესაბამისად აისახება გაყიდვებზე. მსოფლიო ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, ციფრული არხების ასეთი წარმატება მოსალოდნელი იყო. თუმცა, ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა პანდემიურმა პერიოდმა. მაგალითისთვის, დიდი მოთხოვნა გაჩნდა ვირტუალურ ტურებზე და ეს ტრენდი ისევ შენარჩუნებულია და გაგრძელდება პოსტ პანდემიურ პერიოდშიც. საერთო ჯამში, რაც უძრავი ქონების გაყიდვებისთვის მნიშვნელოვანია, ლიდების რაოდენობა 300%-ით არის გაზრდილი.
Property Georgia, N1 უძრავი ქონების ჰაბი საქართველოში, მუდმივად თანხვედრაშია გლობალურ ინოვაციებთან. კომპანია 2022 წლის მთავარ სიახლედ ციფრული გაყიდვების მიმართულების დანერგვას ასახელებს. როგორც კომპანიის მმართველი პარტნიორები აცხადებენ, Property Georgia-ს ეს ახალი პროდუქტი მოიცავს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებს და კონკრეტულ შედეგებზე გათვლებით არის შექმნილი.
Property Georgia ადგილობრივ ბაზარზე 5 წელია სიახლეებით და ინოივაციით გამოირჩევა. კომპანიამ 2016 წელს ერთ სივრცეში გააერთიანა ახალი მშენებლობები. Property Georgia-ს ინიციატივით საქართველოში 2019 წელს დაფუძნდა ,,უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის“ (FIABCI) ეროვნული წარმომადგენლობა და ქართველი დეველოპერებისთვის გაიხსნა ახალი ფანჯარა საერთაშორისო ბაზრებზე, გაჩნდა გაყიდვების და ბიზნეს პარტნიორების მოძიების უნიკალური შესაძლებლობები. ამავე წელს ჩატარდა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ,,მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა.“
Property Georgia პარტნიორ დეველოპერებს სთავაზობს მომავალზე ორიენტირებულ სიახლეებს დღეს. შემოგვიერთდი და გაზარდე უძრავი ქონების გაყიდვები ციფრული არხებით მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში!