პანელური დისკუსია : ,,ევროპის უძრავი ქონების ბაზარი და მიპიმის სიახლეები.“ | Property Georgia

პანელური დისკუსია : ,,ევროპის უძრავი ქონების ბაზარი და მიპიმის სიახლეები.“

საქართველოს უძრავი ქონების გამოფენის“ (უძრავი ქონების კვირეული- Real Estate Week - REW) ფარგლებში, რომელიც 20-22 მაისს ,,ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით გაიმართა, FIABCI-Georgia-ს და Property Georgia-ს თანაორგანიზებით ჩატარდა პანელური დისკუსია თემაზე ,,ევროპის უძრავი ქონების ბაზარი და მიპიმის სიახლეები.“

პანელის მხარდამჭერები გახლდნენ FIABCI-Georgia-ს წევრი კომპანიები: York Towers  და ZAHA. ღონისძიება დაიწყო FIABCI-ის საერთაშორისო სპიკერების გამოსვლებით, რომლებმაც განიხილეს უძრავი ქონების ევროპული ბაზრები და ისაუბრეს სექტორის ერთ-ერთი მთავარი ყოველწლიური გამოფენის, ,,მიპიმის“ შესახებ. ქართველმა სპიკერებმა კი, რომლებიც წარმოადგენდნენ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორს, იმსჯელეს სფეროში არსებულ შესაძლებლობებზე, გამოწვევებზე და გადაჭრის გზებზე.

ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები, ქართველი და საერთაშორისო ბროკერები, სექტორით დაინტერესებული სხვა პირები.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: