ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2022 | Property Georgia

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2022

2022 წლის 21 ივნისს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხში, ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2022“.

ფორუმს დაესწრო 200-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, სხვადასხვა სექტორული ბიზნესის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ფორუმს ესწრებოდა FIABCI-Georgia-ს საინვესტიციო კომიტეტის ხელმძღვანელი დავით ბუაძე, რომელიც გვიზიარებს , ფორუმის მთავარ გზავნილებს.

"მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა დავსწრებოდი „ევროკავშირი-საქართველოს 2022 წლის ბიზნეს ფორუმს“  მოცემული ფორუმი იყო 20 ივნისის აქციის სიმბოლური დაგვირგვინება და იმის ნათელი გამოვლინება, რომ საქართველო იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას.

ფორუმის ფარგლებში გაიმართა ევროპული ბიზნეს გარემოს კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია, შეფასდა ბიზნეს გარემო და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები.

ფორუმის ფარგლებში ორგანიზატორებმა წარადგინეს, ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნეს სექტორის გაერთიანებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას."

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: