თაუერ ჯგუფი: „ჩვენ ვაშენებთ მომავალს“ | Property Georgia

თაუერ ჯგუფი: „ჩვენ ვაშენებთ მომავალს“

თაუერ ჯგუფი წარმოადგენს სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიას, რომელიც ორი ძირითადი მიმართულებით ვითარდება - მშენებლობა/დეველოპმენტი და სასტუმრო ინდუსტრია.

კომპანიის ოპერირების მთავარი იდეაა ადამიანებს შეუქმნას თანამედროვე, კომფორტული ინფრასტრუქტურა, ისე რომ შეინარჩუნონ ქართული თვითმყოფადობა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომთაუერ ჯგუფისშექმნას საფუძველი დაუდო სამშენებლო სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაგზამდა მათი ყველა სამშენებლო პროექტი სწორედ კომპანიაგზა-მიერ ხორციელდება. არსებობის 18 წლიანი ისტორიის ლოგიკური გადაწყვეტა, სწორედ საკუთარი დეველოპერული კომპანიის ჩამოყალიბება იყო. წლების განმავლობაში კომპანიაგზაახორციელებდა სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ქვეყნის წამყვან კომპანიებთან ერთად შპს "გზა"- არაერთ ძვირადღირებულ პროექტს შეასხა ხორცი. კომპანიის მიერ შესრულებულია არაერთი სამშენებლო პროექტი, სადაც დღეს განთავსებულია სხვადასხვა ორგანიზაცია, მათ შორის ყველაზე მასშტაბურია: ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, ბათუმი ცენტრალი - სარკინიგზო კომპლექსი, რომელშიც 2023 წელს განთავსდება საერთაშორისო სასტუმროჰოლიდეი ინ ექსპრესი“; სასტუმრო კომპლექსიშატო კვირიკე“ - 6 ჰექტარზე გადაჭიმული კომპლექსი სასტუმროებით, მარნით, რესტორნებით, საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზებით, ბარებითა და აუზით, იშვიათი რეკრეაციული გარემოთი და სხვა.აღნიშნავს ჩვენთან საუბარში „თაუერ ჯგუფის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი სოფია წულაძე.

კომპანიაგზაფლობს ასფალტისა და ბეტონის ქარხნებს, 200 ზე მეტი ერთეულისაგან შემდგარ ტექნოპარკს. მრავალწლიანი გამოცდილების, სამშენებლო რესურსებისა და პროფესიონალთა გუნდის გათვალისწინებითგზამსაფუძველი დაუდო ახალ კომპანიასთაუერ ჯგუფი“, რომელიც ამჟამად 3 მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.

სოფია წულაძე საუბრისას ამბობს, რომ ყველა წარმატებულ კომპანიის უკან ძლიერი და შეკრული, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი დგას. ვაფასებთ პროფესიონალიზმს და ადამიანურ ღირებულებებს. ვთვლით, რომ ვაშენებთ მომავალს პირდაპირი გაგებით ეს კი დამატებითი სიამაყის განცდას ბადებს.“ სწორედ პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის დამსახურებაა, რომ ყოველდღიურობაში კომპანია სხვადასხვა გამოწვევებს წარმატებით ართმევს თავს.

სოფია იხსენებს, რომისევე როგორც მთელს მსოფლიოში პანდემია ჩვენი კომპანიისთვისაც აღმოჩნდა ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, მართალია ონლაინ სერვისებმა გარკვეულწილად დააბალანსა კომუნიკაციისდეფიციტი, თუმცა სრულად ვერა. უძრავი ქონება სპეციფიკური პროდუქტია და დისტანციურად პროდუქტის, კომპანიის თანამშრომლების, ლოკაციის ადგილზე ნახვის გარეშე მომხმარებლისათვის რთულია გადაწყვეტილების მიღება. დღეს ეს ეტაპი გადავლახეთ და კომპანია უბრუნდება მუშაობის ჩვეულ რეჟიმს, რაც აისახება როგორც მშენებლობის ასევე გაყიდვების ხარისხზე.“ კომპანიათაუერ ჯგუფისერთ-ერთი დიდი მიღწევა დასრულებული პროექტები - „შატო კვირიკედაშალე კვირიკეა“, ორივე პროექტი უნიკალურია აჭარის რეგიონისთვის. „ეს არ არის უბრალოდ სასტუმრო ან მარანი ან სამთო კურორტი ეს დამატებითი ღირებულებაა ჩვენი მხარის პოპულარიზაციისთვის და ზოგადად აჭარაში ვაზის და ღვინის წარმოების წახალისებისათვის ამბობს სოფია წულაძე.

შატო კვირიკეაჭარის რეგიონისთვის უნიკალური კომპლექსია თავისი კონცეფციით, რადგან იგი აერთიანებს ვენახებისა და ღვინის თემატიკას ზღვასთან. ეს არის სასტუმრო კომპლექსი, რომელიც უამრავ საინტერესო სივრცეს და ატრაქციას იტევს: მარანს, აუზს, რესტორნებს, ისტორიულ ნაგებობაში განთავსებულ პატარა მუზეუმს, საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზებს, უნიკალურ რეკრეაციულ გარემოს - ასწლოვანი ევკალიპტებით, ვენახებით, თხილისა და კივის ხეივნებით. კომპლექსის განხორციელების მთავარი იდეა აჭარის და კერძოდ ქობულეთის რაიონის პოპულარიზაციაა.

ჩვენი მთავარი იდეა იყო შეგვექმნა ისეთი სივრცე, სადაც სტუმარი შეძლებდა წელიწადის ნებისმიერ დროს დასვენებას მისთვის საინტერესო გარემოში. ამისათვის ავირჩიეთ ვაზისა და მეღვინეობის მიმართულების განვითარების სტრატეგია, რაც ჩვენს უძველეს ტრადიციებს დაგვაახლოებს და ტურისტულ სეზონს უფრო გაახანგრძლივებს.“ აღნიშნავს სოფია წულაძე.

თაუერ ჯგუფშიაქვთ ჯანმრთელი ამბიცია, რომ მათი ყველა პროექტი იქნება უნიკალური და სავიზიტო ბარათად იქცევა მომავალ ურბანულ განაშენიანებაში. მათი მთავარი მისია, მათივე საქმიანობის ქვაკუთხედია და როგორც ამბობენ- „ჩვენ ვაშენებთ მომავალს, ჩვენი ქვეყნისთვის და მისი კეთილდღეობისთვის.“

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: