,,ალიანს ცენტროპოლისი“ - #დაძარი რეგიონის ახალი პერსპექტივა | Property Georgia

,,ალიანს ცენტროპოლისი“ - #დაძარი რეგიონის ახალი პერსპექტივა

 „ალიანს ჯგუფი“ მრავალი წელია თამამი ნაბიჯებით მიიწევს  წინ და მუდმივად ინოვაციურად ვითარდება. ამის უახლესი მაგალითია, ისიც, რომ კომპანიამ დაიწყო საერთაშორისო დონის მასშტაბური პროექტი - „ალიანს ცენტროპოლისი“, რომელიც უნიკალური საშუალებაა ყველაფრის ერთ სივრცეში აღმოსაჩენად და ამავდროულად მსოფლიოსთან მჭიდრო კავშირის დასამყარებლად. „ალიანს ჯგუფი“ ამით მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ ცხოვრების სტილსა და შესაძლებლობას  გახდეს მსოფლიოს ნაწილი.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ,,ალიანს ჯგუფი“  ყოველი ახალი პროექტით  ცდილობს სიახლის შეთავაზებას ბაზარზე და ინოვაციის დანერგვას,  რაც შემდგომ მისაბაძი ნიმუშიც ხდება.

დღესაც „ალიანს ჯგუფი“ გულმოდგინედ სწავლობს ახალ ტრენდებსა და მიმართულებებს, რაც აისახება ახალ პროექტებში. ეს ყველაფერი, კი ადგილობრივ ბაზარზე პოზიტიურად მოქმედებს.

ბათუმში მშენებარე მსოფლიო დონის და მნიშვნელობის მულტიფუნქციური კომპლექსის „ალიანს ცენტროპოლისის“ პროექტის ფარგლებში „ალიანს ჯგუფმა“ ახალი კამპანია დაიწყო, რომლის მთავარი იდეა დაფუძნებულია ნიუტონის აკვანზე. ამით ხაზგასმულია თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მოქმედების დაწყებას, რათა დიდი ღირებულების შედეგი მივიღოთ.

propertygeorgia.ge

უფრო დეტალურად ამ ყველაფერზე კი ჩვენს კითხვებს „ალიანს ჯგუფის“ ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელმა თემურ ბიწაძემ უპასუხა:

- ,,დაძარი“-ეს სიტყვა არის ,,ალიანს ცენტროპოლისის“ ახალი კამპანიის მთავარი, შეიძლება ითქვას, სლოგანი. კამპანიის იდეა დაფუძნებულია ნიუტონის აკვანზე. ვის მიმართავთ და რა დატვირთვა აქვს ამ მოწოდებას და სიმბოლოებს? უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ.

- დიახ, კამპანიის მთავარი ელემენტი ნიუტონის აკვანია, რომელიც ერთი მოქმედებით დაწყებული უწყვეტი მოძრაობისა და განვითარების სიმბოლოა.

ეს არის იმპულსის, ენერგიის მუდმივობისა და შენახვის პროცესი, როცა ერთი ქმედება განაპირობებს მეორეს.

პროექტის კონცეფციაც სწორედ ამ პრინციპზეა აგებული – მისი ყოველი შემადგენელი  ნაწილი ერთიან იდეას ერწყმის. 

რაც შეეხება მთავარ მესიჯ #დაძარის, ეს არის მოწოდება ყველასთვის ახლის წამოწყებისკენ, განვითარებისკენ. ეს პროცესია, რომლის დროსაც დაწყებული ქმედება ახალი პერსპექტივის დაძვრის ტოლფასია, რაც მოქმედებს აწყმოზე, ცვლის და უზრუნველყოფს მომავალს.

- ალიანს ცენტროპოლისის პროექტის შესახებ რომ გვიამბოთ...

-  ყველაზე მთავარი, რაც უნდა ითქვას არის ის, რომ ალიანს ცენტროპოლისი ისტორიული კოლაბორაციებით შექმნილი პროექტია, რომელიც რეგიონში პირველ World Trade Centre-ის საგამოფენო სივრცესა და გლობალურ სასტუმრო ბრენდ Hyatt Centric-ს აერთიანებს.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ პროექტი სანაპიროს პირველ ზოლში, ზღვიდან 50 მეტრში მდებარეობს. პროექტი მსოფლიო დონის კოლაბორაციაა და სწორედ  ეს შესაბამისი დატვირთულობა და საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრა, სძენს მას მასშტაბურობასა და უზრუნველყოფს პროექტის საინვესტიციო მიმზიდველობას.

ამასთან ერთად, მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურის ერთ სივრცეში თავმოყრა აპარტამენტის მესაკუთრისა და მაცხოვრებლის კომფორტს უზრუნველყოფს და პროექტს წარმოაჩენს უნიკალურ ჰაბად, ცენტრად, რომელიც მოიცავს ყველა მოთხოვნად კომპონენტს სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi- თან ერთად.

- რა არის პროექტის კონცეფცია?

- კონცეფცია სწორედ ყველა იმ მნიშვნელოვან კომპონენტებს ეფუძნება, რომლისგანაც შედგება ალიანს ცენტროპოლისი - იქნება ეს უმნიშვნელოვანესი გლობალური კოლაბორაციები მსოფლიო ვაჭრობის ცენტრისა (WTC) და Hyatt-ის სახით, თუ თანამედროვე სტანდარტზე დაფუძნებული ინფრასტრუქტურა და სერვისები როგორიცაა:  ფიტნეს ცენტრი,საბავშვო და გასართობი ცენტრი,  სავაჭრო ცენტრი, ბიზნეს ცენტრი და კიდევ მრავალი სხვა, რომელთა ერთიანობაც აქცევს ალიანს ცენტროპოლისს უნიკალური ცხოვრების სტილისა და საინვესტიციო შესაძლებლობების დამმკვიდრებელ პროექტად.

თავდაპირველი ხედვაც ეს იყო, რომ შეგვექმნა კომპლექსი, რომელიც ბათუმს ბიზნეს და საქმიანი ტურიზმის ცენტრად აქცევდა.

შესაბამისად, სახელიც ძალიან სიმბოლურად უკავშირდება ამ ხედვას - ორი უმსხვილესი კოლაბორაციისა და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის გაერთიანებით „ცენტრების ქალაქი“, რომელიც იქნება ახალი ორიენტირი ბათუმში გლობალური ბაზრისთვის.

- ვინ არის თქვენი მიზნობრივი აუდიტორია, პოტენციური მყიდველები?

- ბრენდის ჭრილში თუ ვისაუბრებთ: როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ღირებულებებით მოაზროვნე ადამიანები, ვისაც სმენია, ან ერთხელ მაინც არის ნამყოფი საქართველოში და დაინტერესებულია „ალიანს ჯგუფის“ მიმდინარე პროექტებით. ის ვისთვისაც პრიორიტეტია თანამედროვე სტანდარტებითა და მომავლის ხედვით შექმნილი კომპლექსები. უცხოელი ინვესტორები, რომლებიც ხედავენ ბათუმის უძრავი ქონების განვითარების პერსპექტივას და სურთ დროული და გონივრული ინვესტიციის განხორციელება.

რაც შეეხება კამპანიასა და მის სამიზნე აუდიტორიას. ეს არის მოწოდება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ მიზანი და სურთ ქმედების დაწყება, მის წარმატებულ, უწყვეტ პროგრესად ქცევა. ეს არის ბიძგი განვითარებისკენ და ნაბიჯი უზრუნველყოფილი, პროგრესული და თანამედროვე მომავლისკენ.

- რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ პროექტი საშუალებაა მსოფლიოსთან მჭიდრო კავშირის დასამყარებლად?

- როგორც აღვნიშნე, პროექტი აერთიანებს ბიზნეს და სავაჭრო ცენტრებს, პრემიუმ აპარტამენტებს, რაც მთავარია World Trade Centre-სა და მის საგამოფენო სივრცეს, რომელიც ნიუ-იორკის, პარიზის, ლონდონის, დუბაის, ჰონკონგის, ტოკიოს, სიდნეის და კიდევ ათზე მეტი მსოფლიოს უმსხვილესი ქალაქის შემდეგ, ბათუმში დაიდებს ბინას. ეს იქნება საწყისი იმისა, რომ აჭარის ცენტრში თავს მოიყრის არაერთი საერთაშორისო კომპანია, ბიზნესი და საქმიანი ტურისტი.

სწორედ ეს გვაძლევს თამამად იმის თქმის საფუძველს, რომ ალიანს ცენტროპოლისთან აწმყოსა და მომავლის დაკავშირებით, პირდაპირ კავშირში ხარ მსოფლიოსთან.

- რა საერთაშორისო და საინვესტიციო უპირატესობა თუ ღირებულება გააჩნია პროექტს?

-  ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო და საინვესტიციო უპირატესობა არის სწორედ ის ქალაქი, რომელშიც პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, შავი ზღვის მარგალიტად წოდებული ბათუმი ყველაზე მიმზივდელი საზღვაო-ტურისტული კურორტია, რომელიც გამომდინარე თავისი ლოკაციიდან, ურბანული შარმიდან, გართობისა და დასვენების უნიკალური შესაძლებლობებიდან, ყოველწლიურად წარუშლელი შთაბეჭდილების ქვეშ ტოვებს უამრავ ვიზიტორს.

რაც შეეხება, კონკრეტულად ალიანსსა და მის პროექტებს:

მრავალწლიანი გამოცდილება სამშენებლო-დეველოპერულ სფეროში,უნიკალური არქიტექტურა და ლოკაცია, მსოფლიო დონის, საერთაშორისო ბრენდებთან ურთიერთობა, განუმეორებელი საინვესტიციო კონცეფცია - ეს იმის მცირე ჩამონათვალია, რაც ჩვენს მკაფიო დიფერენცირებას ახდენს ბაზარზე და რაც საბოლოო ჯამში, ქმნის რეგიონალური მნიშვნელობისა და უკონკურენტო ხარისხის მულტიფუნქციურ პროექტებს, რომლებსაც უდიდესი ადგილი უჭირავთ არამხოლოდ უძრავი ქონების ბაზრის, არამედ ტურიზმის სექტორის განვითარებაშიც.

- კიდევ რა ნაბიჯები იგეგმება კამპანიის ფარგლებში?

#დაძარი არის ის პათოსი, რომელიც ყველაზე კარგად უკავშირდება ალიანს ცენტროპოლისის და კომპანიის იდენტობას. შესაბამისად, ეს გზავნილი მოქმედების დაწყებისა და განვითარებისკენ სვლის იქნება ალიანსის, როგორც ბრენდის კომუნიკაციისა და იდეოლოგიის განუყოფელი ნაწილი.

შესაბამისად, ეს კამპანია მოდიფიცირდება მუდმივ მოწოდებად და ბრენდის მთავარ მესიჯბოქსადაც.

და რადგანაც, განვითარების ლიმიტი არ არსებობს, სამომავლოდ, #დაძარის ფარგლებში, უამრავ საინტერესო პროექტსა, თუ წამოწყებას შემოგთავაზებთ.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: