„დრიმლენდ ოაზისი“ – პრემიუმ კლასის სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსია საქართველოში. ზღვისპირა კომპლექსი გაშენებულია ეკოლოგიურად სუფთა სუბტროპიკულ ზონაში, შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმიდან 9 კმ-ში, ხოლო ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან 1 კილომეტრში, მტირალას ნაციონალური პარკის მიმდებარედ. აღსანიშნავია ,,დრიმლენდ ოაზისის“ მწვანე გარემო. ტერიტორიის 70% - წარმოადგენს ხელით დარგულ დეკორატიულ მცენარეებს, ფიჭვს, მათ შორის იშვიათ სახეობებს, როგორიცაა ჰიმალაის კედარი, უნიკალური იაპონური საკურა და ნეკერჩხლის ხეები, ტროპიკული ყვავილები. კომპლექსი გარშემორტყმულია სამკურნალო თვისებებით ცნობილი ევკალიპტის ხეებით.
კომპლექსს აქვს 10 ჰექტარი საკუთარი ტერიტორია, სადაც უკვე შექმნილია ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაისვენოთ ტერიტორიიდან გაუსვლელად: 4 გარე აუზი, თანამედროვე აკვაპარკი, მრავალფეროვანი ბარები და რესტორნები, საბავშვო გასართობი სივრცეები, ბულვარი სანაპიროზე სასეირნოდ, ბოულინგი, სათამაშო ოთახი, 3D, 7D, 9D კინოთეატრები, ჩოგბურთის კორტები, ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედანი, ღამის კლუბი, კარაოკე, SPA ცენტრი, კორტები და მრავალი სხვა.
„დრიმლენდ ოაზის ჩაქვი“ 885 კერძო აპარტამენტს და 50-ზე მეტ სხვადასხვა ობიექტს აერთიანებს. ამ ეტაპზე 585 აპარტამენტი დასრულებულია, 300 კი მშენებლობის პროცესშია.
სტუდიო, სტუდიო სამზარეულოთი, აპარტამენტი ერთი ან ორი საძინებლით - „დრიმლენდ ოაზისი ჩაქვის“ შეთავაზებაა. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია რამდენიმე აპარტამენტის გაერთიანებაც. კომპლექსის აპარტამენტებიდან საოცარი პანორამული ხედები იშლება ზღვაზე და მთებზე. აქ პირველ სართულზე მდებარე ყველა ფართს საკუთარი ეზო აქვს.
რაც შეეხება ფასებს, შესახლებისთვის მზადმყოფი აპარტამენტების ღირებულება კვ. მეტრზე 1 800 აშშ დოლარიდან იწყება, მინიმალური ფართი 34 კვ. მეტრია, მაქსიმალური კი - 120 კვ. მეტრი.
კომპლექსს არაერთი უპირატესობა გააჩნია. მაგალითისთვის ის, რომ „დრიმლენდ ოაზისი“ რეგიონში ყველაზე მწვანე კომპლექსია. უპირატესობაა ასევე დაცული სანაპირო ზოლი. კოპლექსი დამსვენებლებს 500 მეტრი სიგრძის სუფთა და კეთილმოწყობილ სანაპირო ზოლს და უშუალოდ კომპლექსის ტერიტორიაზე გამწვანებულ ბულვარს სთავაზობს. კომპლექსის მთავარი მიმზიდველობა კი 90%-ით დასრულებული ინფრასტრუქტურა და ექსპლუატაციაში შესული 12 შენობაა.
გაყიდული აპარტამენტების 40%-ის მფლობელები საქართველოს და 50%-ის დსთ-ის ქვეყნების მოქალაქეები არიან, დარჩენილი 10% კი ისრაელის, ევროპისა და აშშ-ს მოქალაქეებზე მოდის.
კომპლექსი პრემიუმ კლასს განეკუთვნება. აუდიტორია ძირითადად წარმატებული ხალხია, ვისთვისაც ოჯახი, უსაფრთხოება, ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვანია. ამიტომაც, ჩვენი პრიორიტეტია ოჯახური გარემოს შექმნა და მათი ოჯახური დასვენებისთვის კომფორტული შესაძლებლობის მიცემა. სწორედ ამიტომაც, კომპანიის მხრიდან კაპიტალდაბანდების დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მოდის.
„დრიმლენდ ოაზისში“ დასრულებული აპარტამენტების 75% უკვე გაყიდულია. 2022 წლის ივნისში კომპანიამ გასაყიდად მეცამეტე კორპუსი ჩაუშვა, რომელიც 2025 წელს ჩაბარდება.
თუ ,,დრიმლენდ ოაზისის“ აპარტამენტების მფლობელი გახდებით, ეს არ ნიშნავს მხოლოდ უძრავ ქონებაში კაპიტალდაბანდებას, ეს სანდო საშუალებაა პირადი ჩართულობის გარეშე, დამატებითი შემოსავლი მიიღოთ ინვესტიციაზე წლიური 8% უკუგებით. ,,დრიმლენდ ოაზისში“ ინვესტირებით თქვენ შეგიძლიათ გააფორმოთ შეთანხმება მმართველ კომპანიასთან, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს თქვენი აპარტამენტის მართვას. ასევე, შეძლებთ იცხოვროთ და დაისვენოთ თქვენსავე აპარტამენტში, სურვილის შემთხვევაში გააქირაოთ ის და მიიღოთ დამატებითი შემოსავალი. ამასთან, მმართველი კომპანია თქვენი აპარტამენტის და მასში არსებული ქონების დაცვის გარანტია.