მთაწმინდა პანორამა - შენი კომფორტული ცხოვრებისთვის | Property Georgia

მთაწმინდა პანორამა - შენი კომფორტული ცხოვრებისთვის

თბილისის ცენტრალურ და ისტორიულ უბანში, ტარიელის ქუჩის #13-17 ნომერში,  ყველასგან გამორჩეული და უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსი - მთაწმინდა პანორამა მდებარეობს. პროექტი ყველა თანამედროვე სტანდარტსა და მოთხოვნას პასუხობს, რომლის გეგმარებისას ჰარმონიული და მშვიდი ცხოვრებისთვის თითოეული დეტალი წინასწარაა გათვალისწინებული.

„მთაწმინდა პანორამა“ სივრცისა და ბუნებრივი სინათლის იდეალურ სინთეზს წარმოადგენს და რაც განსაკუთრებით მიმზიდველია, კომპლექსის აივნებიდან თბილისზე ულამაზესი პანორამული ხედი იშლება.

 

„მთაწმინდა პანორამა“  17 ბინას  და 5 კომერციულ-საოფისე ფართს აერთიანებს და დამატებით მოიცავს:

  • 28 ადგილიან მიწისქვეშა პარკინგს;
  • გამწვანებულ და კეთილმოწყობილ 2400 კვადრატულ ეზოს;
  • 400 კვადრატულამდე შიდა, დახურულ ეზოს საბავშვო ატრაქციებით;
  • მოსასვენებელ სივრცეს;
  • უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს-24 საათიან სამეთვალყურეო კამერებს და დაცვის სამსახურს;

კორპუსი უზრუნველყოფილია ჩუმი ჰიდრავლიკური ლიფტით, დომოფონითა და სადარბაზოს ავტომატური განათებით.

„პროექტს, რომ ყველა მიმართულებით ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს, უდავოა. მე კი, ერთ-ერთზე, - ადგილმდებარეობაზე
მოგიყვებით.

„მთაწმინდა პანორამა“
რუსთაველი-მთაწმინდის საბაგიროს სადგურამდე 100 მეტრში, რუსთაველის გამზირამდე 400 მეტრში მდებარეობს. ფუნიკულიორის ტრამვაის ქვედა სადგურამდე 500 ეტრი აშორებს, თავისუფლების მოედნამდე კი, სულ რაღაც 6 წუთის სავალ გზაზეა.

რაც მთავარია, ჩვენი პროექტი ზღვის დონიდან 500 მეტრზე შენდება, სადაც 180 გრადუსიან პანორამაში მთაწმინდის ფერდობი და ძველი თბილისი ერთდროულადაა მოქცეული. მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ფონდი ქართუს დაფინანსებით მთაწმინდის ფერდობის განახლების მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს, რომლის მთავარი მიზანი არსებული ფერდის ლანდშაფტის ოთხ სეზონად გადაქცევაა, რაც მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე, ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას გულისხმობს. თბილისში ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი რეკრეაციული ზონასთან სიახლოვე  კი, მთაწმინდა პანორამას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის და შესაძლებლობას იძლევა ქალაქიდან გაუსვლელად იცხოვროთ მწვანე და ჯანსაღ გარემოში.

საცხოვრებელი ნაწილის გარდა, კომპლექსს იდეალური მდებარეობა აქვს კომერციული ფართების თვალსაზრისითაც. მთაწმინდა მშვიდი, თუმცა ტურისტულად მიმზიდველი უბანია და ვფიქრობ, ბიზნესის ბევრი მიმართულებისთვის საინტერესო იქნება ამ სივრციდან ოპერირება,“
- კომპანიის გაყიდვების დირექტორი, თამარ სეფერთელაძე გვიყვება.

დამატებით, როგორც გაყიდვების მენეჯერი აცხადებს, „მთაწმინდა პანორამა“  მიმზიდველია როგორც ქართველი, ისე უცხოეული პოტენციური მყიდველებისთვის, თუმცა დაინტერესება უცხოელებისგან უფრო მაღალია.

„მთაწმინდა პანორამა“ არქიტექტურული კომპანია მიდამოსა და KTW ეველოპმენტისპროექტია. „მიდამოარქიტექტურის, ქალაქგეგმარების, ინტერიერისა და ლანდშაფტის დიზაინის მიმართულებით მუშაობს და არაერთი მსხვილი პროექტი აქვს შესრულებული. „KTW დეველოპმენტის“ უმთავრესი საქმიანობა კი, სამშენებლო და დეველოპერული პროექტებია. ორივე კომპანია საზოგადოებაში მაღალი სანდოობით გამოირჩევა, რაც „მთაწმინდა პანორამის“ პროექტულ ღირებულებას კიდევ უფრო აძლიერებს.


„მთაწმინდა პანორამის“ მშენებლობის ხარისხზე პროექტის მენეჯერს, ზურა ქუსიკაშვილს გავესაუბრეთ. როგორც ზურა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, პროექტი მშენებლობისთვის აუცილებელ ყველა თანამედროვე მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს.

„მთაწმინდა პანორამის“ მშენებლობისას მხოლოდ მაღალი ხარისხის, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები გამოიყენება: ბედეგის იზობლოკი უმაღლესი ხარისხის ხმო და თბო იზოლაციით; Saint-Gobain-ის ფრანგული ენერგო დამზოგავი მინა-პაკეტი; ალუმინის ვიტრაჟული ფანჯრები; და სხვა. „მთაწმინდა პანორამა“ 40%-მდე ენერგოეფექტური შენობაა, რაც კომუნალური ხარჯების მნიშვნელოვნად დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა,“ - ზურა ქუსიკაშვილი.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებით, „მთაწმინდა პანორამა“ უნიკალური შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც თბილისის შუაგულში, კომფორტულ და ჯანსაღ გარემოში ცხოვრება თუ ბიზნეს საქმიანობის წარმართვა სურს.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: